![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
საქართველოში ახალგაზრდების უმეტესი ნაწილისთვის უცხო არაა უფლისადმი ლოცვა და წმიდა საიდუმლო ზიარება. ქართველი მრევლი მართლაც, რომ შესამჩნევად გაახალგაზრდავდა ბოლო წლების განმავლობაში. ეს ფაქტი პოზიტიური მოვლენაა არა მარტო ქართული ეკლესიისთვის, არამედ, მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის. მაგრამ საკითხავია, რამ მიიყვანა ქართველი ახალგაზრდა ეკლესიასთან ასე ახლოს? ზოგიერთმა, შეიძლება, გააცნობიერა ამქვეყნიური ამაოება და ცდილობს უფლის სახლში მიეახლოს იმ ზეციურ სიწმიდეს, რომელიც ყოველდღიურ რეალურ ცხოვრებაში ხელმიუწვდომელია... ბევრი პირადი პრობლემების გადაწყვეტას ღვთის სახლში ეძიებს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზოგიერთი მოდას აჰყვა და ფიქრობს, რომ ეკლესიაში ხშირი სიარულითა და წირვა-ლოცვის მოსმენით შეუძლია უზენაეს მიუახლოვდეს, ისე რომ ქრისტეს მცნებები თავის რეალურ ცხოვრებაში არც კი განახორციელოს. P.S. თქვენ როგორ მიხვედით ეკლესიამდე? რამ განაპირობა ზოგადად ქართველი ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდების ეკლესიასთან დაახლოება ამ ბოლო წლებში? უფროსი თაობა ხშირად საყვედურობს ახალგაზრდებს აგრესიულ ქცევებზე ... თქვენი აზრით, ახალგაზრდობა განიცდის უსიყვარულობას, სულიერ შიმშილს? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ლილიანა, შეიძლება, ნაწილობრივ მართალიც იყო შენ
![]() ციტატა თქვენ როგორ მიხვედით ეკლესიამდე? მშობლებმა მიმიყვანეს. ციტატა რამ განაპირობა ზოგადად ქართველი ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდების ეკლესიასთან დაახლოება ამ ბოლო წლებში? გაიხსენე კომუნისტების პერიოდი,მაშინ ძალიან ცოტას სწამდა.მაშინ არც დიდები,მშობლები არ დადიოდნენ ეკლესიებში,და ახალგაზრდებზე რაღა ვთქვათ?მათ ღმერთის სიძულვილს უნერგავდნენ,იმის მაგივრად,რომ ეკლესიებში ეტარებინათ... იცი,ასე მგონია,ცხრა აპრილის მერე უფრო "შეიცვალა" ხალხი,უფრო გაუძლიერდათ რწმენა... და თან ჩვენმა პატრიარქმა იმდენი მოახერხა,რომ... ![]() ![]() ![]() ციტატა თქვენი აზრით, ახალგაზრდობა განიცდის უსიყვარულობას, სულიერ შიმშილს? რა თქმა უნდა,ყველა არა,მით უმეტეს მორწმუნეები,მაგრამ მაინც ბევრი განიცდის.ეს კარგად აისახება კიდევაც,TV რეებსაც აჩვენებენ ხომ,საერთოდ,სამწუხაროდ,კარგი მაგალითებია ამის დასადასტურებლად. -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი