IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლიტერატურა, ...
di_onise
პოსტი Jun 25 2007, 09:54 PM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



მემგონი საინტერესოა...
თუ არ ჩათვლით საჭიროთ წაშალეთ მაშინ smile.gif
მაინტერესებს თქვენი აზრი სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარნოებებზე, მაგალითად განდეგილით დავიწყოთ smile.gif
როგორ ფიქრობთ რამ გამოიწვია განდეგილის მდგომარეობა?? რწმენის ნაკლებობამ თუ ადამიანურმა სისუსტეებმა?
ჩემი აზრით მან არ იცოდა თუ რა უნდოდა, ბერობა თუ საერო ხალხთან ცხოვრება

—„ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა

ესეთი მერგო მე... უბედურსა...”

სხვებსაც მივამატებ მერე

თქვენი აზრი მაინტერესებს... smile.gif




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ninca
პოსტი Jun 27 2007, 12:49 AM
პოსტი #42


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



"დაცარიელებული ბეთლემი" ხომ წერია orthodoxy.ge -ში, განყოფილება სხვადასხვა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 27 2007, 12:55 AM
პოსტი #43


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ninca @ Jun 27 2007, 01:49 AM) *

"დაცარიელებული ბეთლემი" ხომ წერია orthodoxy.ge -ში, განყოფილება სხვადასხვა.

კი, მაგრამ ხალხი აზრზეც არაა, მაშინ ''მადლის წყარო'' დაგვიდე, ის იქ არაა smile.gif

თავის ბოლო ნაწილი:

აი, ამიტომ ილიამ ქვეყნის ბედნიერების ქვაკუთხედის განსაახლებლად აირჩია არა ზესწრაფვაშეწყვეტილი, შინაგანად დადაბლებული მყინვარი, არამედ თავისი გაღვიძებულობით ამაღლებული თერგი, მაგრამ არა იმიტომ, რომ მეორე ჯობდა პირველს, არამედ იმიტომ, რომ რეალურად ხელმისაწვდომი იყო. არის თუ არა რაიმე კავშირში ამ მხატვრულ სახეთა ჩანაფიქრი პოემა „განდეგილის“ დედააზრთან? ჩვენი ფიქრით - არის. ბერს ისეთივე სიწმინდისათვის ჰქონდა მიღწეული, როგორც ოდესღაც საქართველოს - მისი ლოცვა ღმერთთან მიდიოდა და მადლი ეძლეოდა მისგან. მაშინ მყინვარი მიუკარებელი არ იყო:

„დღედაღამ სულთქმა და ღაღადება
მოჰფენია კლდეს ყინულისასა,
და არ შემწყდარა მუნ ლოცვის ცრემლი,
ვითა ღელესა მას გლოვისასა.“

მაგრამ ამქვეყნიურმა ცდუნებამ, სულიერი სიფხიზლის მოდუნებამ, ანუ სულიერმა მიძინებამ, რომელსაც ილია ასე ხშირად ახსენებს, ბერიც დასცა, როგორც საქართველო. სულიერი თვალი რომ ღვთისმჭვრეტელობას მოსწყდა და ხორციელი თვალი ქვეყნიერმა დაატყვევა, სწორედ მაშინ დაიძრა მყინვარიდან ვეშაპის მსგავსი ღრუბელი.

„მგზავრის წერილებისეული“ მთხრობელისაგან განსხვავებით პოემა განდეგილის მთავარმა გმირმა თავისი და ერის დანგრეული სულიერების განახლება, დაცემის შემდეგ წამოდგომა, ისევ მყინვარის სიმაღლეზე მოინდომა, კვლავ სასწაულებრივი ნიში მოითხოვა, რომელიც მას, წმინდა ცხოვრების

საზღაურად ეძლეოდა და არა დაცემის. ამიტომ ვეღარ მიაღწია მისმა ლოცვამ ღმერთამდე და ლოცვანი ძირს დავარდა. ისიც დაიღუპა და წმინდა ლოცვაც, ქვეყნის ხსნისათვის აღვლენილი, შეწყდა. ქართველი ხალხიც, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სულიერი დაცემის შემდეგ ზედმეტად მისტიროდა წარსულს იმ გაგებით, რომ პირდაპირ უნდოდა მისი დაბრუნება. იმაზე კი არ ფიქრობდა, რომ იმ წმინდა და ამაღლებული ცხოვრებით წმინდა და ამაღლებული ხალხი ცხოვრობდა და იმ წარსული ყოფის დასაბრუნებლად ჯერ დაკარგული ზნეობრივი და სულიერი სიმაღლის მოპოვება იყო საჭირო. უამისოდ წარსულის დაბრუნება შეუძლებელი იყო. წარსული თავისი სიდიადით ვერ მობრუნდებოდა, რადგან აწმყოსა და მას შორის ხიდი იყო ჩატეხილი და სულიერი მემკვიდრეობითობა დარღვეული იყო. აქედან გამოსავალ ერთადერთ გზად მწერალს ესახებოდა რეალობის ობიექტურად შეფასება. თუ აწმყო ამას გააკეთებდა, იგი შესძლებდა ხიდად გადებულიყო წარსულსა და მომავალს შორის.

თერგისა და მყინვარის შედარებისას ილია თერგის სახეს ბაირონთან აკავშირებს იმის გამო, რომ ამ სახეში მუდმივ სწრაფვას ხედავს. ხშირად კრიტიკოსები ილიას მიერ შექმნილ ამ სახეს აქტიური ფიზიკური მოღვაწეობის სიმბოლოდ მიიჩნევენ, მყინვარს კი - პასიური ცხოვრების, ქვეყნისაგან განდგომის, მისი მოძულების სახედ, როგორიც არის მათი აზრით განდეგილობა. ამ საკითხის გასარკვევად გავიხსენოთ ილიას კიდევ ერთი პუბლიცისტური წერილი, რომელიც მან სამოციანი წლების დასაწყისში დაწერა. სწორედ მაშინ, როდესაც დაიწყო „მგზავრის წერილებზე“ მუშაობა. ამ სტატიაში - „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კოზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა“ მწერალი ერთმანეთს ადარებს კაზლოვის „Чернец“-ის და ბაირონისეული „მანფრედის“ მხატვრულ გმირებს. იგი კიცხავს კაზლოვს ხელოვნურობისათვის და ხოტბას ასხამს ბაირონს - იმ ბაირონს, რომელიც მან შემდეგ თერგს შეადარა. ამდენად ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ეს ეპიზოდი: „ბაირონის გმირები კაზლოვის ბერისავით არ კნავიან და ჩივიან, რათა ნუგეში სცეს ვინმემ. ისინი ისეთ აგებულებისანი არიან, რომ თავის ტანჯვების წვაში, ეჭვის ღრღვნასი, თავის სულის წყურვილში ჰხედვენ უკვდავების ღირსს ცხოვრებასა. ისინი არ შეეკედლებიან მონასტრის კედლებსა მოსასვენებლად, იმათ სულ მოძრაობა უნდათ, ისინი არ მირბიან გულის გაუთავებელ წყლულთა მოსარჩენად კაცთან, არამედ თავიანთთავე გულის სიღრმეში და სულის უკვდვებაში ეძებენ სასოწარკვეთილების წამალსა.“

ბაირონის სხვა გმირებსაც ახასიათებს აქტიურობა, ძიება და თვითჩაღრმავება, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, აქ ლაპარაკია უპირველეს ყოვლისა „მანფრედზე“, რომლის გავლენასაც განიცდიდა ილიას აზრით კაზლოვი თავისი „Чернец“-ის შექმნისას. თვით ილიას დაინტერესებას ბაირონის ამ პიესით ისიც მოწმობს, რომ მისი ერთი ეპიზოდი თავად უთარგმნია. (ი. ჭავჭავაძე. თხზულებატა აკად. გამოცემა, ტ.3, 1988, გვ. 65) საინტერესოა, რომ ბაირონის ამ პიესაში სულ ორი გმირის სახე იკვეთება და არცერთი აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას არ ეწევა. ისინი უფრო სულიერად იღწვიან, სულიერ ძიებაში არიან. თხზულების მთავარი გმირი განმარტოებულ ცხოვრებას ეწევა. იგი იღუპება და ამის მიზეზი ნაწარმოებში ახსნილია პიესის მეორე გმირის - აბატის, ანუ მამათა მონასტრის წინამძღვრის მიერ:

„ადამიანებს, შენს მოძმეებს სულით და ხორცით,
მე ვიცი, რომ შენ ერიდები და მთელს ცხოვრებას
მარტოობაში რომ ატარებ, მაგრამ განდგომა
მაჩვენებელი სიწმინდისა არ არის მუდამ...“

ესე იგი, განდგომა საერთოდ სიწმინდის მაჩვენებელია, მაგრამ არა მუდამ. მანფრედი ბნელ ძალებთან დაიჭერს კავშირს და იღუპება. როგორც იგივე აბატი ამბობს:

„შეიძლებოდა გამხდარიყო ამაღლებული
ქმნილება იგი, და იმაში თავმოყრილ ძალებს
სახე შეეძლოთ წარმოეშვათ დიდებით სავსე,
რომ წარმართულნი ყოფილიყვნენ გონივრულ გზითა.
ახლა კი მასში საშინელი ქაოსი მეფობს...“

როგორც ვხედავთ, პიესის არცერთი გმირი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას არ ეწევა, პირიქით - განრიდებულია ადამიანებს. ამდენად ილია მათ კაზლოვის ბერთან მოძრაობა-უძრაობის ნიშნით ვერ დააპირისპირებდა. ილიას მოსწონს ბაირონისეული გამომსახველობითი ცხოველმყოფელობა გმირებისა. იგი ასახავს ცხოვრებას, როგორიც ის არის. რაც შეეხება კაზლოვის ნაწარმოებს, იგი ვერ ახერხებს ასე ცოცხლად და დამაჯერებლად დაგვიხატოს თავისი გმირი. თუ ბერია და განდეგილ ცხოვრებას ეწევა, რაღას უჩივის ბედს და ითხოვს მაინცადამაინც ადამიანურ ნუგეშს? ამ ბერის სახეში არ ჩანს ის მუდმივი წვა, სულის წყურვილი და მოძრაობა, რაც ბერს უნდა ჰქონდეს და ამიტომ იწუნებს მას ილია.

ამდენად, მყინვართან თერგის შედარებისას მწერალს თერგში მხოლოდ ფიზიკური აქტივობა კი არა აქვს განსახიერებული, არამედ სულიერი ზესწრაფვაც. მოძრაობა მარტო გარეგანი ფუსფუსი არ არის. ადამიანის შიგნით ზოგჯერ ბევრად უფრო დიდი ბრძოლები და ძვრები ხდება, ვიდრე ეს ფიზიკურად შეიძლება გამოიხატოს. ამის ასახვას რომ ახერხებს დამაჯერებლად, სწორედ ის მოსწონს ილიას ბაირონში.

რაც შეეხება გოეთესთან მყინვარის სახის შედარებას. გამოთქმულია აზრი, რომ გოეთე იყო „მებრძოლი და განმათავისუფლებელი ზნეობრივ, სულიერ სფეროში და არა სახელმწიფოებრივსა და სამოქალაქოში“* (ლადო მინაშვილი, „ილია ჭავჭავაძე, გვ.221) და შეიძლებოდა ამიტომ შეედარებინა ილიას იგი მყინვართან. რაიმე საბუთი იმისა, რომ ილია ასე აღიქვამდა დიდი გერმანელი მწერლის პიროვნებას, ჩვენ ხელთ არა გვაქვს. ილიას იგი თავის პუბლიცისტურ ნაწერებში არაერთგზის ყავს მოხსენიებული და ყველგან დიდი პატივისცემით. იგი მას „დიდ გოეტეს“ უწოდებს.* (ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი ხუთ ტომად, 5 ტ. გვ.54)

ჩვენი ყურადღება მიიპყრო ერთმა მსჯელობამ სტატიიდან „პასუხი“ ილია წერს: „როცა ცრუკლასიკური მიმართულება ეცემოდა ევროპიაში და იბადებოდა ნელ-ნელა რომანტიკული მიმართულება... როცა გამოჰსჩნდა გეტე თავის „ვერტერით“... მაშინ ევროპას პირველად ეცა დამატკბობელი სხივი პოეზიისა; მაშინ ცრუკლასიკურ მიმართულებით დათრგუნვილი მწერალნი მივარდნენ მშიერსავით ახალშობილს პოეზიის მიმართულებას, მაგრამ პირველად ვერ იცნეს ვერც გეტეს „ვერტერი“, ვერც „ელოიზა“ ჟან-ჟაკ რუსოსი... მათში სენტიმენტალური სული მოესმათ, ეგ სული მამულთა მისთა განავითარეს და დაჰბადეს სენტიმენტალური სხოლა...“ ამ მიმდინარეობის შესახებ კი ილია ამბობს, რომ იგი არავის არ სჭირდება.

ამდენად, გოეთეს ღირსება სწორად ვერ შეიცვნეს მისმა თანამედროვეებმა - იგი მიუწვდომელი იყო მათთვის. შესაძლოა, რომ სწორედ საკუთარი სიდიდით, მაგრამ მიუწვდომლობით ადარებდეს ილია მყინვარს გოეთესთან. სხვაგვარად ამას ვერ ავხსნით, რადგან ფაქტია, რომ ილია ყველგან აქებს გოეთეს. გავიხსენოთ ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი წერილი, სადაც განხილულია „სანდალას“ წიგნი. მასში თურმე შეუფერებლად არის ნახსენები შილერი. ილია წერს: „როცა გერმანიას თავის მოწონება უნდა, პირველი, ვისაც თავის სასახელოდ ასახელებს ხოლმე, გეტე და შილლერია და ეს მართლა სახელოვანი მწერალი სანდალამ უნდა უარყოს! აფსუს შილლერის სახელო!..“* (ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა აკად. გამოც. ტ.5, გვ. 442)

როგორც ვხედავთ, საუბარი ეხება შილერს, მაგრამ ილიას არ დავიწყებია მის წინ გოეთეს სახელის დაყენება და თუ იგი ასე აფასებს შილერს, ჩანს, რომ გოეთე კიდევ უფრო დასაფასებლად მიაჩნია. ამგვარი დამოკიდებულებიდან გამომდინარე წარმოუდგენელია, რომ მას გოეთე ზოგადად უარყოფითად დაეხატა ეს ხომ სანდალას შეცდომის მსგავსი საქციელი იქნებოდა.

განხილული ფაქტები კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ „მგზავრის წერილებისეულ“ მყინვარის სახეში ილიას არა აქვს ნაგულისხმევი ისეთი რამ, რასაც საერთოდ მიუღებლად მიიჩნევს და არ აფასებს. ეს არის ის სახე, რომელიც აწმყოს არ არგია იმით, რომ მისი სიმაღლე მიუწვდომელია დღევანდელობისათვის. „მყინვარის სახე მოთხრობაში დაგმობილი კი არ არის, არამედ უარყოფილია მომავლისათვის საძირკვლის განსაახლებლად. მყინვარი დიდებულია, მაგრამ ჯერჯერობით მიუწვდომელი. მისი სიმაღლეების დაპყრობა კი მომავლის საქმეა.

როგორც ვხედავთ, გეოგრაფიული ლანდშაფტის სახეები ილიას შემოქმედებაში ხშირად სულიერ და ზნეობრივ სიმაღლეებს უკავშირდება. ამ მხრივ საინტერესოა ერთ წერილში წარსულისა და მომავლის შემაკავშირებლად „ქედის“ დასახელება. ეს ქედი ქვეყნის აწმყოს განასახიერებს. მის შესახებ ვკითხულობთ: „როცა დროთა ბრუნვამ ძველსა და ახალს შუა ამართულს ქედზედ დაგვაყენა, საიდამაც წარსულსაც გადავყურებთ და მომავალსაც, ჩვენ გული აღარ გვიცემს არც მისთვის, რომ წარსულს გავტიროდეთ, და არც მისთვის, რომ მომავალს შევხაროდეთ.“** (ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი ათ ტომად, ტ.5, გვ.205)

მთის იგვური სახე მრავალგან არის გამოყენებული წმინდა წერილშიც. ილიას ალეგორიებიც რომ ამ წყაროდან იღებს სათავეს, ამას მოწმობს ერთი ასეთი ციტატაც ილიას პუბლიცისტიკიდან: „მარტო გულწმინდად მიცემული ნუგეში და მარტო გულწმინდად გზად და ხიდად გადებული სიყვარულია იგი უზენაესი მადლი, რომელიც კაცს აღიყვანს „მაღალსა მას მთასა წმიდასა, სადა ჰგალობენ ანგელოზნი ღვთისა დიდებას.“ (ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა აკად. გამოც. ტ.5, გვ.104). წმ. დავითის 23-ე ფსალმუნში ვკითხულობთ: „ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა? უბრალოი ხელითა და წმიდაი გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თვისი და არცა ეფუცა ზაკვით მოყვასსა თვისა.“

როგორც ვხედავთ თითოეულ სიტყვაში ბევრად უფრო ღრმა აზრი დევს, ვიდრე ეს მისი ლექსიკურ-სემანტიკური მნიშვნელობით არის განსაზღვრული. იგავური შინაარსის მქონე სახეთა აუხსნელობას მივყავართ თხზულების შემოქმედებითი ჩანაფიქრის არასწორ აღქმქმდეც კი.

„განდეგილის“ ანალიზისას ლიტერატურათმცოდნეები ხშირად იშველიებენ ხოლმე ფსიქოლოგთა, ფილოსოფოსთა, ეთიკოსტა, ესთეტიკოსთა, ქრისტოლოგთა და სხვათა და სხვათა აზრებს, მაშინ, როდესაც პირველ რიგში გასაკეთებელია ის, რაც მათ მიერ უნდა გაკეთებულიყო - თხზულების სტილისტური ანალიზი. მეცნიერების სხვა დარგებიდან კი არ უნდა იღებდეს ლიტერატურის სპეციალისტი რეკომენდაციებს ტექსტის ანალიზისათვის, არამედ ჯერ თავად უნდა იკვლევდეს მას, რადგან მხატვრულ სახეთა ახსნამდე იმ მეცნიერთა მიერ მოწოდებული რჩევები არასწორი იქნება. თუ კრიტიკოსმა ნაწარმოების ყველა მხატვრული სახე სისავსით არ ამოიკითხა და ისე მიაწოდა თხზულება განსასჯელად მაგალითად ფსიქოლოგებს, რა თქმა უნდა, მათაც შეცდომაში შეიყვანს, ისე, როგორც ხშირად მომხდარა ხოლმე. არასასურველ შედეგს მოგვცემს ასეთი რამ ისტორიკოსებისთვისაც, რომლებიც მწერლის პიროვნებას არასწორად ინტერპრეტირებულ მის ნაწარმოებებზე დაყრდნობით წარმოაჩენენ.

როგორც განდეგილის მხატვრულ სახეებზე დაკვირვებამ გვიჩვენა, მწერალს სიმაღლე და სისპეტაკე კი არ მოსწყინდა და იმიტომ კი არ თქვა, განზე გამდგარ მყინვარს „გიჟი“, „გადარეული“ თერგი მირჩევნიაო. იგი აქაც იმავე აზრს გამოთქვამს, რასაც შთააგონებდა წარსულით მოტრაბახე ლუარსაბს: „ერთი მაქვს სჯობს ათას მქონდასო“. იმავე აზრს ილია პუბლიცისტურ წერილში „ქვათა ღაღადიც“ გამოთქვამს.* (ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი ათ ტომად, ტ.5, გვ.62). თერგი არის ის, რაც საქრთველოს აქვს, მყინვარი კი რეალურად, არა ჩრდილადქცეული, არა განზე გამდგარი და მდუმარე სახით, არის ის, რაც მას ჰქონდა. ამრიგად პოეტი უარყოფს არა მყინვარს, არამედ მის ბუტაფორიას.

რაც უფრო მაღლიდან ეცემა ადამიანი თუ მთელი ერი, მით უფრო დიდია ნგრევა და ნგრევის ტკივილები. ამიტომ თავისთავად სპეტაკი და ამაღლებული ჩვენი წარსული შეიძლება მყინვარივით დამანგრევლად გვექცეს, თუ მას რეალობად მივიჩნევთ და მასზე დავიწყებთ მომავლის საძირკვლის ხელახალ შენებას. მის „ფრთეთა ზვავი“ რისხვით გვემუქრება, რადგან ის არის სამხილი, მაჩვენებელი იმისა, რანი ვიყავით და რანი ვართ. „ესე უფროისად დასაშჯელ არს, უკუეთუ მამაი გუესუას წმიდაი, ანუ ძეი, ანუ ძმაი, და ჩუენ უკეთურნი ვიყვნეთ“, ვკითხულობთ იოანეს სახარების იოანე ოქროპირისეულ განმარტებაში (გვ.148)

პოემაში „აჩრდილი“ მწერალი ამ დაკნინებული მდგომარეობიდან გამოსავალზეც მიგვანიშნებს. გაუქმებული ტაძარივით სულიერად დაცლილ საქართველოს თანამდევი უკვდავი სული შთააგონებს, ვიდრე ქართველები საზოგადო ცხოვრების ავ-კარგში არ გაერკვევიან, ზნეობრივად და სულიერად არ განიწმინდებიან და გონების თვალით რეალურად არ შეაფასებენ ვითარებას, მანამდე ისინი არც კი ირწმუნებენ შენს აღდგენასო. იმ ძალად, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ხელახალი აღორძინება დასახელებულია „მცნების ნათელი“. იგივე - „ქრისტესა მცნება“, არის მიჩნეული მომავლის აღზრდის აუცილებელ პირობად ასევე ლექსში „ქართვლის დედას“. არ გვეჩვენება სწორად მოსაზრება, თითქოს „აჩრდილში“ ილია მამულისათვის თავდადებულ გმირს დაეძებდეს, „განდეგილში“ კი - ამას ცვლიდეს „რწმენის რაინდის“ მოთხოვნით * (ფირუზ მეტრეველი, განდეგილის პრობლემატიკა, ჟურნ „რელიგია“, 1993 წ. #2) „აჩრდილშიც“ „რწმენის ნათლით ამაღლებულ“ გმირზეა ლაპარაკი და ამდენად ისიც ასევე რწმენის რაინდია.



--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
di_onise   ლიტერატურა   Jun 25 2007, 09:54 PM
k@the   თამარი_ცქნაფო მერე...   Jun 25 2007, 10:01 PM
ალექსანდრე   di_onise ჩემი აზრით თვი...   Jun 25 2007, 10:03 PM
di_onise   ალექსანდრე რატო კ...   Jun 25 2007, 10:11 PM
თამარი_ცქნაფო   მარიამ ნინიძე დაცა...   Jun 25 2007, 10:14 PM
k@the   di_onise ჩემი აზრით თვი...   Jun 25 2007, 10:14 PM
ალექსანდრე   di_onise მერე რა რამდენ...   Jun 25 2007, 10:17 PM
თამარი_ცქნაფო   გაგრძელება: კრიტიკ...   Jun 25 2007, 10:26 PM
di_onise   ალექსანდრე უფალი ...   Jun 25 2007, 10:36 PM
თამარი_ცქნაფო   di_onise ჯერ არ დამთავრე...   Jun 25 2007, 10:37 PM
di_onise   რაში?? დადე დადე :) დ...   Jun 25 2007, 10:54 PM
თამარი_ცქნაფო   რაში?? დადე დადე :) დ...   Jun 25 2007, 10:56 PM
ai gogoo   მე ვფიქრობ რომ,გან...   Jun 25 2007, 10:56 PM
xevsuri   მაგის დამწერ ამკრე...   Jun 26 2007, 03:47 AM
ninca   განდეგილის სულიერ...   Jun 26 2007, 08:56 PM
italieli-dato   განდეგილის სულიერ...   Jun 27 2007, 01:50 AM
თამარი_ცქნაფო   თქვენ არასწორად გ...   Jun 27 2007, 02:03 AM
თამარი_ცქნაფო   ვაგრძელებთ მარიამ ...   Jun 27 2007, 12:31 AM
ninca   "დაცარიელებული ბ...   Jun 27 2007, 12:49 AM
თამარი_ცქნაფო   "დაცარიელებული ბ...   Jun 27 2007, 12:55 AM
k@the   უი, ალხა ვწერდი პას...   Jun 27 2007, 02:13 AM
თამარი_ცქნაფო   ბევრს კი არა და მარ...   Jun 27 2007, 02:19 AM
di_onise   თამარი_ცქნაფო :მპუ...   Jun 27 2007, 11:30 AM
თამარი_ცქნაფო   di_onise მზად არ იყო, ჩემ...   Jun 27 2007, 11:57 AM
თამარი_ცქნაფო   ვაგრძელებთ, მაგრამ...   Jun 28 2007, 12:47 AM
k@the   თამარი_ცქნაფო სად ...   Jun 28 2007, 01:12 AM
თამარი_ცქნაფო   თამარი_ცქნაფო სად ...   Jun 28 2007, 02:47 AM
maZiebeli   როგორც ვიცი, იაკობ...   Jun 28 2007, 01:15 AM
ლეონტი   ქენი მადლი და ერთი-2...   Jun 28 2007, 11:50 AM
di_onise   მეტი არავინ?? თამარ...   Jun 28 2007, 05:35 PM
თამარი_ცქნაფო   მეტი არავინ?? თამა...   Jun 29 2007, 12:56 AM
maZiebeli   უცნობ კაცს არ დაეჯ...   Jun 28 2007, 11:30 PM
di_onise   თამარი_ცქნაფო :lol: ვ...   Jun 29 2007, 01:50 AM
sofi89   გეთანხმები თამო. ვ...   Dec 30 2007, 02:39 PM
marine   რამდენად სწორად შე...   Jun 11 2016, 11:21 PM
marine   "ამ მშვიდ, ჩუმ, მდა...   Jun 16 2016, 01:00 PM
marine   "საერთოდ, სულიერა...   Dec 20 2016, 09:13 PM
marine   "ლევან გოთუა კომუ...   Dec 26 2017, 09:45 AM
marine   "მწერალი არის არს...   Jan 2 2018, 10:56 AM
marine   "მწერალი ადამიან...   Jan 2 2018, 11:10 AM
marine   "მწერალს, სიტყვის...   Jan 3 2018, 03:46 PM
marine   "გორში სოფელ ვარი...   Sep 27 2018, 02:32 PM
marine   "მიხეილ ჯავახიშვ...   Sep 30 2018, 02:16 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th September 2024 - 01:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience