კრეაციონიზმი თუ "ექსტრემალური კრეაციონიზმი"?, ვიმსჯელოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კრეაციონიზმი თუ "ექსტრემალური კრეაციონიზმი"?, ვიმსჯელოთ |
კანუდოსელი |
Jun 26 2007, 04:23 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ბოლო დროს რატომღაც რეკლამირდება ე.წ. ექსტრემალური კრეაციული მოდელი სამყაროს შექმნისა, იმ მოტივით, რომ ის ერთად ერთია, რომელიც ბიბლიასთან მოდის თანხვდენაში. არადა მეჩვენება, რომ საქმე პირიქითაც არის...ამ მიმართულების მესვეურნი "ამტკიცებენ", რომ სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს და თავის ჭკუაში გვთავაზობენ თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის კრიტიკას, რომელიც ხშირად ღიმილის მომგვრელია.
მოკლედ ვიტყვი, რომ ასე ხელაღებით მიდგომა წმინდა წერილის მიმართ, წიგნთა წიგნს წარმოაჩენს ფიზიკის სახელმძღვანელოდ და ამით, პროფანაციას უწევს მას. მეორეს მხრივ, ცნობილია, რომ თანამედროვე ე.წ. ევოლუციური მოდელი სამყაროს შექმნისა (რომლის მიხედვითაც სამყარო გაჩნდა 10-15 მილიარდი წლის წინათ), ჯერ ერთი მრავალი პირდაპირი თუ არაპირდაპირი დაკვირვევებით გამაგრებულია, რასაც ვერ ვიტყვით კრეაციულ მოდელზე და ასევე მონაგონი მითია, რომ ამ მოდელის ფარგლებში ღმერთი არანაირად არ ჯდება და ამიტომ ის ძირეულად ათეისტური მოდელია - ეს უკვე კომუნისტურ პროპაგანდას აყოლილი ანტიკომუნისტი კრეაციონისტების ისტერიას წააგავს. მოდით ვიმსჯელოთ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მნათე |
Jun 27 2007, 03:05 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა რომ არ მოგატყუო,ვერ გავიგე ეგ ადამიანი რას ამბობს...ჩამოყალიბებული იდეოლოგია არ გააჩნია, როდესაც ვკითხე რატომ გინდათ 7000 წელზე ასეთი პირდაპირი მითითება, რადგან ის არც ბიბლიდან ამოღებული რიცხვიათქო და წმინდა მამებიდანაც არაერთგვაროვანი ტრადიცია გვაქვსთქო ბუკვალურად წაკითხვასთან დაკავშირებით...მითხრა ურთიერთ გამომრიცხავი რამ, ჯერ თქვა, რომ არა,ვინ ამბობს რომ გინდა თუ არა7000 გვინდაო...მერე იბაზრა და ბოლოდ თქვა,მაგრამ წმინდა მამათა ტრადიციით ეს საკითხი ცალსახაა, რომ ევოლუციური მოდელი არასწორიაო ჩემი დიაგნოზით, ეგ ადამიანი დილეტანტია, თუმცა წარბ აწეული დადის სერიოზული სახით...მისი უახლოესი მეგობარი (სარატნიკი ) მერაბ ჯიბლაძეა აბა ისაა, თუ არის...ისეთებს წერს, ხვდები, რომ ცხოვრებაში კოსმოლოგიის წიგნი არ გადაუშლია, არადა მას აკრიტიკებს და ფიზიკა მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხსაც ატარებს 3-ანსაც არ იმსახურებს სამწუხაროდ....წიგნიც მაჩუქა, "ვაი დედა" უნდა ერქვას იმ წიგნს შენი ყბა მეტად საშიშია -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 12:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი