![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ბოლო დროს რატომღაც რეკლამირდება ე.წ. ექსტრემალური კრეაციული მოდელი სამყაროს შექმნისა, იმ მოტივით, რომ ის ერთად ერთია, რომელიც ბიბლიასთან მოდის თანხვდენაში. არადა მეჩვენება, რომ საქმე პირიქითაც არის...ამ მიმართულების მესვეურნი "ამტკიცებენ", რომ სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს და თავის ჭკუაში გვთავაზობენ თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის კრიტიკას, რომელიც ხშირად ღიმილის მომგვრელია.
მოკლედ ვიტყვი, რომ ასე ხელაღებით მიდგომა წმინდა წერილის მიმართ, წიგნთა წიგნს წარმოაჩენს ფიზიკის სახელმძღვანელოდ და ამით, პროფანაციას უწევს მას. მეორეს მხრივ, ცნობილია, რომ თანამედროვე ე.წ. ევოლუციური მოდელი სამყაროს შექმნისა (რომლის მიხედვითაც სამყარო გაჩნდა 10-15 მილიარდი წლის წინათ), ჯერ ერთი მრავალი პირდაპირი თუ არაპირდაპირი დაკვირვევებით გამაგრებულია, რასაც ვერ ვიტყვით კრეაციულ მოდელზე და ასევე მონაგონი მითია, რომ ამ მოდელის ფარგლებში ღმერთი არანაირად არ ჯდება და ამიტომ ის ძირეულად ათეისტური მოდელია - ეს უკვე კომუნისტურ პროპაგანდას აყოლილი ანტიკომუნისტი კრეაციონისტების ისტერიას წააგავს. მოდით ვიმსჯელოთ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
iraklidze |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 ![]() |
ა ხალხი, აბა ამას ვლაპააკობი მეც ურწმუნოების თემაში და კინაღამ კოცონზე დამწვეს
![]() ![]() ![]() მაგრამ ისე მე რაც მინახავს და წამოკითხავს 13 მილიარდს ამბობენ დადასტურებით. მარგამ ისე ერთი რამ მაინტერესებს, თუ სამყარო ფართოვდება, მაშინ რის მიმართ, ანუ მას ხომ უნდა ქონდეს რაიმე ცენტრი გაფართოების? ან რამე გაბარიტი. გიორგი მე ირმის ნახტომუ უფრო მომწონს კარგად ჟღერს ![]() -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
გიორგი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ა ხალხი, აბა ამას ვლაპააკობი მეც ურწმუნოების თემაში და კინაღამ კოცონზე დამწვეს ![]() ![]() აწი საერთოდ ვინც დაინტერესებულია სამყაროს შექმნით და განვითარებით, აინტერესებს კრეაციონისტული შეხედულებები და მისი მიმართება სამყაროს კოსმოლოგიური მოდელის მიმართ შემოვიდეს და ამ თემაში დაპოსტოს. რამოდენიმე ფორუმელს აქვს საკმაოდ კარგი ცოდნა ამის შესახებ და ძალიან საინტერესო იქნება მათთან საუბარი წარმოდგენების ჩამოყალიბებისათვის. რაც შეეხება სამყაროს გეომეტრიას, ეს ძალიან რთულ რაღაცას შეეჭიდე, სამყაროს გეომეტრია იყოფა ორ ნაწილად: ლოკალური გეომეტრია და გლობალური გეომეტრია. ლოკალური გეომეტრია იყოფა სიმრუდის ომეგა კოეფიციენტებად: კოეფიციენტი ტოლია ერთის (ბრტყელი ბუნების სამყარო), კოეფიციენტი თუ ნაკლებია ერთზე, (ჰიპერბოლური ბუნების სამყარო) და თუ მეტია ერთზე (სფერული ბუნების სამყარო). გლობალური გეომეტრია მოიცავს ყველა ლოკალურ გეომეტრიას. ივარაუდება რომ სამყარო არის სფერული ბუნების მქონე სფერო ანუ ჰიპერსფერო და გაფართოება ხდება ჰიპერსფეროს ცენტრის მიმართ. უფრო ზუსტად ალბათ კანუდოსელი დაწერს მერე . . . ერთი ფაქტი, რომელიც ძალიან მაღალი ალბათობით დასტურდება არის ის რომ, იყო დრო, როცა არ არსებობდა არც მატერია, არც ცარიელი სივრცე და არც დრო (დრო გაჩნდა სივცეში გადაადგილების თანავე) და ეს ყველაფერი მყისიერად შეიქმნა, ანუ სამყაროს აქვს დასაწყისი დროში და დასასრული გეომეტრიაში, რადგან ის დღესაც ფართოვდება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 06:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი