ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან |
იოანა |
Aug 18 2006, 12:45 AM
პოსტი
#1
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
წმინდა მამები არა მარტო თავიანთი გამონათქვამებით, არამედ თავიანთი ცხოვრების წესით, თავიანთი საქციელით (ზოგჯერ უცნაურით ) გვმოძღვრავენ და გვასწავლიან. სწორედ ამიტომ, ურიგო არ იქნება კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ( მე ბევრი არ მაქვს წაკითხული წმინდა მამების ცხოვრებაზე (ეს ფაქტია და არა თავმდაბლობა და გამახარებთ თუ ბევრს დაპოსტავთ)) წმინდა მამათა ცხოვრებიდან ის ნაწყვეტები თუ სასწაულები, რომლებიც განსაკუთრებულად გვიყვარს...
პირველი, ვისი ცხოვრებიდანაც მინდა ორი შემთხვევა დავწერო, არის ნექტარიოს პენტაპოლელი (სხვათაშორის რომელიღაც ფორუმელი, ნამდვილად არ მახსოვს რომელი, მოგვიწოდებდა მისი ცხოვრება წაგვეკითხა, ეს ფრიად სასიამოვნოა ) მისი საერო სახელი იყო ანასტასი... პატარა ანასტასი თურმე ქაღალდის "სამღვდელო შესამოსელს შეიმოსავდა" და მეგობრებთან ერთად წირვას აყენებდა კონსტანტინოპოლში მყოფმა სიღარიბისაგან შეჭირვებულმა ანასტასმა შემდეგი წერილი "მისწერა" უფალს: "ქრისტე ჩემო, არც ფეხსაცმელი მაქვს, არც წინსაფარი, გთხოვ გამომიგზავნო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ". კონვერტზე შემდეგი მისამართი ეწერა: "უფალ იესო ქრისტეს ზეცაში"... გზაზე ნაცნობი შეხვდა და წერილი მას გაატანა. მისამართს რომ დახედა, ცნობისმოყვარეობას ვერ გაუძლო, გახსნა და წაკითხვის შემდეგ ატირდა. პასუხი მისწერა, კონვერტში ფული ჩადო და ანასტასს გაუგზავნა... -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
თამარი |
Oct 14 2006, 08:50 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
მოწყალე მღვდლის შესახებ
ერთხელ წმინდა გენადიოს პატრიარქი მიდიოდა წმ. მოწამე ნეტარი ანასტასის ტაძარში და წინ უძღოდა დიდძალი მრევლი სანთლებითა და საკმეველით. სხვებთან ერთად მათ შორის იყო პატიოსანი მღვდელი მარკიანე, რომელსაც გზაში ერთმა გლახაკმა მოწყალება სთხოვა. ჭეშმარიტმა ღმრთისმსახურმა არ დატოვა იგი უყურადღებოდ, მთელი გულით მოუსმინა, შემდეგ მოფარებულ ადგილას გავიდა, გაიხადა ტანსაცმელი, იმ გლახაკს მისცა და თავად შიშველი დარჩა, მხოლოდ სამღვდელო სამოსელის ამარა. მოიქცა ისე, როგორც უფალმა თქვა, “ყოველთა, რომელნი გთხოვდეს შენ, მიეც და ნუ გარე მიიქცევი”. ისე შევიდნენ ქალაქში და მივიდნენ წმ. მოწამე ანასტასიას ეკლესიაში, რომ არავინ იცოდა მღვდლის ქველმოქმედების შესახებ. ყველანი სავედრებელ ლოცვებს აღავლენდნენ პატიოსან ნაწილთა წინაშე და ემზადებოდნენ საღმრთო მსახურებისათვის. ფერხთ-ბანის დრო რომ მოვიდა, ღმერთშემოსილი მარკიანე ფილონით იფარავდა სხეულს, რომ არავის დაენახა მისი სიშიშვლე. ყველა დიაკონი, მღვდლები და პატრიარქი ხედავდნენ მას ეკლესიაში თითქოსდა ბრწყინვალე სამეფო სამოსლით მოსილს ფილონის ქვეშ. როცა წმ. საიდუმლოს ეზიარებოდნენ, კიდევ ერთმა მღვდელმა დაინახა ასევე წმიდა სამოსლით მოსილი და პატრიარქთან დაასმინა. მანაც დაუმოწმა, მეც იგივე ვნახეო. საღმრთო წირვის დამთავრების შემდეგ პატრიარქმა უხმო მას ოთახში, სადაც საეკლესიო ქონება ინახებოდა, დაუწყო მხილება და გაკიცხვა, ეს რა ჩაიდინე, ძმაო, ეკლესიის განგებულების საწინააღმდეგოდ, სამეფო ტანსაცმლით წირვის ჩატარება როგორ შეიძლებოდაო. მღვდელი სიმდაბლით ჩაუვარდა ფეხებში და ეუბნებოდა, შემინდე, წმიდაო მეუფეო, მაგრამ ასეთი რამ არ ჩამიდენიაო. პატრიარქმა მიუგო, ჩვენ ყველამ გნახეთ და რატომ უარყოფო. მოვიდნენ მისი დამსმენლები, წამოაყენეს, გახადეს ფილონი და ნახეს, რომ შიშველი იყო. მაშინ კი ცხადი გახდა ამ მღვდლის სიმართლე და მოწყალება. ყველამ ადიდა ღმერთი, რომელიც აძლევს საიდუმლო მადლს მის მოყვარეთ. იმ დღიდან გლახაკებისადმი მოწყალებით მრავალთათვის გახდა ცნობილი მისი ცხოვრება და თავად სიგლახაკით და მოთმინებით მადლობდა ღმერთს. მისი კეთილმოწყალების გამო ღმერთმა სასწაულმთქმედების ნიჭი მიმადლა. ეშმაკებს განასხამდა ადამიანიდან, სნეულებს კურნავდა, უდაბურ ადგილებში დადიოდა და სადაც უპატრონო მკვდარს ნახავდა, განბანდა, სუდარას შემოახვევდა და ეტყოდა: აღდეგ ძმაოო. მკვდარი მაშინვე წამოდგებოდა. იგი ეამბორებოდა მას და მიცვალებული ისევე შეისვენებდა. ეს ნეტარი მღვდელი მარკიანე ღმერთმა ადიდა, ანგელოსები აქებდნენ, ადამიანებს რიდი ჰქონდათ მისი, ეშმაკები ძრწოდნენ მის დანახვაზე. ყველას განაცვიფრებდა და ადიდებდნენ ღმერთს, რომლისაც არის დიდება უკუნითი უკუნისამდე. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი