![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ბოლო დროს რატომღაც რეკლამირდება ე.წ. ექსტრემალური კრეაციული მოდელი სამყაროს შექმნისა, იმ მოტივით, რომ ის ერთად ერთია, რომელიც ბიბლიასთან მოდის თანხვდენაში. არადა მეჩვენება, რომ საქმე პირიქითაც არის...ამ მიმართულების მესვეურნი "ამტკიცებენ", რომ სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს და თავის ჭკუაში გვთავაზობენ თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის კრიტიკას, რომელიც ხშირად ღიმილის მომგვრელია.
მოკლედ ვიტყვი, რომ ასე ხელაღებით მიდგომა წმინდა წერილის მიმართ, წიგნთა წიგნს წარმოაჩენს ფიზიკის სახელმძღვანელოდ და ამით, პროფანაციას უწევს მას. მეორეს მხრივ, ცნობილია, რომ თანამედროვე ე.წ. ევოლუციური მოდელი სამყაროს შექმნისა (რომლის მიხედვითაც სამყარო გაჩნდა 10-15 მილიარდი წლის წინათ), ჯერ ერთი მრავალი პირდაპირი თუ არაპირდაპირი დაკვირვევებით გამაგრებულია, რასაც ვერ ვიტყვით კრეაციულ მოდელზე და ასევე მონაგონი მითია, რომ ამ მოდელის ფარგლებში ღმერთი არანაირად არ ჯდება და ამიტომ ის ძირეულად ათეისტური მოდელია - ეს უკვე კომუნისტურ პროპაგანდას აყოლილი ანტიკომუნისტი კრეაციონისტების ისტერიას წააგავს. მოდით ვიმსჯელოთ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს და თავის ჭკუაში გვთავაზობენ თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის კრიტიკას ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამყარო რამოდენიმე ათასი წლის წინ შექმნილიყო და ის ყველაზე დიდ წინააღმრდეგობას შორეული (ან თუნდაც უახლოესი) გალაქტიკების ტელესკოპური დამზერისას აწყდება. საქმე იმაშია, რომ თვით უახლოეს - ანდრომედას გალაქტიკამდე მანძილი იმდენად დიდია, რომ სინათლე, რომელიც ღია კოსმოსის სიცარიელეში (პრაქტიკულად ვაკუუმში) თითქმის 300 000 კმ/წმ-ში მოძრაობს, ჩვენამდე მოღწევას 2 000 000 წელს უნდება. მანძილი ამ გალაქტიკამდე დაახლოებით 2 000 000 "სინათლის წელია", ანუ სულ მცირე ის 2 000 000 წელი მაინც არის რაც არსებობს. ლაპარაკი აღარაა შორეულ გალაქტიკებზე და კვაზარებზე, რომლამდეც მანძილი რამდენიმე მილიარდი "სინათლის წელია" და მაშასადამე ჩვენ მათ იმ მდგომარეობაში ვხედავთ, როგორებიც იყვნენ რამდენიმე მილიარდი წლის წინ, ანუ მათი ასაკიც მილიარდობით წლით განისაზღვრება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამყარო რამოდენიმე ათასი წლის წინ შექმნილიყო და ის ყველაზე დიდ წინააღმრდეგობას შორეული (ან თუნდაც უახლოესი) გალაქტიკების ტელესკოპური დამზერისას აწყდება. საქმე იმაშია, რომ თვით უახლოეს - ანდრომედას გალაქტიკამდე მანძილი იმდენად დიდია, რომ სინათლე, რომელიც ღია კოსმოსის სიცარიელეში (პრაქტიკულად ვაკუუმში) თითქმის 300 000 კმ/წმ-ში მოძრაობს, ჩვენამდე მოღწევას 2 000 000 წელს უნდება. მანძილი ამ გალაქტიკამდე დაახლოებით 2 000 000 "სინათლის წელია", ანუ სულ მცირე ის 2 000 000 წელი მაინც არის რაც არსებობს. ლაპარაკი აღარაა შორეულ გალაქტიკებზე და კვაზარებზე, რომლამდეც მანძილი რამდენიმე მილიარდი "სინათლის წელია" და მაშასადამე ჩვენ მათ იმ მდგომარეობაში ვხედავთ, როგორებიც იყვნენ რამდენიმე მილიარდი წლის წინ, ანუ მათი ასაკიც მილიარდობით წლით განისაზღვრება. ყოჩაღ გიო ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#4
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ყოჩაღ გიო ![]() ძალიან კმაყოფილი ვარ ამ თემის გახსნით. ადამიანს არ უნდა შეეშინდეს დიდი რიცხვების. მისი შიში დიდი რიცხვების მიმართ გამოწვეულია ადამიანური განზომილებებიდან, არადა დროის შეგრძნებაც ფარდობითია და ღვთისათვის სულაც არ არის უზარმაზარი არც სამყარო და არც მისი ასაკი (დაახლოებით 15 მილიარდი წელი), მაგრამ თავისთავად სამყაროს იმ ზომებში შექმნას და დღევანდლამდე ასეთ განვითარებას აუცილებლად დასჭირდებოდა რამოდენიმე მილიარდი წელი, რომელიც თავის მხრივ არც დიდი რიცხვია და არც პატარა, უბრალოდ ის ზუსტად მიესადაგება სამყაროს სივრცით მასშტაბებს. თუ რამხელაა სამყარო და თუ როგორ ხდება მისი დროში დანახვა ამაზე ნათელი წარმოდგენის შესახებ შეგვიძლია ვნახოთ ვიდეოსიმულაცია, სადაც ნაჩვენებია სინათლის სხივის სისწრაფით მოგზაურობა სამყაროში, ვიდეოსიმულაციის სახელწოდებაა: "რძიანი გზა და მისი მიღმა" ანუ "Milkyway and Beyond": http://www.youtube.com/watch?v=zJ8CUz4MZ1M -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 06:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი