არამეული გამოთქმები, რატომ არის სახარებაში? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არამეული გამოთქმები, რატომ არის სახარებაში? |
კანონისტი |
Jun 25 2007, 11:58 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
სახარებაში, რამდენადაც მახსოვს 3-გან არის მოცემული უფლის სიტყვები ორიგინალშიც (თარგმანთან ერთად)
- ელოჰი, ელოჰი, ლიმა საბაქთანი? (ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე?) - ტალითა, კუმი! (გოგონავ, აღდეგ) - ეფფათა! (განეხვენით) პირველი ასე თუ ისე გასაგებია, უფალმა "ელოჰი" ახსენა, რის გამოც იქვე მყოფთ ეგონათ - ელიას უხმობდა. აქ რომ არამეული ტექსტიც არ ყოფილიყო, გაუგებარი იქნებოდა - მაცხოვარი ამბობს, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე? - რაზეც იქვე მყოფნი იტყვიან - აბა ვნახოთ, ელია თუ მოვაო.... მაგრამ რა მიზნით არის დანარჩენი ორი ადგილი არამეულად? რა დატვირთვა აქვს? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Jun 26 2007, 12:43 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აი სრული ტექსტები:
მარკოზი 5 . 39-41 39. და შევიდა და ჰრქუა მათ: რაისა აღშფოთებულ ხართ და სტირთ? ყრმაი ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს. 40. და იგინი ჰბასრობდეს მას ხოლო თავადმან გამოასხა ყოველი იგი შფოთი და მიიყვანა მამაი მის ყრმასაი და დედაი და მოწაფენი მისნი და შევიდა, სადა-იგი იდვა მკუდარი და იგი ყრმაი. 41. და უპყრა ხელი ყრმისაი მის და ჰრქუა მას: ტალითა კუმი! რომელ არს თარგმანებით: შენ გეტყვი, ყრმაო, აღდეგ. და მეორე მარკოზი 7; 31-34 31. და მერმე კუალად გამოვიდა საზღვართაგან ტვიროსისათა და სიდონისათა და მოვიდა ზღუასა მას გალილეაისასა, შორის საზღვართა ათქალაქისათა. 32. და მოართუეს მას ყრუი და ძნიად მეტყუელი და ევედრებოდეს მას, რაითა ხელი დასდვას მას ზედა. 33. და განიყვანა ერისა მისგან თვისაგან და დაასხნა თითნი მისნი ყურთა მისთა და ჰნერწყუა და შეახო ენასა მისსა; 34. და აღიხილნა ზეცად და სულთ-ითქუნა და ჰრქუა მას: ეფფათა! რომელ არს: განეხუენით. 35. და მეყსეულად განეხუნეს მას სასმენელნი, და განჰხსნდა კრულებაი ენისა მისისაი, და იტყოდა მართლიად. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 01:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი