![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ბოლო დროს რატომღაც რეკლამირდება ე.წ. ექსტრემალური კრეაციული მოდელი სამყაროს შექმნისა, იმ მოტივით, რომ ის ერთად ერთია, რომელიც ბიბლიასთან მოდის თანხვდენაში. არადა მეჩვენება, რომ საქმე პირიქითაც არის...ამ მიმართულების მესვეურნი "ამტკიცებენ", რომ სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს და თავის ჭკუაში გვთავაზობენ თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის კრიტიკას, რომელიც ხშირად ღიმილის მომგვრელია.
მოკლედ ვიტყვი, რომ ასე ხელაღებით მიდგომა წმინდა წერილის მიმართ, წიგნთა წიგნს წარმოაჩენს ფიზიკის სახელმძღვანელოდ და ამით, პროფანაციას უწევს მას. მეორეს მხრივ, ცნობილია, რომ თანამედროვე ე.წ. ევოლუციური მოდელი სამყაროს შექმნისა (რომლის მიხედვითაც სამყარო გაჩნდა 10-15 მილიარდი წლის წინათ), ჯერ ერთი მრავალი პირდაპირი თუ არაპირდაპირი დაკვირვევებით გამაგრებულია, რასაც ვერ ვიტყვით კრეაციულ მოდელზე და ასევე მონაგონი მითია, რომ ამ მოდელის ფარგლებში ღმერთი არანაირად არ ჯდება და ამიტომ ის ძირეულად ათეისტური მოდელია - ეს უკვე კომუნისტურ პროპაგანდას აყოლილი ანტიკომუნისტი კრეაციონისტების ისტერიას წააგავს. მოდით ვიმსჯელოთ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
QUOTE ამ მიმართულების მესვეურნი "ამტკიცებენ", რომ სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს ალბათ ადამიანი და არა სამყარო. ბიბლიაში მოცემულია მამამთავრების ზუსტი ასაკი და აქედან ითვლიან (კი გეცოდინებათ ამდენი ![]() სამყაროს ასაკი კი ალბათ შესაქმის პირველი დღიდან უნდა აითვალოს. აქ კი უნდა ვივარაუდოთ (ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია), რომ ეს 7 დღე არ იყო ჩვენი დროით 7 დღე, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი დღე-ღამე მზის ჩასვლა-ამოსვლით აითვლება, მნათობები კი მხოლოდ მე-3 დღეს შეიქმნა. ე.ი. ის მილიარდობით წელიწადები (რაზეც გიორგიმ ისაუბრა) სრულიად ლოგიკურად ჯდება სამყაროს შექმნის "7დღეში", რომელიც შეიძლება ჩვენი დროით მილიარდობით წელს გაგრძელდა. დამითვალეთ ახლა რამდენი სისულელე ვთქვი და ჩამქოლეთ ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ალბათ ადამიანი და არა სამყარო. ბიბლიაში მოცემულია მამამთავრების ზუსტი ასაკი და აქედან ითვლიან (კი გეცოდინებათ ამდენი ![]() სამყაროს ასაკი კი ალბათ შესაქმის პირველი დღიდან უნდა აითვალოს. აქ კი უნდა ვივარაუდოთ (ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია), რომ ეს 7 დღე არ იყო ჩვენი დროით 7 დღე, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი დღე-ღამე მზის ჩასვლა-ამოსვლით აითვლება, მნათობები კი მხოლოდ მე-3 დღეს შეიქმნა. ე.ი. ის მილიარდობით წელიწადები (რაზეც გიორგიმ ისაუბრა) სრულიად ლოგიკურად ჯდება სამყაროს შექმნის "7დღეში", რომელიც შეიძლება ჩვენი დროით მილიარდობით წელს გაგრძელდა. დამითვალეთ ახლა რამდენი სისულელე ვთქვი და ჩამქოლეთ ![]() ვინაიდან თემა ეხება სამყაროს შესახებ სწავლებას, ამასთან დაკავშირებით სრულიად მართალი ხარ... რაც შეეხება ადამიანის შექმნას, ეგეც არ მეჩვენება სწორად, რომ ადამიანის წლოვანება ბიბლიიდან აღებული წლებით უნდა ვიანგარიშოთ, იმიტომ რომ: 1. ბიბლიაში მოცემულია მხოლოდ ის პერიოდები და ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვანნი იყვნენ აღთქმული მიწის დამკვიდრების ისტორიაში და არა ყველა, ამიტომ იქ ბევრი ღია შუალედია და ის ვინც მოცემულია, არც მათ შესახებ ვიცით დიდი არაფერი, მაგალითად იობი, როდის არსებობდა თითქმის არაფეერია ცნობილი... 2. ბიბლია არ გახლავთ სახელმძღვანელო არც ფიზიკის და არც ბიოლოგიის, რომ იქ ვეძიოთ რაიმე ზუსტი მეცნიერული თარიღები 3. არსებული დათარიღების მეთოდები,რომლებიც გამოიყენება პალეონტოლოგიასა და არქეოლოგიაში წარმოადგენს ძალიან კომპლექსურ, სხვადასხვა მეთოდებისგან შემდგარ მიდგომას და ისინი ადასტურებენ, რომ ე.წ. ნეანდერტალელი, ცხოვრობდა რამდენიმე ათეული ათასი წლის წინათ, რაც,როგორც მინიმუმ ერთი რიგით აღემატება რამდენიმე ათას წელს. მაგრამ ჩემი თხოვნაა, ჯერ სამყაროს შესახებ ვისაუბროთ,რათა ოფტოპიკი არ გამოვიდეს.... პ.ს. სხვათა შორის გენური პალეონტოლოგიის ინსტიტუტში, სადაც სულ 5 თანამშრომლიდან ერთი ქართველიცაა, აღმოაჩინეს ე.წ. ევას გენი და იპოვეს მისი წლოვანებაც, რომელიც აღმოჩნდა დაახლოებით 200 000 წელი. ახლა მიდის კამათი პალეონტოლოგებსა და გენურ პალეონტოლოგებს შორის, რათა შეათანხმონ შედეგები, რადგან პალეონტოლოგები საუბრობენ მილიონ წლებზეც, ხოლო გენურმა პალეონტოლოგიამ ე.წ. ევას წლოვანება დაათარიღა 200 000 წლით. ანუ იპოვა წინაპარი ქალის საერთო გენის წლოვანება, რომლის დასაწყისად ითვლება დაახლოებით 10000 იანი პოპულაცია, უფრო ზუსტი მეთოდები ჯერ არ არსებობს, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ წინაპარი ქალის გენის წლოვანება მაგდენია დაახლოებით. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 06:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი