სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| კანონისტი |
Jun 20 2007, 06:40 PM
პოსტი
#1
|
|
დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მეგობრებო,
როგორც იცით, უწმიდესის კურთხევით რეგისტრაცია გაიარა ჩვენმა ორგანიზაციამ 24 ივნისს, კვირას, 15:00 საათზე, წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში იგეგმება გაერთიანებული კრება. გთხოვთ, მაქსიმალურად ყველანი მოხვიდეთ ამასთან, ერთად შევიმუშავოთ დღის წესრიგი. რა საკითხები განვიხილოთ? მე უკვე მოფიქრებული მაქვს რაღაც-რაღაცეები და ხვალ დავდებ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
| კანონისტი |
Jun 27 2007, 10:50 AM
პოსტი
#2
|
|
დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების II სხდომის ო ქ მ ი ქ. თბილისი, სამების საპატრიარქო ლავრა 2007 წლის 24 ივნისი I. წევრების მიღების საკითხი ____________________________ აღინიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ფორუმელს შეიძლება არ სურს გაერთიანების წევრობა, ამასთან არიან წევრობის ისეთი მსურველებიც, რომლებსაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ, სასურველია გაერთიანებაში გაწევრიანება მოხდეს ცალკე. აღინიშნა ისიც, რომ საიმისოდ, რათა წევრობის ყველა მსურველს სრული წარმოდგენა ჰქონდეს გაერთიანების საქმინობის შესახებ, გაერთიანების მიზნები განთავსდეს მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს შესაბამის განყოფილებაში და მომზადდეს მცირე ბუკლეტები. დაისვა გაერთიანების წესდების შემუშავების საკითხიც. განხილულ იქნა გაერთიანების დაფინანსების პრობლემა 1. დაევალოს გაერთიანების თავმჯდომარეს დ. ჩიკვაიძეს 2 (ორი) კვირის ვადაში შეიმუშავოს საწევრო-სარეგისტრაციო ფორმა 2. დაევალოს საორგანიზაციო მიმართულების ხელმძღვანელს ბ. შუხოშვილს უზრუნველყოს შავ-თეთრი ბუკლეტების მომზადება 3. დაევალოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელს ივ. პეტრიაშვილს სექტემბრამდე შეიმუშავოს გაერთიანების წესდება 4. დაევალოს გაწევრიანების ყველა მსურველს უზრუნველყოს გაერთიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ახალი წევრების მიღების მიზნით 5. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ გაწევრიანების პროცესის დაწყების შემდეგ დღის წესრიგში დადგება ფილიალების საკითხი, უპირველესად კი ბათუმის ფილიალის 6. საწევრო შენატანების საკითხი შეუთანხმებლობის გამო გადადებულ იქნეს შემდგომი სხდომისათვის II. სკოლაში საღვთო სჯულის სწავლების საკითხი და არსებული მდგომარეობა __________________________________________________________________ აღნიშნა, რომ კონსტიტუციური შეთანხმებისა და "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საღვთო სჯულის სწავლება საჯარო სკოლებში ნებაყოფილობითია, თუმცა ეს უფლება, როგორც წესი, რეალიზებული არ არის. მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოს სტეფანესაგან (კალაიჯიშვილი) მიღებულია ლოცვა-კურთხევა, რომ მომზადდეს საინფორმაციო ხასიათის ინსტრუქცია, რომელიც დარიგდება სკოლებში საიმისოდ, რომ სკოლების სამეურვეო საბჭოებს სრული ინფორმაცია ჰქონდეთ აღნიშნული უფლების რეალიზაციის საშუალებების თაობაზე 1. დაევალოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელს ივ. პეტრიაშვილს განათლების მიმართულების ხელმძღვანელ ნ. განაიასთან ერთად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე შეიმუშავოს საღვთო სჯულის სწავლების შემოღების თაობაზე ინსტრუქცია 2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ კანონმდებლობის შესაბამისად სოციალური რეკლამა უფასოა სსმ-ის ეთერში და შესაძლებელია დამატებით იქნეს განხილული აღნიშნული ინსტრუქციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება ტელევიზიის ეთერით III. ქცევის კოდექსთან დაკავშირებული საკითხები ____________________________________________ "მაუწყებელთა ქცევის კოდექსი"-ს ის ვარიანტი, რომელსაც ამჟამად განიხილავს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია უარყოფილია საქართველოს საპატრიარქოს მიერ. აღინიშნა, რომ გაერთიანება ხელმომწერია "ზნეობრივი საქართველოსათვის" კოალიციის მიერ შემუშავებული საპროტესტო განცხადებისა 1. ცნობად იქნეს მიღებული გაერთიანების თავმჯდომარის დ. ჩიკვაიძის მოხსენება "ქცევის კოდექსთან" დაკავშირებით 2. ეთხოვოთ დამსწრეებს აქტიურად ჩაერთონ კოდექსის განხილვის პროცესში IV. ზნეობრიობის მხარდაჭერა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად ___________________________________________________________________ აღინიშნა, რომ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებებს ზნეობრიობის მხარდაჭერის მიზნით, სადაც სასურველია ჩაერთოს გაერთიანებაც 1. ცნობად იქნეს მიღებული გაერთიანების თავმჯდომარის დ. ჩიკვაიძის მოხსენება ზნეობრიობის მხარდამჭერ ღონისძიებათა თაობაზე 2. ეთხოვოთ დამსწრეებს აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში V. სამეცნიერო მუშაობის საკითხები და მათი მიმართულებები _____________________________________________________ საგანგებოდ აღინიშნა, რომ გაერთიანების დასაფუძნებლად მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევა უპირველესად სამეცნიერო საქმიანობის წახალისებას შეეხებოდა. სასურველია, რომ გაერთიანებამ ფართო სპექტრი მოიცვას და უზრუნველყოს ახალგაზრდობის ჩართვა სამეცნიერო საქმიანობაში, წახალისებულ იქნეს კონფერენციები, სემინარები და სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებები 1. დაევალოს საორგანიზაციო მიმართულების ხელმძღვანელს ბ. შუხოშვილს უზრუნველყოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდში დააზუსტოს სამეცნიერო საქმიანობის დაფინანსების საკითხები 2. დაევალოს სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელს ი. ჭიღლაძეს 30 სექტემბრამდე განსაზღვროს კონკრეტული პროექტები და კონფერენციები, რომელთა ორგანიზების თაობაზეც გაერთიანება იმსჯელებს შემდგომში 3. ეთხოვოთ დამსწრეებს სრული ინფორმირება მათთვის ხელმისაწვდომ პირთა წრეში გაერთიანების სამეცნიერო საქმიანობის თაობაზე 4. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ წარმატებული თემები და პროექტები წახალისებული იქნება გაერთიანების მიერ VI. მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს იუბილესთან დაკავშირებული საკითხები _________________________________________________________________________ აღინიშნა, რომ მ/წლის 23 ივლისს არის მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს იუბილე. მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოს სტეფანესაგან (კალაიჯიშვილი) მიღებულია ლოცვა-კურთხევა იუბილეს სამების საპატრიარქო ლავრის ახალგაზრდულ ცენტრში. აღინიშნა ისიც, რომ გაერთიანება აქტიურად უნდა ჩაერთოს ღონისძიების ორგანიზების საქმეში 1. დაევალოთ საორგანიზაციო მიმართულების ხელმძღვანელ ბ. შუხოშვილსა და კულტურისა და ფოლკლორის მიმართულების ხელმძღვანელ ა. მიქაბერიძეს ფორუმის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით უზრუნველყონ გაერთიანების მონაწილეობა ფორუმის იუბილეში 2. დაევალოს გაერთიანების თავმჯდომარეს დ. ჩიკვაიძეს საქართველოს უმაღლესი საერო და სასულიერო ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწვევა აღნიშნულ იუბილეზე 3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საიუბილეო ღონისძიების დეტალები დამატებითი კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდება 4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ იუბილესათვის მზად იქნება ფორუმის მაისურები VII. გაერთიანების ანსამბლის წევრობის საკითხი ___________________________________________ მოხსნილია განხილვიდან დავით ჩიკვაიძე, ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების თავმჯდომარე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი კრება (24.06.07) Jun 20 2007, 06:40 PM
მნათე
მე ვფიქრობ რომ მშო... Jun 20 2007, 06:44 PM
sofi89
:კი: :კი: კარგი იქნე... Jun 20 2007, 06:58 PM
გიორგი
25 ივნისს, კვირას, 15:00 ... Jun 20 2007, 07:00 PM
kiki რა ორგანიზაციაა?
ი... Jun 20 2007, 07:35 PM
N. R. კანონისტი
ფოლკლო... Jun 20 2007, 11:03 PM
ნათია გილოცავ დავით ახალ... Jun 20 2007, 11:07 PM
ზესქვი_უჩა კანონისტი
ვეცდები ... Jun 21 2007, 02:47 AM
კანონისტი დღის წესრიგი:
1. წევ... Jun 21 2007, 10:07 AM
_Matasi_ :) Jun 21 2007, 11:44 AM
_Matasi_
ბატონო დავით, 25 ივნ... Jun 21 2007, 12:15 PM
გიორგი
25 ივნისს, კვირას, 15:00 ... Jun 21 2007, 12:19 PM
კანონისტი გიორგი
გაიხარე! შ... Jun 21 2007, 12:21 PM
ბექა.შუხოშვილი† მე მოვდივარ რა თქმ... Jun 21 2007, 01:20 PM
შაკუნა :-* Jun 21 2007, 01:58 PM
ზესქვი_უჩა შაკუნა
რაღაც საეჭვ... Jun 21 2007, 03:27 PM
მაგდალინა
ამაზე მინდა გავამ... Jun 21 2007, 05:28 PM
კანონისტი დღის წესრიგი:
1. წევ... Jun 21 2007, 07:44 PM
თამარი_ცქნაფო
[b][size=2]დღის წესრიგი:
1... Jun 21 2007, 08:02 PM
მხევალი ნინო თამარი_ცქნაფო
შენ... Jun 21 2007, 08:32 PM
თამარი_ცქნაფო მხევალი ნინო
ჰო, ცო... Jun 21 2007, 08:37 PM
კანონისტი თამარი_ცქნაფო
აზრ... Jun 22 2007, 09:57 AM
მხევალი ნინო კანონისტი
კარგი, ... Jun 22 2007, 10:37 AM
თამარი_ცქნაფო მე კი მეეჭვება ;) Jun 22 2007, 06:13 PM
გიორგი მაქსიმალურად ვეცდ... Jun 22 2007, 06:15 PM
ana-xatia მე გავდივარ ახალგა... Jun 22 2007, 10:30 PM
ნათია
მე გავდივარ ახალგ... Jun 22 2007, 11:52 PM
adamis_nekni მე მოვდივაარ... Jun 22 2007, 11:57 PM
adminka მოვალ აბა რა Jun 23 2007, 03:52 AM
ai gogoo მეც მოვალ სიამოვნე... Jun 23 2007, 04:42 PM
N. R. ukacravad, mainteresebs tu mimigebt? Jun 23 2007, 10:04 PM
იოანა
ukacravad, mainteresebs tu mimigebt?
რათ... Jun 23 2007, 10:28 PM
ubralod ninka ეჰ მე ვერ მოვდივარ ... Jun 24 2007, 12:25 AM
ნათია ვინც დღეს აპირებთ ... Jun 24 2007, 01:39 PM
ნათია აი დღევანდელი შეხვ... Jun 24 2007, 06:20 PM
მხევალი ნინო გულახდილად გეტყვი... Jun 24 2007, 06:48 PM
::სალომე:: ამ სურათებიდან მხო... Jun 24 2007, 06:53 PM
კანონისტი ხვალ დავდებ კრების... Jun 25 2007, 10:32 AM
lamara
ხვალ დავდებ კრები... Jun 25 2007, 12:19 PM
_Matasi_ როგორ მინდოდა მოსვ... Jun 24 2007, 07:15 PM
kato_Bato ნენა, რამსისქე ვარ :... Jun 24 2007, 07:18 PM
_Matasi_ kato_Bato
:მპუა: Jun 24 2007, 07:26 PM
თამარი_ცქნაფო კატო, რავა დაქალებ... Jun 24 2007, 08:45 PM
kato_Bato თამარი_ცქნაფო
გავ... Jun 24 2007, 09:07 PM
ქავთარაძე ჩამოვედი და ეხლა შ... Jun 24 2007, 10:31 PM
ბექა.შუხოშვილი†
დარიალიდა ფლოიდა... Jun 25 2007, 01:05 AM
N. R. ყველანი ძალიან კარ... Jun 24 2007, 11:15 PM
chven mshvidoba გაიხარეთ ხალხნო, კ... Jun 25 2007, 12:21 AM
მაეასი მოკლე შინაარსს არ ... Jun 25 2007, 12:30 AM
seva სამწუხაროდ მე ვერ ... Jun 25 2007, 01:19 AM
ბექა.შუხოშვილი†
სამწუხაროდ მე ვერ ... Jun 25 2007, 05:15 AM
ქავთარაძე ბექა.შუხოშვილი†
შა... Jun 25 2007, 10:48 AM
kato_Bato chven mshvidoba
გენაცალე შე... Jun 25 2007, 12:07 PM
კანონისტი lamara
ჩემ ძმას?
და მე ა... Jun 25 2007, 12:22 PM
lamara
[b]lamara
ჩემ ძმას?
და მე... Jun 25 2007, 03:44 PM
sofi89 Kato Bato
რა ქალი,რა ქალი... Jun 25 2007, 07:38 PM
ciracira21 ვინმემ მითხარით რა... Jun 26 2007, 11:03 PM
Sotiris
II. სკოლაში საღვთო ს... Jun 27 2007, 05:04 PM
N. R.
2. დაევალოს სამეცნ... Jun 29 2007, 12:21 AM
t.l. მდააა Jun 27 2007, 10:56 AM
catherina_10 აბა წარმატებები ვუ... Jun 27 2007, 12:00 PM
zviadauri Tqven gaxarebas, wevri rom gavxde ra unda vqna mok... Jun 27 2007, 12:14 PM
sofi89 წარმატებებიიი ასე... Jun 27 2007, 12:51 PM
შაკუნა წარმატებებს გისურ... Jun 27 2007, 02:41 PM
კანონისტი Sotiris
არსებობს რამდე... Jun 27 2007, 05:09 PM
Sotiris
Sotiris
განათლების სამ... Jun 27 2007, 06:32 PM
თამარი_ცქნაფო რამდენი კალკია? :o Jun 27 2007, 08:28 PM
ciracira21 ძალიან კარგი იდეაა... Jun 28 2007, 12:18 PM
ბექა.შუხოშვილი† კანონისტი
მივხედა... Jun 28 2007, 10:51 PM
მაეასი ა. მიქაბერიძე ვინ ა... Jun 29 2007, 12:53 AM
ბექა.შუხოშვილი†
ა. მიქაბერიძე ვინ ა... Jun 29 2007, 01:53 AM
mariami_484 გამარჯობათ!
მე ფო... Jun 29 2007, 11:43 AM
ნათია
გამარჯობათ!
მე ფ... Jun 29 2007, 04:17 PM
marine წარმატებებს გისურ... Jun 29 2007, 11:46 AM
mariami_484 მადლობა! :) Jun 29 2007, 11:54 AM
კანონისტი mariami_484
გაიხარე, დიდი ... Jun 29 2007, 12:02 PM
vaxtangi გაუმარჯოს Jun 29 2007, 09:18 PM
seva ბატონო დავით! მეს... Jul 2 2007, 11:28 PM
N. R. ციტატა(კანონისტი @ J... Jul 3 2007, 05:32 PM
კანონისტი N. R.
საოქმო გადაწყვ... Jul 3 2007, 05:37 PM
N. R.
N. R.
საოქმო გადაწყვე... Jul 3 2007, 05:41 PM
კანონისტი N. R.
იურიდიულად ეგრე... Jul 3 2007, 05:50 PM
N. R.
N. R.
იურიდიულად ეგრ... Jul 3 2007, 05:58 PM
seva ბატონო დავით აუცილ... Jul 7 2007, 01:37 PM
sofi89
ამ დავითს სულ ბატო... Jul 15 2007, 12:46 PM
anania მიხარია ამ ფორუმსჰ... Aug 31 2007, 05:12 PM
კანონისტი anania
გაიხარე! :) Aug 31 2007, 05:14 PM
shota_shotadze საწყენია რომ ამ ორ... Sep 3 2007, 12:40 AM
კანონისტი shota_shotadze
პრობლემა არ ა... Sep 4 2007, 01:53 PM
მართა ჩემი მოსაზრება ასე... Sep 4 2007, 02:10 PM
shota_shotadze იქნებ როგორმე შეიკ... Sep 4 2007, 06:05 PM
თათი87 კარგი იქნება თუ და... Sep 5 2007, 03:52 PM
xornabujeli
კარგი იქნება თუ და... Sep 21 2007, 01:14 PM
კანონისტი მართა
shota_shotadze
თათი87
დ... Sep 5 2007, 05:54 PM
qutaiseli აქ ხართ
:) Oct 18 2007, 07:29 PM
qutaiseli გამარჯობათ,ჩვენს მ... Sep 9 2007, 03:52 PM
Anie :jump: რა კარგიაააა Oct 18 2007, 10:10 PM
დავით ივერიელი
ashkarad 18 oqtomberia ukve.. da es tema kidev a... Oct 18 2007, 10:13 PM
vakachi თუ ჯიგრულათ მიმიღე... Nov 9 2007, 12:54 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st December 2025 - 02:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი