მართლმადიდებლობა და მედიცინა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმადიდებლობა და მედიცინა |
ნათია |
Jun 23 2007, 08:31 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
სერაფიმე საროველი ამბობს: იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც და მის ხელშია შენი
გამოჯანმრთელება. რელიგიას უცხოელ ფსიქიატრთაგან მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო დოქტორმა ლ.ა. კოხმა თავის შესანიშნავ წიგნში „ადამიანის ნერვული ცხოვრება“, თავში „ნერვულ დაავადებათა მიზეზები“ (გვ. 163) ვკითხულობთ: „სულის ღმრთისაგან გაუცხოებაა უდიდესი ბოროტება. მასში, როგორც ცალკეულ პირთათვის, ისე საზოგადოებისათვის მწიფდება ყველაზე შხამიანი და მწარე ნივთიერება, რომელიც ნერვებს ანადგურებს“. მომდევნო თავში: „ნერვულ დაავადებათა მკურნალობა“ (გვ.204) დოქტორი კოხი წერს: „სად პოულობს სული ძალას, წინაღუდგეს იმას, რაც მას თავს ატყდება და ნერვებს ემუქრება? საიდან იღებს იგი იარაღს, თავისი ძლევამოსილი თავდაცვისათვის? როცა მას უკვე მიაყენებენ ჭრილობას, რა ეხმარება, რომ არ დაეცეს და თავისი თავი და თავისი ნერვები დაიცვას და დაიფაროს? ერთადერთი პასუხი ის არის, რომ ვერაფერს ვერ მიაღწევ, ვერაფერს ვერ შეძლებ რელიგიის ანუ ღმრთისადმი პიროვნული დამოკიდებულების გარეშე. ჩვენი საუკეთესო ძალები სწორედ რელიგიის წიაღშია“. ასევე ვკითხულობთ: „მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ადამიანი, რომელსაც სასოება აქვს უფლის მიმართ, მრავალი იმედგაცრუების გადატანას შეძლებს, შეძლებს მრავალი მძიმე შეგრძნებისა და განსაცდელის გამკლავებას, რომლებიც ჯერ მის ფსიქიკაში აღწევენ, შემდეგ კი ამ უკანასკნელიდან - ნერვებში; რომ რელიგიური ადამიანი არ ემონება და არ ემორჩილება იმას, რაც ურწმუნო ადამიანს ემუქრება და საფრთხეს უქადის. უკიდურეს შემთხვევაში, იგი ზურგს აქცევს იმას, რისკენაც ურწმუნო ადამიანი მიილტვის და მიისწრაფვის და რომ ამგვარად, რელიგიის მოქმედება მრავალი თვალსაზრისით, მრავალი მიმართებით პროფილაქტიკურია“. შემდეგ, 206-ე გვერდზე ვკითხულობთ: „დაე, სწამდეთ ან არ სწამდეთ, მაგრამ ის კი უდავოა, რომ რელიგიის ზემოქმედება, მისი ზეგავლენა არა მხოლოდ ცაკლეულ პირთათვის, საერთოდ ყველასათვის ნერვულ დაავადებათაგან საუკეთესო დამცავ საშუალებას წარმოადგენს“. მე ამ დასკვნამდე მივედი: როცა ამჩნევ რომ უძლურია მედიცინა შენს დაავადებაზე, მაშინ უფალს უნდა მიენდო და უფლისადმი რწმენას შეუძლია სასწაულიც კი მოახდინოს ვისაუბროთ ..... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
k@the |
Jun 25 2007, 04:59 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
k@the გინეკოლოგების 99% აბორტებით ირჩენდა ახალგაზრდობაში თავს, მოდი და მელაპარაკე მაგის შემდეგ თავდადებაზე და ზრუნვაზე. კარგი რა! ციტატა და მე რატომ მეჩხუბები, რომ პედიატრს აქვს 60 ლარი? მე წავართვი? მე კი არ გეჩხუბები, შენ გამოთქვი საკმაოდ აღშფოთებულად და არც ისე კორექტულად ზოგადად ექიმების შესახებ აზრი. რომელიც მე, როგორც ექიმის შვილს, გულზე მომხვდა და არასწორად მიმაჩნია შენი პოზიცია. 60 ლარი შენ არ წაგირთმევია და მე ეს შენთვის არც მიკადრებია. მე აღვნიშნე მხოლოდ, რომ 60 ლარი ხელფასი ექიმისა, არის დაცინვა ექიმის და ვერცერთი ნორმალური ექიმი ამით ოჯახს ვერ არჩენს! ამიტომ სისტემა უბიძგებს ექიმს იმისათვის რომ მან ხელი გაიწვდინოს და გაჭირვება აკარგვინებს მას თავმოყვარეობას (თორე ექიმები რომ თავმოყვარეები არიან და ამ პროფესიის ხალხი როგორც წესი საუკეთესო ოჯახების შვილები ხდებოდნენ ეს მგონი ყველამ იცის)...ციტატა მე მაქვს ჯანმრთელობის დაზღვევა და ვერცერთი ექიმი ჩემში, პოტენციურ "არაგადამხდელს" ვერ დაინახავდა, მაგრამ როცა 10 ცნობილი ექიმიდან და კლინიკიდან 9 ისე მოგექცევა როგორზეც ნორმალურ ქვეყანაში საავადმყოფოსთან არც კი ჩაატარებდნენ, რომელ გამართლებაზე მელაპარაკები? ეხ, მაგ შენი დაზღვევიდან ექიმამდე მხოლოდ იმდენი მიდის, რომ თვის ბოლოს 60 ლარი ხელფასი გამოუვიდეთ )ციტატა თუ რა ვქნათ ადამიანებს ადამიანობა აღარ მოვთხოვოთ? ადამიანებს ადამიანობა უნდა მოსთხოვო, მაგრამ არ განიკითხო. აი ეს იყო სულ რისი თქმაც მინდოდა.კიდე კარგი მარტო ჩემი გადასახედიდან ლაპარაკი არ მიყვარს. ნამდვილად, ასეთ ადამიანსაც ვინობ, რამდენიმეს და უფალს მადლობას ვწირავ ხოლმე რომ მათთან შემახვედრა. ალბათ ასეთების მადლითაა ჯერ კიდევ რომ ვარსებობთ... უკაცრავად ოფ-ტოპიკისათვის. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
კანუდოსელი |
Jun 25 2007, 05:01 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ადამიანებს ადამიანობა უნდა მოსთხოვო, მაგრამ არ განიკითხო. აი ეს იყო სულ რისი თქმაც მინდოდა. მამაჩემი ლამის რომ კვდებოდა, იმ ექიმისთვის ალბათ უნდა მეთქვა: "იცი, მე შენ მოგიტევებ, შენც მომიტევე, მერე რაა რომ ლამის მოკალ მამაჩემი , ყველანი ცოდვილები ვართ, არ ინერვიულო ბევრი, კლიენტი კიდე გეყოლება" პ.ს. განიკითხო კი არა, ეგეთ ექიმს პერმანენტული თეთრი ბილეთი და სასამართლო პროცესი საჩუქრად -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი