![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ბოლო დროს რატომღაც რეკლამირდება ე.წ. ექსტრემალური კრეაციული მოდელი სამყაროს შექმნისა, იმ მოტივით, რომ ის ერთად ერთია, რომელიც ბიბლიასთან მოდის თანხვდენაში. არადა მეჩვენება, რომ საქმე პირიქითაც არის...ამ მიმართულების მესვეურნი "ამტკიცებენ", რომ სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს და თავის ჭკუაში გვთავაზობენ თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის კრიტიკას, რომელიც ხშირად ღიმილის მომგვრელია.
მოკლედ ვიტყვი, რომ ასე ხელაღებით მიდგომა წმინდა წერილის მიმართ, წიგნთა წიგნს წარმოაჩენს ფიზიკის სახელმძღვანელოდ და ამით, პროფანაციას უწევს მას. მეორეს მხრივ, ცნობილია, რომ თანამედროვე ე.წ. ევოლუციური მოდელი სამყაროს შექმნისა (რომლის მიხედვითაც სამყარო გაჩნდა 10-15 მილიარდი წლის წინათ), ჯერ ერთი მრავალი პირდაპირი თუ არაპირდაპირი დაკვირვევებით გამაგრებულია, რასაც ვერ ვიტყვით კრეაციულ მოდელზე და ასევე მონაგონი მითია, რომ ამ მოდელის ფარგლებში ღმერთი არანაირად არ ჯდება და ამიტომ ის ძირეულად ათეისტური მოდელია - ეს უკვე კომუნისტურ პროპაგანდას აყოლილი ანტიკომუნისტი კრეაციონისტების ისტერიას წააგავს. მოდით ვიმსჯელოთ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ასევე მონაგონი მითია, რომ ამ მოდელის ფარგლებში ღმერთი არანაირად არ ჯდება და ამიტომ ის ძირეულად ათეისტური მოდელია - ეს უკვე კომუნისტურ პროპაგანდას აყოლილი ანტიკომუნისტი კრეაციონისტების ისტერიას კი, ეგ ეგრეა. საერთოდ იდეა რომ თუ ადამიანი მაღალ დონეზე ერკვეოდა მაკროსამყაროს და მიკროსამყაროს შემსწავლელ მეცნიერებებში (მაგალითად: ასტრონომიაში, ასტროფიზიკაში, ბირთვულ ფიზიკაში და ასევე მიკრობიოლოგიაში), რომ თავისთავად ათეისტი უნდა ყოფილიყო სუფთად კომუნისტური პროპაგანდის შედეგია. ევროპაში და ა.შ.შ. არის უამრავი ადამიანი რომელსაც სწამს ან არ სწამს ღმერთის, მაგრამ ეს არანაირად არაა დამოკიდებული მის მეცნიერულ ცოდნაზე ზემოთ ხსენებული დარგების მიმართ. თანამედროვე მსოფლიოში არის ბევრი კრეაციონისტი, რომელიც იზიარებს თანამედროვე მეცნიერების არსებულ დამოკიდებულებას და ეს სულაც არ გამორიცხავს ღმერთის არსებობას, ადამიანს შეუძლია იწამოს ან არ იწამოს ღმერთი, მაგრამ მეცნიერულად ორივე პოზიცია თანაბარუფლებიანია და ის არანაირად არ იხრება ათეიზმის სასარგებლოდ. გთხოვთ უყუროთ ლინკზე არსებულ ვიდეო მასალას, რომელიც არის ყველაზე თანამედროვე მეცნიერების მიერ შექმნილი თეორია ღმერთის შესახებ - The God Theory: http://www.youtube.com/watch?v=W9feXeL-3XA ასევე ძალიან საინტერესო გადაცემა სახელწოდებით, კოსმოლოგია ამტკიცებს ღმერთის არსებობას - Cosmology ProvesThe Existence of God - Lee Strobel: http://www.youtube.com/watch?v=kdeiRYXwg1E -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 09:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი