IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მეუფე სტეფანე - ლიბერალიზმის შესახებ
მნათე
პოსტი Jun 16 2007, 10:24 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ვფიქრობ ყოვლადუსამღვდელოესის კონკრეტულ ხედვას, კიდევ ერთხელ უნდა გავეცნოთ, მასში ძალიან კარგად არის ფორმულირებული ე.წ 'ელიტის' ცდომილება, რომელიც საზოგადოებრივ აზრს ქმნის, უფრო სწორედ სურს შექმნას smile.gif სამწუხაროდ ტექსტი დღესაც - აქტუალობას არ კარგავს, ყურადღებით გაეცანით



IPB-ს სურათი



ლიბერალიზმი – სიცრუე და ცოდვის მონობა თავისუფლების ნიღბით


დიდი საფრთხის წინაშე დგას საქართველო. ქართველ ხალხს თვალსა და ხელს შუა აცლიან ჭეშმარიტ სარწმუნოებას. სახელმწიფო რელიგიად, ყოველგვარი გამოცხადების გარეშე, მკვიდრდება ლიბერალიზმი. დიახ, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, მარქსიზმის ადგილს ახალი სახელმწიფო იდეოლოგია – ლიბერალიზმი იმკვიდრებს. ამ იდეოლოგიას აქვს პრეტენზია, რომ იყოს არბიტრი ყველა საკითხში, მათ შორის სახელმწიფოებრივ საკითხებშიც. ჩვენ გვატყუებენ, თითქოს იბრძვიან ჩვენი უფლებებისათვის, თავისუფლებისათვის, სინამდვილეში კი, ცოდვის მონობასა და სიცრუეს – “მარადიულ ღირებულებებად” ამკვიდრებენ.
ამ ახალი სახელმწიფოს რელიგიის უმაღლესი ქურუმები საზღვარგარეთიდან მართავენ პროცესებს, შიგნით კი ბოკერიები, გვახარიები, ნაირა გელაშვილები, ბუღაძეები, ზურაბაშვილები... და მათ აყოლილი პოლიტიკოსები გვმოძღვრავენ. ჰყავთ დამკვრელური “კომკავშირული” აგიტბრიგადებიც, სულ “კმარა” რომ აკერიათ პირზე და მუშტებს გვიქნევენ. სკოლებშიც შეიჭრნენ და მოსწავლეებს მასწავლებლებისა და მშობლების წინააღმდეგ აქეზებენ.
ერთ ტიპიურ მაგალითს მოვიყვან:
ოჯახში კონფლიქტი მოხდა. მშობლები წაკამათდნენ. ამ იდეოლოგიით “აღზრდილმა” ბავშვმა სრულიად გულგრილად დაურეკა პოლიციას და მოსთხოვა თავისი უფლებების დაცვა.
კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვისაც ოდნავ შერჩენია აზროვნება, თავად მიხვდება, რა საშინელების წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება.
ლიბერალიზმის აპოლოგეტები ამ იდეოლოგიას “ქრისტიანული კულტურის პირმშოდ აცხადებენ, თან ამატებენ, რომ “კონფესიურ განსხვავებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს”. თურმე “მართლმადიდებლური საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ისეთივე ნაწილია ქრისტიანული კულტურისა, როგორც კათოლიკური იტალია და პროტესტანტული შვედეთი”. და ბოლოს დასკვნა: “აბსოლუტურად უმართებულოა იმის მტკიცება, თითქოს ევროპული ღირებულებები და, კერძოდ, ადამიანის უფლებების ლიბერალური გაგება ქართული მენტალიტეტისათვის უცხოა... “
თურმე “ლიბერალური მოძღვრება ქრისტიანულ კულტურაზე და ქრისტიანულ ეთიკაზეა დაფუძნებული”. ამიტომ “საქართველო და ქართული კულტურა - ქრისტიანული კულტურის ისეთივე ნაწილია, როგორც სხვა ევროპული ქვეყნები.
...“პივით” “პახმელიაზე” გამოსული რუსები რომ იტყვიან ხოლმე – “ჟელეზნაია ლოგიკა!”...
თურმე ნუ იტყვით, და ლიბერალიზმი ქრისტიანული სარწმუნოების პირმშოა (ამას გვიმალავდით?!)
ვერ ვენდეთ სიტყვაზე “თავისუფლების ინსტიტუტს”, შევეცადეთ უფრო ღრმად ჩავწდომოდით საკითხისს არსს და სრულიად საწინააღმდეგო სურათი მივიღეთ! აღმოჩნდა, რომ ლიბერალიზმი ქრისტიანული მოძღვრების ფუძემდებლური პრინციპების უარყოფითა და ჯ. ლოკის, შ. მონტესკიესა და ძმათა მათთა მწვალებლური იდეებითაა ნასაზრდოები!
... ქრისტეს რომელ მცნებად ჩავთვალოთ ზემოთ მოყვანილი განმარტებები ბატონო დ. ზურაბიშვილო?
ისე, რას ვერჩით გვახარიას, მას მოსწონს და სიამოვნებას ჰგვრის, როცა კაცები ერთმანეთს “ესიყვარულებიან”, ან, რა ქნას ნარკომანმა, მას ხომ სიამოვნებს ნარკოტიკებთან “ურთიერთობა”. “კეთილია” მანიაკი - მკვლელი - მას სიამოვნებს ადამიანის მოკვლა.
აი, ასეთ “ქრისტიანულ მემკვიდრეობას წარმოადგენს ლიბერალური ფილოსოფია. რადგან მას დასავლეთში თაყვანს-სცემენ, ჩვენც აუცილებლად უნდა ავიტაცოთ “ცივილიზაციის მონაპოვარი”.
ჰკითხეთ დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს, რატომ უჩივიან სულის სიცარიელეს? რატომ არ აძლევთ შვებას ეს ე.წ. კულტურა? რატომ აოცებთ საქართველოში ჩამოსულ “ცივილიზებულ” ადამიანებს ის უბრალო ადამიანური სითბო და სიწრფელე, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა ქართველებს?
რატომ გვაოცებს ჩვენ, ქართველებს, ლიბერალიზმის მიმდევართა და მათ წიაღში აღზრდილ ადამიანთა სიცივე და გულგრილობა უბრალო ადამიანურ ურთიერთობებში?
ლიბერალიზმის ქართველი მოტრფიალენი, არ უშვებენ შემთხვევას, რომ არ დაარწმუნონ გაუთვითცნობიერებელი ადამიანი, თითქოს თვით იესო ქრისტე და მისი მოციქულები იყვნენ ყველაზე დიდი ლიბერალები.
ქრისტეს სიტყვები: “როგორც გინდა, რომ შენ გეპყრობოდნენ, ისე მოეპყარი სხვას” - ადამიანის უფლებების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ” -გვმოძღვრავს დ. ზურაბიშვილი.
ლიბერალიზმის აგიტბრიგადების აქტივისტების სიტყვებით რომ ვთქვათ: “შენ თუ გინდა კაიფი, სხვაც აკაიფე რა!”
სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს ეს სიტყვები ასე ესმით:შენ თუ გინდა, რომ სხვა მოგეფეროს, მეც მომეფერე რა!”
მე არაფერს ვამატებ, როცა ვაშიშვლებ ლიბერალური იდეოლოგიის “ღირებულებებს”. ქრისტეს სიტყვები, მათი გაგებით, ზემოთ მოყვანილ მაგალითებსაც მოიცავს.
ზ. კიკნაძე იოანე ოქროპირსა და პავლე მოციქულს მოიხმობს, რათა როგორმე დაგვარწმუნოს, რომ თურმე ადამიანს თავისუფალი ნება Hქონია.
იგი წერს, რომ იოანე ოქროპირი “როგორც იურისტი და როგორც ანთროპოლოგი”, და კიდევ, როგორც ღვთისმეტყველი, გვიცხადებს ადამიანის თავისუფლების საიდუმლოს”.
...ლიბერალიზმის გაგებით, ჭეშმარიტების ქადაგება სახელმწიფო სასწავლებელში დანაშაულია, ანტიკონსტიტუციური ქმედებაა!
ხედავთ რა “თავისუფლებას” გვთავაზობს ე.წ. “თავისუფლების ინსტიტუტი?” ჭეშმარიტებისაგან გათავისუფლებას! აი, როგორ გულმოდგინედ იცავენ ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს უფლებებს?!
სამაგიეროდ აუცილებელია ბავშვების “სექსუალური აღზრდა”, ცრუ იდეოლოგიების ქადაგება, ცრუაღმსარებლობათა და ცრურწმენათა დაცვა, საჭიროა ოკულტიზმისა და მაგიის დანერგვა, ასტროლოგია, ხირომანტია, “მფრინავი თეფშები” – ეს ყველაფერი “მეცნიერების დარგებია”.
მოგვიწევს გავახსენოთ “ქრისტიანული კულტურის პირმშოებს” იესო ქრისტეს კიდევ ერთი სიტყვა:
უკეთესია წისქვილის ქვა ჩამოიბა კისრზე და ჩახტე წყალში, ვიდრე დააბრკოლო ერთი, სულ მცირე ადამიანიც კი.
ეს სიტყვები არ უნდა დააიწყდეთ ლიბერალური რელიგიის ქურუმებს და მათ მიმდევრებს.
“სიყვარულის” თავისუფლებაზე და “სექსუალური უმცირესობების” უფლებებზე არაფერს ვიტყვი. ნორმალური ადამიანისათვის ისედაც გასაგებია რა თავისუფლებაზე და რის უფლებაზე საუბარი.
ვიტყვი “სინდისის თავისუფლებაზე”. რას ნიშნავს “სინდისის თავისუფლება”? უსინდისობის თავისუფლებას ხომ არა? როგორ შეიძლება სინდისის გათავისუფლება? ის ხომ ჩვენ ნებას არ ემორჩილება! სინდისი ხომ ღვთის მამხილებელი ხმაა ადამიანში! ე.ი. როცა ეს მხილება არ მოგწონს სიცრუით მიანიჭებ სინდისს თავისუფლებას”, დაამშვიდებ, დააწყნარებ მას, თითქოს არაფერი არ ხდება, მიამწყვდევ სულის ბნელ კუნჭულში და მორჩა, “თავისუფალი” ხარ! ვაშა შენ გაიმარჯვე, უკვე უსინდისო ხარ! შენ მოიპოვე “სინდისის თავისუფლება!”
“სინდისის თავისუფლება”, ლიბერალური იდეოლოგიის გაგებით, ნიშნავს გწამდეს ღმერთად ყველაფერი, რაც გინდა ან, საერთოდ, არ გწამდეს არაფრისა. მოკლედ:”კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე!”
ჭეშმარიტების შემეცნება, რომელიც თავისუფლების მიღწევის აუცილებელი პირობაა – უგულებელყოფილია. ლიბერალიზმისთვის ჭეშმარიტება არდობითი ცნებაა. ყველას თავისი ჭეშმარიტება აქვს, ყველას თავისი “ღმერთი” ჰყავს. ხედავთ, რა კარგად დაიმალა ეშმაკი?! მასაც “ღმერთის” სტატუსი აქვს, თანაც ყველა ვარიანტში.
ერთის გარდა! “შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ”. ჭეშმარიტება ათასი არ არის. ის ერთია! ღმერთი მრავალი არ არის. იგი ერთია – ერთადერთი! ეს ღმერთი ლიბერალურ სარწმუნოებას არ სწამს, მას სხვა "ღმერთები” ჰყავს. მას არ სჭირდება ჭეშმარიტება! მასში “ლიბერალური ფასეულობები” იკავებენ ჭეშმარიტების ადგილს.
აღრეულია ცნებები! სიძვას და მრუშობას სიყვარულს უწოდებენ. აღვირახსნილობას – თავისუფლებას! სიცრუეს – სიმართლეს! ღვტის გმობას – აღმსარებლობას!
შეიშალა ქვეყანა!
საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი გადაურჩეს ამ ნებაყოფლობით სიგიჟეს. ღვთივკურთხეული ქართველი ერი დედა ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშაა. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ცოცხალია ჭეშმარიტი რწმენა.
ადრე ამ რწმენის წასართმევად ხმლითა და ზარბაზნებით მოდიოდნენ, ახლა აგიტაცია-პროპაგანდით. დღევანდელი იარაღი გაცილებით უფრო ძლიერია, რადიოთი და, განსაკუთრებით, ტელევიზიით ყოველ სახლში აღწევს ეს გამრყვნელი ზემოქმედება. სიბილწის პროპაგანდა სახელმწიფო იდეოლოგიის ფორმებს იძენს!
ყველას, ისაც ჯერ კიდევ შერჩენი სინდისი, გთხოვთ წინააღმდეგობა გაუწიოთ ამ ღვთისმგმობ, აღვირახსნილდა წამლეკავ იდეოლოგიას.
ყველგან, სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში, პარტიებში, ორგანიზაციებში, მასობრივი ინფორმაციის სასუალებებში, სამართალდამცავ ორგანოებში, სასამართლოებში, სასწავლო დაწესებულებებში, ყველგან, სადაც ხართ პატიოსანი ადამიანები, ჩვენი ერის ერთგული მამულიშვილები, ჭეშმარიტი ღმერთის ერთგული აღმსარებლები, წინ აღუდეგით ერის თვითმკვლელობას! თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენი მომავლის წინაშე, ღიად გამოხატეთ თქვენი სარწმუნოება, გაერტიანდით ღვთის გულისათვის!
სამშობლო საფრთხეშია!
ქართველ ხალხს შეუწყნარებლობას აბრალებენ. ეს სიცრუეა! ქართველმა ყოველთვის იცოდა და ახლაც იცის უცხო ეროვნებისა და სხვა სარწმუნოების ადამიანთა შეწყნარება. საქართველოში ოდითგანვე იყო და ახლაც შენარჩუნებულია სხვადასხვა აზროვნების ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრება.
ეს არ არის ლიბერალიზმის მონაპოვარი!
ეს ჩვენი მართლმადიდებლური რწმენის მონაპოვარია!
მაგრამ ქართველმა ყოველთვის იცოდა თავისი ღირსების, თავისი სარწმუნოების, თავისი მამულის, თავისი ენის დაცვა! არც დღეს დაუკარგავს ქართველებს ეს თვისებები. სამწუხაროდ, ცვენ გვატყუებენ, სულში გვაფურთხებენ და თან ტაშს გვაკვრევინებენ.
დროა გამოვფხიზლდეთ!
აღვირახსნილობა თავისუფლება არ არის!
ჭეშმარიტება სიცრუე არ არის!
ეშმაკი ღმერთი არაა!
არც მრუშობაა სიყვარული!
დროა დავიცვათ ჩვენი მომავალი!
დროა დავიცვათ ჩვენი სარწმუნოება!
ხვალ შეიძლება უკვე გვიან იყოს!..






...თავისუფლება ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე – თვითნებობაა. თუ ცოდვის მონობიდან არ გათავისუფლდი, რამდენიც გინდა იძახე თავისუფალი ვარო, “თსვისუფლების ინსტიტუტები” შეჰქმენი, შენს თავს “თავისუფალი მედია” დაარქვი, იბრძოლე “სიყვარულის თავისუფლებისათვის”, “აზრის თავისუფლებისათვის”, დაიდგი კერპად “თავისუფლების” ქანდაკება – მაინც მონა ხარ, ეშმაკის მონა. ცრუღმერთებით გაბრუებული, ცნობიერება გაუკუღმართებული, თავ-გზა აბნეული ადამიანი საცოდავია.
ამიტომ ჭეშმარიტი ღმერთის ეკლესიის ვალია ეცადოს სიყვარულით დააბრუნოს ღმერთთან გზააბნეული შვილები. სწორედ ესაა ღვთის ეკლესიის მთავარი დანიშნულება.





თანამედროვე მსოფლიოს დამოკიდებულება მართლმადიდებელ ქრისტიანობისადმი და მისი როლის დაკნინების მცდელობები


თანამედროვე მსოფლიო ახალი ფასეულობებით ცდილობს ცხოვრებას. მას აღიზიანებს მართლმადიდებელი ეკლესიის “კონსერვატიზმი”. თანამედროვე მსოფლიომ ქრისტიანობის უტილიზაცია მოახერხა. მას აღარ სჭირდება ქრისტე როგორც “გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე”. მას არ უნდა ათი მცნების გაგონება, არ სურს ცოდვა-მადლზე ლაპარაკი. თანამედროვე მსოფლიოს ფილოსოფიებს “თავისუფლება” უნდათ, ღვთისაგან თავისუფლება, მაგრამ ღმერთის სახელით. რომელ “ღმერთებს” არ სურთ ჭეშმარიტი ღმერთის მეუფება? ვის ინტერესებში შედის კაცობრიობის მორალური ნორმების შეცვლა? ჭეშმარიტების ფარდობითობის ცრუსწავლების შემოტანით მორალის ფარდობითობის შესაძლებლობა მიეცათ. დღეს ამორალურად შეიძლება ბერ-მონაზვნობა გამოაცხადონ, საროსკიპოები კი ნორმალურ ადამიანურ მოვლენად.
მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტებისადმი ერთგულება არ აწყობს ამა ქვეყნის ცბიერ სულს, ამიტომ მას უპირისპირებს ცრუქრისტიანულ აღმსარებლობებს, სხვადასხვა სექტებს, რელიგიებს, ფილოსოფიებს, ცრუ-ეკლესიებს, განდგომილობებს. აღმსარებლობის თავისუფლების ეგიდით იგი ცდილობს, გაათანაბროს ჭეშმარიტი სარწმუნოება ცრუაღმსარებლობებთან. ამ მიზნით იქმნება ცრუეკლესიათა სხვადასხვა სახის გაერთიანებები, რომლებიც ცდილობენ ურთიერთგამომრიცხავ სწავლებათა მექანიკურ გაერთიანებას. ქმნიან ამა სოფლის ახალ რელიგიას – სარწმუნოების ჭეშმარიტების გარეშე. მთავარ მიზნად ცხადდება ერთობა, ერთიანობა, ურთიერთშემწყნარებლობა ნებისმიერი ხერხითა და მეთოდით.
...თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, სულ უფრო მეტად ამჟღავნებენ თავის ნამდვილ მიზანს, ეს მიზანი რელიგიური ხასიათისაა – ანტიქრისტეს გაბატონებისათვის მზადდება საჭირო სამართლებრივი და იდეოლოგიური ფონი. სიცრუის გაბატონება, ცნებათა გაყალბება, ფასეულობათა გადაფასება გადამწყვეტ ფაზაში შედის.
ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა – “ოჯახის დაგეგმარებით”, უმწეო ბავშვთა მკვლელობის დაკანონებით, უწესო სქესობრივი კავშირების თავისუფალ სიყვარულად გამოცხადებით მიმდინარეობს. ფემინისტური მოძრაობა ამარცხებს დედობას.
სექსუალურ უმცირესობათა უფლებებისათვის ბრძოლა – აღვირახსნილ ავხორცობასა და მანიაკურ ვნებებს – ნორმალურ ზნეობრივად გამართლებულ მოვლენად ამკვიდრებს.
რელიგიურ უმცირესობათა უფლებებისათვის ბრძოლა გულისხმობს ცრურწმენათა, ღვთის მგმობ აღმსარებლობათა და ცრუეკლესიათა გათანაბრებას ღვთის ჭეშმარიტ ეკლესიასთან.
მართლმადიდებელი ეკლესია – როგორც ქრისტეს მიერ დაფუძნებული ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია, ვერასოდეს ჩათვლის ვერც კათოლიკეებს, ვერც პროტესტანტებს, ვერც სხვადასხვა სექტებსა და ფილოსოფიებს, ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებელ ორგანიზაციებად. ამის გამო მართლმადიდებლობას დღეს უკვე ექმნება ამა ქვეყნის სულით შეპყრობილ ადამიანთა მიერ ჩამოყალიბებულ “უფლებადაცვით” ორგანიზაციებთან და სხვა ე.წ. “დემოკრატიულ” ინსტიტუტებთან “გარკვეული” პრობლემები. მართლმადიდებელთა დისკრედიტაციისათვის იგივე ინსტიტუტები ფარულად ქმნიან და ყოველმხრივ ასაზრდოებენ ფსევდომართლმადიდებლურ ცრუეკლესიებს – სხვადასხვა სახის განდგომილ პიროვნებათა მიერ ჩამოყალიბებულ სქიზმატურ დაჯგუფებებს. ამის კლასიკური მაგალითია საქართველოში ბასილ მკალავიშვილის სქიზმატური დაჯგუფება, რომელიც “მართლმადიდებელთა” სახელით დასდევს სექტანტებს. მართლმადიდებელი ეკლესიის დაშლისა და დანაწევრების მიზნით, მთელს მსოფლიოში იქმნება და ფინანსურად ძლიერდება სქიზმატური დაჯგუფებები. საქართველოში დღეისათვის მოქმედებს და გარკვეული წრეების ფარული თუ ღია მხარდაჭერით სარგებლობს ე.წ. რუსეთის კატაკომბური ეკლესია, რომელსაც მიტაცებული ჰქონდა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასულიერო ცენტრი – ზარზმის მონასტერი. აქვე უნდა აღინიშნოს, ბოსტონელ “ავქსენტიანელთა” სქიზმატური დაჯგუფება და სხვ.

ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე (კალაჯეიშვილი)

ბროშურიდან “მართლმადიდებელი ქრისტიანობა თანამედროვე მსოფლიოში”

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია
2005 წელი


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მნათე
პოსტი Jun 25 2007, 10:27 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



გთავაზობთ სტატიის იმ ნაწილს რომელიც religion.ge-ს ადმინისტრაციამ 'მეორეხარისხოვნად' მიიჩნია, შემდეგ მეორესაც შემოგთავაზებთ:



...დავხუჭოთ თვალები და არ დავინახოთ, რომ ლიბერალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი - ჯონ ლოკი (1632-1704) მატერიალისტური სენსუალიზმის მიმდევარი იყო?

არ გვეყო განათლება და განმარტევისთვის "ფილოსოფიურ ლექსიკონს" მივმართეთ:

სენსუალიზმი (ლათ. სენსუს - გრძნობა, შეგრძნება) მოძღვრება გნოსეოლოგიაში, რომელსაც შეგრძნება შემეცნების ერთადერთ წყაროდ მიაჩნია. თუ შეგრძნებას განვიხილავთ, როგორც ობიექტური რეალობის ასახვას, მაშინ თანმიმდევრულ სენსუალიზმს მატერიალიზმამდე მივყავართ."

როგორ უყურებს ჯ. ლოკი სიკეთესა და ბოროტებას?

"სიკეთე და ბოროტება მხოლოდ სიამოვნებასა და ტანჯვასთან შეფარდებით განიხილება. სიკეთეს ვუწოდებთ იმას, რასაც შეუძლია გამოიწვიოს და გააძლიეროს ჩვენი სიამოვნება... ბოროტება იმას, რასაც შეუძლია მოგვაყენოს და გააძლიეროს რაიმე ტანჯვა"

ქრისტეს რომელ მცნებად ჩავთვალოთ ზემოთ მოყვანილი განმატებები ბატონო დ. ზურაბიშვილო?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 26 2007, 12:27 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Jun 25 2007, 10:27 PM) *

გთავაზობთ სტატიის იმ ნაწილს რომელიც religion.ge-ს ადმინისტრაციამ 'მეორეხარისხოვნად' მიიჩნია, შემდეგ მეორესაც შემოგთავაზებთ:


კარგად "დაიჭირა" მნიშვნელოვანი მომენტები მეუფემ. კარგი იყო.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   მეუფე სტეფანე - ლიბერალიზმის შესახებ   Jun 16 2007, 10:24 PM
ნათია   ყველაფერი შესანიშ...   Jun 16 2007, 11:34 PM
ბექა.შუხოშვილი†   გაიხარე ლევანიკო   Jun 17 2007, 01:32 AM
ბექა.შუხოშვილი†   ყველაფერი მეუფეს ზ...   Jun 17 2007, 01:54 AM
Zyklon   სტატიის სათაური არ...   Jun 17 2007, 10:24 PM
მნათე   სიტყვა უდავოდ, მაგ...   Jun 17 2007, 10:36 PM
kato_Bato   "არის მკითხველი მ...   Jun 17 2007, 10:37 PM
zaza-78   ლიბერალიზმის პირმ...   Jun 18 2007, 03:18 AM
ლეონტი   მეუფეს ვეთანხმები,...   Jun 18 2007, 10:45 AM
ზებედე   მეუფეს ვეთანხმები...   Jun 18 2007, 01:41 PM
ulvashi   ამ საკითხს სხვა მხ...   Jun 18 2007, 11:11 AM
მარიამი   ქრისტიანული იდეოლ...   Jun 18 2007, 01:06 PM
zaza-78   გვინდა ევროკავშირ...   Jun 18 2007, 01:13 PM
კანონისტი   მარიამი ეჰ მარი.... ...   Jun 18 2007, 01:44 PM
ulvashi   ადამიანისთვის რათ...   Jun 18 2007, 02:24 PM
მნათე   ჩემი აზრით, ქრისტე...   Jun 21 2007, 10:36 AM
ulvashi   ლიბერალიზმი არის პ...   Jun 21 2007, 10:46 AM
მნათე   ვინ გითხრა, რომ ქრ...   Jun 21 2007, 11:05 AM
_Matasi_   :მპუა: მე ადრე თემ...   Jun 21 2007, 11:20 AM
ulvashi   სახელმწიფო მოხელი...   Jun 21 2007, 11:25 AM
პატრიოტი   [size=3]ვფიქრობ ყოვლად...   Jun 22 2007, 02:22 PM
მნათე   მეუფე სტეფანე ამ თ...   Jun 22 2007, 02:28 PM
პატრიოტი   მეუფე სტეფანე ამ თ...   Jun 22 2007, 02:37 PM
კანონისტი   პატრიოტი ხოლო სანა...   Jun 22 2007, 02:33 PM
პატრიოტი   [b]პატრიოტი ხოლო სა...   Jun 22 2007, 02:41 PM
ლეონტი   რატომ სთხოვ პატრიო...   Jun 22 2007, 02:38 PM
კანონისტი   პატრიოტი თანამშრო...   Jun 22 2007, 02:44 PM
პატრიოტი   კანონისტი მამა იო...   Jun 22 2007, 02:50 PM
კანონისტი   პატრიოტი ასე თუ ის...   Jun 22 2007, 02:53 PM
მამფალი   ლიბერალიზმი ჩემთვ...   Jun 23 2007, 02:47 PM
mariammi   bavshvta sakrebulos deputati var da meupestan gvqo...   Jun 24 2007, 01:43 AM
ulvashi   საზღვრებს არც მართ...   Jun 25 2007, 10:04 AM
პატრიოტი   მეუფის მიერ გაკეთე...   Jun 25 2007, 08:14 PM
ბექა.შუხოშვილი†   პატრიოტი ლევან :) ნუ...   Jun 25 2007, 10:15 PM
kiki   პ ა ტ რ ი ო ტ ი გირჩევ...   Jun 25 2007, 09:49 PM
პატრიოტი   ბექა.შუხოშვილი† არ...   Jun 25 2007, 10:17 PM
ბექა.შუხოშვილი†   ბექა.შუხოშვილი† ა...   Jun 25 2007, 10:19 PM
kato_Bato   უბრალოდ ასეთი რამე...   Jun 25 2007, 10:26 PM
ბექა.შუხოშვილი†   უბრალოდ ასეთი რამ...   Jun 25 2007, 10:28 PM
მნათე   გთავაზობთ სტატიის ...   Jun 25 2007, 10:27 PM
Sotiris   გთავაზობთ სტატიის...   Jun 26 2007, 12:27 AM
მნათე   [color=#FF0000]ზ. კიკნაძე იო...   Jun 25 2007, 10:52 PM
პატრიოტი   ლევან ცოტა მოკლედ ...   Jun 25 2007, 11:28 PM
მნათე   დემოკრატია უმრავ...   Jun 25 2007, 11:36 PM
პატრიოტი   დემოკრატია უმრავლ...   Jun 25 2007, 11:45 PM
ბექა.შუხოშვილი†   რა თქმა უნდა უმრავ...   Jun 26 2007, 12:08 AM
მნათე   ლევან, მაგას ჭეშმა...   Jun 26 2007, 12:13 AM
ulvashi   სწორედ ესა ყველაზ...   Jun 26 2007, 03:22 PM
მნათე   კონკრეტულად რაში ხ...   Jun 27 2007, 10:29 AM
მამფალი   მნათე მართლმადიდ...   Jun 27 2007, 10:38 AM
ბექა.შუხოშვილი†   საინტერესოა   Jun 27 2007, 10:59 AM
gur-li   საინტერესოა ისეთ ს...   Jul 18 2008, 01:39 PM
inaina   პატრიოტი რასაც ვხ...   Jun 19 2009, 08:55 PM
KAIROS   გული მწყდება მნათე...   Jun 19 2009, 09:52 PM
ბიძია თომა   გული მწყდება მნათ...   Jun 19 2009, 09:56 PM
ბართლომე   inaina მე ვერ ვიტყვი რ...   Jun 22 2009, 11:31 AM
staywhite   ბართლომე 2 წლის წინ...   Jun 22 2009, 01:16 PM
ბართლომე   staywhite აშკარად სხვა ა...   Jun 22 2009, 01:29 PM
staywhite   ბართლომე -> staywhite :) ...   Jun 22 2009, 01:41 PM
elusia   ლიბერალიზმი [ლათ.liber...   May 27 2010, 08:26 AM
elusia   რამდენადაც ვიცი ლი...   May 27 2010, 09:34 AM
მმკ   რა მოგვიტანა ევრო...   May 27 2010, 10:45 AM
Iona   2005 - ში დაწერილი ამ...   May 27 2010, 12:47 PM
fiore   თუ ეგეთი წინააღმ...   May 27 2010, 01:09 PM
Iona   ზოგი გენეტიკურად ...   May 27 2010, 01:12 PM
fiore   Iona ხო მაგრამ რამდენ...   May 27 2010, 01:21 PM
sandro40   Iona ხო მაგრამ რამდენ...   May 27 2010, 01:49 PM
მმკ   ჰომოსექსუალებად ...   May 27 2010, 01:51 PM
fiore   მმკ იბადებიან **********...   May 27 2010, 01:53 PM
მმკ   მმკ იბადებიან ***********...   May 27 2010, 02:54 PM
Iona   ადამიანების წინა...   May 27 2010, 02:32 PM
fiore   უკაცრავად ეგ ვერ გ...   May 27 2010, 02:34 PM
Iona   ? ძაან მარტივია ყვ...   May 27 2010, 02:43 PM
fiore   Iona უი sorry მართლა რა ი...   May 27 2010, 02:46 PM
Iona   კი იღEბს აბა რას შვ...   May 27 2010, 03:04 PM
death   http://projectqatlanta.com/images/uploads/IMG_6159...   May 27 2010, 11:25 PM
abo   http://projectqatlanta.com/images/uploads/IMG_6159...   May 28 2010, 12:30 AM
fiore   გაიწელა გვერდი   May 28 2010, 12:34 AM
elusia   ეს სურათი რა შუაში...   May 28 2010, 08:41 AM
ქევანა   elusia არ შეეკამათოთ მ...   Jun 2 2010, 04:46 PM
ქევანა   აჰა, გითხარით არ მი...   Jun 3 2010, 11:15 AM
ნაინა   kinoteli შეაყარე კედელს...   Jun 3 2010, 11:43 AM
lingvo   დაუკვირდით რაში გა...   Jun 3 2010, 11:52 AM
ნაინა   გაღმა შედავების პრ...   Jun 3 2010, 07:00 PM
llaasshhaa   გეყოფათ ამ თემაზე ...   Jun 4 2010, 02:13 PM
sopo...   აქ ფრონტი იყო პოსტ...   Jun 5 2010, 03:40 PM
fiore   sopo... არც ისეთი :) მორი...   Jun 5 2010, 07:14 PM
აკაკი   მეუფე სტეფანე აღყვ...   Sep 15 2010, 01:49 AM
ბადრი   აქსიოს! აქსიოს! ...   Sep 15 2010, 04:42 PM
ქევანა   აქსიოს (X3)   Sep 16 2010, 05:45 PM
fiore   მაინც ვერ ვხვდები ...   Sep 16 2010, 07:07 PM
Elzaa   მაინც ვერ ვხვდები ...   Feb 10 2017, 10:56 PM
ikanosi   ლიბერალიზმის არა ...   Sep 16 2010, 07:28 PM
marine   "ლიბერალების ზრუ...   Feb 10 2017, 07:16 PM
რობინი   მე ყველა "ჰომოსექ...   Feb 11 2017, 10:21 AM
Elzaa   მე ყველა "ჰომოსე...   Feb 11 2017, 02:10 PM
marine   "არსებობს ლიბერა...   Dec 18 2017, 10:30 AM
marine   "არაფერია ეკლესი...   Jul 16 2018, 10:50 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 09:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი