ფოლკლორული ანსამბლი '' შემოქმედი'' |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფოლკლორული ანსამბლი '' შემოქმედი'' |
ABRAMA |
Jun 23 2007, 11:34 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 12-June 07 წევრი № 2,163 |
ფოლკლორული ანსამბლი "შემოქმედი" ანსამბლი "შემოქმედი" ჩამოყალიბდა სიონის სამრევლო სკოლის (ყოფილ საპატრიარქოს) ბაზაზე 2005 წელს. მისი ხელმძღვანელი გახლავთ, ქლაქ თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტი: რევაზ შანიძე. გუნდი დაკომპლექტებულია სხვა და სხვა ტაძრის მგალობლებით და მათი რაოდენობა 14 კაცით განისაზღვრება. გუნდის შემადგენლობა: I ხმები: ირაკლი კერესელიძე. ლაშა სიხარულიძე. დავით სამსონიძე. II ხმები: კახაბერ ჩხიკვაძე. რევაზ შანიძე. გოგიტა ჭეიშვილი. გიორგი კობაიძე. დავით აბრამიშვილი. ბანები: ტარიელ ხუციშვილი. ირაკლი სულაძე. გრიგოლ ჯალაღონია. ვახტანგ თავდიშვილი. შალვა ჯაჯანიძე. დავით ხორავა. გუნდის პირველი საკონცერტო რეპერტუარი: 1. ალილო (ლეჩხუმური) - ივეტ გრიმოს საექსპედიციო ჩანაწერებიდან. 2. ნამგლური (ქართლური) - ივეტ გრიმოს საექსპედიციო ჩანაწერებიდან. 3. სესია (მეგრული) - ბერაია იმედის, ხუბულავა პოლიკარპესა და პაჟავა გერმანეს ნამღერიდან გარჩეული. 4. პატარა საყვარელო (იმერული) - ბენია მიქაძის ვარიანტი 5. ფერხული (სვანური) - ვარიანტი უცნობია 6. ალილო (კახური) - ივეტ გრიმოს საექსპედიციო ჩანაწერებიდან. 7. მერცხალო მშვენიერო (შემოქმედი) - დიმიტრი პატარავას, ვარლამ სიმონიშვილისა და არტემ ერქომაიშვილის ვარიანტი 8. ვეფხის და მოყმის ამბავი (დუშეთი) - ილია ზაქაიძის ვარიანტი 9. დადიანის მაყრული (მეგრული) - (ეს სიმღერა მალხაზ ერქვანიძემ მასწავლა) 10. ლარჭემი და ოფიტარა (ლეჩხუმური) - ვარიანტი უცნობია 11. საქორწილო (აფხაზური) - ვარიანტი უცნობია 12. ბახმარო (გურული) - ვარიანტი უცნობია 13. ზამთარი (კახური) - ვანო მჭედლიშვილის ვარიანტი 14. რაშავ რერა (აჭარული) - ანსამბლ "მაჭახელას" ვარიანტი 15. ალილო (გურული) - ვაჟა გოგოლაძის (ანსამბლ "გურიის") ვარიანტი 16. ირინოლა (სვანური) - ფირცხელანების ოჯახური ვარიანტი. 17. ადილა (გურული) - ერქომაიშვილების ვარიანტი. (ტრიო: დათიკო, გიგო და არტემი) მინდა წარმოგიდგინოთ, "შემოქმედის" "აღდგენილი" ერთი გურული საჩონგურო სიმღერა ბახმაროზე. სიმღერის ძველი ჩანაწერი. http://www.link.ge/file/140625/Guruli---Bakhmaro.mp3.html ჩვენეული ინტერპრეტაცია. I - II ხმას ასრულებს ირაკლი კერესელიძე და კახაბერ ჩხიკვაძე. http://www.link.ge/file/140623/simgera-bax...uruli-.wma.html -------------------- Fადაააააალ
|
Cecxladze I |
Jun 24 2007, 12:39 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 238 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,822 |
პაატა ვარ ცეცხლაძე!
ალბათ რეზიკო შანიძე? |
siomani |
Jun 25 2007, 11:02 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 405 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,395 |
პაატა ვარ ცეცხლაძე! ალბათ რეზიკო შანიძე? უი მთლად "ზნაკომი" არ ყოფილხარ, როგორ გიკითხო? კი რეზიკო ვარ შანიძე. ცოტა უცნაურად შეიძლება ჟღერდეს "სახიობა" - ს და "შემოქმედი" ის ხელმძღვანელი, მაგრამ მე ძირითადად შემოქმედში გავაგრძელებ ჩემს "სალოტბარო" საქმიანობას. სახიობას ძირითადად მახო მართავს. გავა დრო, შევხვდებით და ქე მოგასმენინებ ამ ბიჭებს!!! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ჯიგრებო! რეპერტუარი კაი გქონიათ. ჩანაწერით ძალიან ვისიამოვნე, სხვა ჩანაწერებსაც თუ მოგვაწვდი, უკეთ გაგიცნობთ. დიდი მადლობა მეგობარო. აი კიდევ ერთი ჩანაწერიც: მეგრული სიმღერა "სესია". მეორეჯერ ვიყავით სტუდიაში მაგ სიმღერას რომ ვწერდით და მაინც და მაინც არ დაგვცინოთ... http://www.fast.ge/?d=803A647A1 დიდ წარმატებებს გისურვებთ მართლა კაი რეპერტუარი გაქვთ და მემგონი იმის შესაძლებლობაც რომ კარგად შეასრულოთ ეს რეპერტუარი პირადად მე რაც მომისმენია თქცენი ნამგერი მომეწონა და ალბათ ამ საქმეში კომპეტენტური ხალხიც კმაყოფილები დარჩებიან დიდი მადლობა, ბატონო ნიკოლოზ! Didgoreli tsintsa G A B O misdevs mela loms potiabesbaia ჯიგრებოოოოო!!!!.... თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა! ეს სიმღერა თუ შეგიძლია მომაწოდე ეგ ჩანაწერი ჯერ ჯერობით სტუდიაშია, როგორც კი გამოვიტან დავაგდებ! ჯერ ჯერობით 4 ჩანაწერი გვიპყრია ხელთ. სესია პატარა საყვარელო დადიანის მოძახილი ბახმარო P.s 4 ივეს ეტყობა რომ ცოტა ხარვეზები აქვს, ვინაიდან I სტუდიური ჩანაწერია გუნდისთვის -------------------- "ვიმღეროთ ძმებო ვიმღეროთ, სანამ ერთმანეთს ვხედავთო..."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი