საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jun 26 2007, 12:33 AM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის გობელენის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შარდენის ქ. 19 აღწერა: მუზეუმი დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის შემოქმედებითი სახელოსნოს ბაზაზე. მუზეუმში დაცულია ფაკულტეტის სტუდენტების, კურსდამთავრებულთა და პედაგოგთა ნამუშევრები (მოყოლებული XX ს-ის 60-იანი წლებიდან). მუზეუმში ფუნქციონირებს სახელოსნო (სადაც სტუდენტები მუშაობენ) და თანამედროვე ტექსტილის გალერეა ”თინათინი”, რომელიც მნახველს სთავაზობს ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზის საფუძველზე შექმნილ კოსტიუმებს, სხვადასხვა აქსესუარებსა და დიზაინერულ ობიექტებს. ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, დ. ბაქრაძის ქ. 10 აღწერა: მუზეუმში დაცულია დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის (1871-1933 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები (ავეჯი, ჭურჭელი, სამოსი, პირადი მოხმარების საგნები), პირადი არქივი, კომპოზიტორის მიერ შექმნილი ოპერების ”აბესალომ და ეთერის”, ”დაისის” პარტიტურების ორიგინალები, პირველი დადგმების აფიშები, ზ. ფალიაშვილის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩატარებული ექსპედიციების ამსახველი დოკუმენტური და ფოტო მასალა, ხელნაწერები, ბიბლიოთეკა და სხვა. ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, ვერიკო ანჯაფარიძის ქ. 16 აღწერა: მუზეუმში დაცულია ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწეების ვერიკო ანჯაფარიძის (1900-1987 წწ.), მიხეილ ჭიაურელის (1894-1974 წწ.), კოტე მახარაძისა (1926-2004 წწ.) და სოფიკო ჭიაურელის არქივები, მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მდიდარი ფოტომასალა, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ხელნაწერები, წერილები, საოჯახო ნივთები (ანტიკვარული ავეჯი, ჭურჭელი, სამოსელი), ცნობილ ქართველ მხატვართა მიერ ოჯახისთვის საჩუქრად გადაცემული ფერწერული ნამუშევრები (მათ შორის: ნიკო ფიროსმანაშვილის ”ბიჭის პორტრეტი”, ლადო გუდიაშვილის ”პარიზელი არშიყი ქალების დაკითხვა”, ელ. ახვლედიანის ”ძველი თბილისი”, ქ. მაღალაშვილის, პ. ოცხელის, რ. მირზაშვილის, თ. ხუციშვილის, ირ. თოიძის, ზ. ნიჟარაძის ნამუშევრები), მიხეილ ჭიაურელის მიერ შესრულებული შარჟები, ნახატები, ქანდაკებები და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი