![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ვიღებთ რა ნათელს წმიდა ეკლესიაში, რომელიც ერთადერთი წმიდა და კათოლიკეა, ჩვენს ცხოვრებაში იწყება აღმავლობა ან პირიქით დაღმავლობა, მაგრამ ერთი ფაქტია_პრეცედნტი ცხონებისა იქმნება.
ემბაზიერი ადამიანი ამიერიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს სასუფევლისკენ, ზოგჯერ ჩერდება, ზოგჯერ ქვევითაც მოდის ზოგჯერ სულ გადაუხვევს ამ გზას. . . . მაგრამ ეს გზა თითოეული ჩვენგანისთვის ეკლიანია, საოცრად მტკივნეული, შეიძლება ითქვას გოლგოთას მსვლელობა, როცა ადამიანი იბრძვის სასუფევლის მიტაცებისთვის, ამ გაბრძოლებას კი თან ახლავს დიდი ტკივილი. . . მაგრამ რისი ბრალია რომ ზოგჯერ ჩვენ ვერ ვუძლებთ ამ ტკივილს და ვჩერდებით? იქნებ იმის რომ ჩვენი ნება არაა მიმართული სასუფევლისკენ? იქნებ მე სულაც არ მინდა სასუფეველი? განა მიზანდასახულები არ ვართ? აბა ვინმემ შემოგვთავაზოს დიდი მოცულობის თანხა, ხომ დავიგლეჯთ ყველაფერს და მაინც მოვიპოვებთ? მაგრამ რატომ რატომ არ ვიბრძვით იმისთვის რასაც ვერაფერი შეცვლის? რატომაა ჩვენი ბრძოლა ასეთი უსუსური? იქნებ იმიტომ რომ წარმოდგენაც არ გვაქვს რა არის? მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა ეს კიბე მაინც გვხიბლავს და გვიყვარს ეს ეკალი. . . . და ეს სულაც არაა ჩვენი დამსახურება. . . და აი ყოველ წამს მარადიული ჩაძახება: "იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს. " -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა სასუფელვის " მიტაცება " როგორი ცოხვრებით განისაზღვრება ? შესაძლებელია ადამიანმა ძალდატანებით ნების გარეშე იცხოვროს სახარებისეული ცხოვრებით და შესაძლებელია მისი ნება არ იყოს მიმართული ამისკენ და ის ძალით იღვწოდეს კეთილად ცხოვრებას სასუფევლის "მიტაცების" მიზნით ? მიტაცებაში იგულისხმება კეთილ საქმეზე დახარბება, ანუ როცა შენ სასუფევლის ძებნით აღტკინებულს გსურს ყველა კანონის დაცვა, ყველა ქრისტეანული წესის პირნათლად აღსრულება. ამაზე ამბობენ "სასუფეველი ცათა მიიტაცებისო" ანუ როცა საკუთარ თავს აიძულებ აკეთოს კეთილი და დაემორჩილოს იმ ზენა მისიას რასაც ეკლესიური კანონი იგივე ღვთის სიტყვა ქვია. თუ ვცდები მომიტევეთ. ციტატა ჩემი აზრით, ასე იმიტომ ხდება, რომ წყვეტაა ჩვენ ცნობიერებაში, სულიერი კავშირია დარღვეული ერის მამებსა უბრალო მოკვდავთა(ე.ი. ჩვენ) შორის, ერთი მაგალითი მახსენდება ივანი ჯავახიშვილის ცხოვრებიდან - 1911 წელს ქართველმა მეცენატებმა, პეტერბურგში მოღვაწე დიდ მეცნიერს, პრემია მიანიჭეს (ქართველოლოგიური კვლევებისათვის) და თხოვეს, თბილისში ჩამოსულიყო და ეს უზარმაზარი თანხა მიეღო! იცით რა პასუხი გასცა თბილისის უნივერსიტეტის მესაძირკვლემ ქართველ მეცენატებს? - ჯერ მადლობა შესწირა მათ, ხოლო შემდგომ მიმართა, "მე პეტერბურგის უნივერსიტეტში პრივატ-დოცენტის თანამდებობა მიჭირავს და ჯამაგირი ოჯახის შენახვის საშუალებას მაძლევს, გადაეცით ეგ პრემია რომელიმე სახსარს მოკლებულ ქართველ მოღვაწეს", ჩვენ დროში ასეთ ქმედებას რამდენი ქართველი ჩაიდენდა?(ჩემი პროგნოზი ძალზე ცუდია), ამიტომ გვენგრევა თავზე უნივერსიტეტი, მეცნიერებათა აკადემია და ... რომელი ერთი ჩამოვთვალო, სანამ ერი არ შობს და არ გაზრდის ივანე ჯავახიშვილებს, ექვთიმე თაყაიშვილებს, გრიგოლ ფერაძეებს, მერაბ კოსტავებს და სხვა გმირთა ჩვენთა - ამისთანა დღეში ვიქნებით, რაც ახლა ხდება ჩვენს თავს! ბატონ გიორგის აბსოლუტურად ვეთანხმები ჩემის აზრით რამის დამატება ზედმეტია ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი