![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
აქ, ვისაც რა ლექსი მოგწონთ ხალხური, გთხოვთ დაწეროთ.
ასევე, ისაუბრეთ ხახლურ პოეზიაზე ზოგადად. ![]() -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
zviadauri |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 ![]() |
არ გათეთრდება ყორანი,
რაც უნდა ხეხო ქვიშითა. მტერნი არ შეგვიბრალებენ ტირილითა და ვიშითა არც არა მარგო ტირილმა, არც არა ცრემლის დენამა, აჯობა ისევ სიცილმა, ლაქარდიანმა ენამა. გამხიარულდით, სწორებო, სანამ ერთურთსა ვხედავთო, მოვკვდებით, დავიკარგებით, შავ მიწას ამოვხედავთო. შავის მიწისა ნაჟური გულზედა ჩამოგვდიოდეს. ტიროდეს ქალი და რძალი, ჩვენ ერთიც არ მოგვდიოდეს . ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ, ერი დაგიწყებს გმობასა, სადაც კი შემოგეყრები, გეტყვი შვილსა და ძმობასა .. შენ მახველ- მზეცა მოვიდა, მეც აქ მავშავდი ქოლვილი, შენ წახვალ-მზეცა წავალის, ვარდი დაჭკნება,ყოილი. მინდვრიდან მახველ შენ ქალო, ამამავალი მზე ხარო, ნეტა იმ ვაჟის დედასა ვის სახლშიც შენა ყევხარო. წარბები გადაგხატვია, გიმშვენებს ორსავ თოლებსა, ტანი ალვის ხეს მიგიგავს, პირი გაბადრულ მთვარესა. აიმ მთაზედა ყორნები, ბუდობენ არ იშლიანო. არ შამოგხედო,ქალაო, თოლნი არ დაიშლიანო. ... დარდისას გეტყვი, დარდისას, გულში რომ ნაღვლად დიოდეს, სიხარულს ვერ მიეკარო, სული სიმწრითა გტკიოდეს; ერთ ადგილს ვერ მოისვენო, სული დარბოდეს, წიოდეს, დღეის იმედი არ გქონდეს, ხვალ მზე არ ამოგდიოდეს". მითხარი, ამნაირ ყოფას რა ყოფა უნდა ჰქვიოდეს?" "ძმაო, რაი სჯობს ძმობასა, ერთმანეთისა ყმობასა, ერთმანეთი ვერ ვიცანით, დახე ჩვენს უგუნობასა". "არც თავს არგია, არც სხვასა, არც მოღვაწეობს ღვთისათვის, გადაბრუნდება, მოკვდება, დარჩება ეშმაკისათვის". "შე გიო ამილახვარო, გუნება თაღლითიანო, ხან აქეთა ხარ, ხან იქით, საითაც ქარნი ქრიანო". "არ მეგონა, შავი წყალი აგრე ამიდიდდებოდა, ჩემი სწორი, ჩემზე ყროლი აგრე გამიდიდდებოდა". "მეცნიერები გამოჩნდნენ, ცნობას კრიფავდნენ ცისასა, იძიეს, გამოიძიეს: "დაღამდეს შუადღისასა". "წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო, გაიზრდებიან ობლები, მამულზე დადგებიანო". ... ტურფა ბაღი და წალკოტი ეკლითა ვინმემ შენარა. რკინისა კარი შეაბა კლიტე მე მომცა, შენ, არა სიკვდილსა შენსა სანაცვლოდ თავსა მე მივცემ, შენ, არა ვაი თუ ზედ ისიც დამერთოს მე მიყვარდე და შენ, არა zogi xval iyos jigrebo..axla pawa davigale ამ ლექსის ფანი ვარ.. ,,ერთხელ შენც გნახე, სიკვდილო, ჩაგძინებოდა მთაზედა. ვიფიქრე, გავუსწორდები, ხელიც ავიკარ ხმალზედა. მეგრამ ვერ გამოგიმეტე, მზე დაგფენოდა თავზედა. დავიჩოქე და გაკოცე ნამმოკიდებულ თმაზედა." მაგარია ესეც ქალავ ისეთი თეთრი ხარ, როგორც საყდარში კირია, ღამიღამ მამაგონდები წამავჯდები და ვტირია natvrac amas hqvia:) ნეტავი, გოგო, შენი ხმა ავადმყოფს გამაგონაო. ტუჩი ტუჩს დამადებინა, ძუძუებს ჩამაკონაო. მალ-მალე მოდი ჩემთანა, შენც ობოლი ხარ, მეცაო, უბეში ხელის ჩაყოფა შენც გეამება, მეცაო. ნეტავი, გოგო, მე და შენ ერთადამც დაგვაწვინაო, დაგვხურა ჩემი ნაბადი, მაღლით დაუშვა წვიმაო. ნეტავი, გოგო, მე და შენ ერთმანეთს დაგვატოლაო, რომელიც მეტი მოვიდეს, მაკრატლით დაგვასწორაო! ... რად გინდა ქალი ლამაზი, რა ომში გამოგადგება, ჩაიცვამს წითელ-ყვითელსა, გამოვა, კარზე დადგება, იმის შემყურე ვაჟკაცი კელაპტარივით დადნება აბა ამ მხრივ დროებით |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 07:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი