IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მეფის კურთხევის წესი, ქართულ პრაქტიკაში
Sotiris
პოსტი Jun 26 2007, 04:22 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



რაფიდზე ავტვირთვე ორი ნაწყვეტი კორნელი კეკელიძის წიგნიდან (წიგნი რუსულადაა, Литургические грузинские памятники в отечественных книгохранилищах и их научное значение, Тифлис, 1908), სადაც აღწერილია მეფედ კურთხევის წესი ორი შემორჩენილი ხელნაწერის, A 450-ის (კეკელიძის აზრით მე-16 ს.-შია გადაწერილი) და S 352-ის (კეკელიძის აზრით მე-17 ს.-შია გადაწერილი) საფუძველზე. ფაილები აქ და აქ შეგიძლიათ ნახოთ. S 352-ში მეფის კურთხევის წესის ორი რედაქციაა შემორჩენილი, მეორე იგივეა რაც A 450-ში. არსებითად ორივე რედაქცია მსგავსია: ლიტურგიაზე, სახარების შემდეგ, მეფე შეჰყავთ საკურთხეველში, იგი მოიყრის მუხლს, კათოლიკოსი თავზე ომოფორს ადებს და კითხულობს ლოცვას "საღმრთო მადლი...", შემდეგ კათოლიკოსი მეფეს ცხებს მირონს (S 352-ის პირველი რედაქციით მირონცხება არ ხდება). მეფეს აზიარებენ ეპისკოპოსების შემდეგ, მაგრამ მღვდლებზე წინ.

დანარჩენი მოგვიანებით.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
piligrimi
პოსტი Jun 26 2007, 08:50 AM
პოსტი #2


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



საინტერესო თემაა, მასალებს მერე გავეცნობი.
ხო რაღაც ცოტა რთულად არის მგონი,

მეფეს რაც შეხება რამდენადაც ვიცი მას საკურთხეველში აზიარებდნენ საერთოდ, და განსაკუთრებული პრივილეგიებითაც სარგებლობდა, ისიც ხომ მირონცხებული მეფე გახლდათ.


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st September 2024 - 07:02 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience