![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ბოლო დროს რატომღაც რეკლამირდება ე.წ. ექსტრემალური კრეაციული მოდელი სამყაროს შექმნისა, იმ მოტივით, რომ ის ერთად ერთია, რომელიც ბიბლიასთან მოდის თანხვდენაში. არადა მეჩვენება, რომ საქმე პირიქითაც არის...ამ მიმართულების მესვეურნი "ამტკიცებენ", რომ სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს და თავის ჭკუაში გვთავაზობენ თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის კრიტიკას, რომელიც ხშირად ღიმილის მომგვრელია.
მოკლედ ვიტყვი, რომ ასე ხელაღებით მიდგომა წმინდა წერილის მიმართ, წიგნთა წიგნს წარმოაჩენს ფიზიკის სახელმძღვანელოდ და ამით, პროფანაციას უწევს მას. მეორეს მხრივ, ცნობილია, რომ თანამედროვე ე.წ. ევოლუციური მოდელი სამყაროს შექმნისა (რომლის მიხედვითაც სამყარო გაჩნდა 10-15 მილიარდი წლის წინათ), ჯერ ერთი მრავალი პირდაპირი თუ არაპირდაპირი დაკვირვევებით გამაგრებულია, რასაც ვერ ვიტყვით კრეაციულ მოდელზე და ასევე მონაგონი მითია, რომ ამ მოდელის ფარგლებში ღმერთი არანაირად არ ჯდება და ამიტომ ის ძირეულად ათეისტური მოდელია - ეს უკვე კომუნისტურ პროპაგანდას აყოლილი ანტიკომუნისტი კრეაციონისტების ისტერიას წააგავს. მოდით ვიმსჯელოთ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
მოდით პირველ რიგში ასაკით დავიწყოთ.
რა ვიცით ამის შესახებ? |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოდით პირველ რიგში ასაკით დავიწყოთ. რა ვიცით ამის შესახებ? ასაკის შესახებ მიდგომა რამდენიმეა, 1. ძირითადი არის კოსმოლოგიური, ანუ ის დაკვირვებები და დაკვირვებებთან შეჯერებული თეორიული შედეგები, რომლებიც ეხება კოსმოლოგიას, ანუ სამყაროს შექმნის შესახებ თეორიას 2. დაკვირვებები ადრეულ ეტაპებზე შექმნილ კოსმოსურ ობიექტებზე და მათი შესაძლო დათარიღება; 3. გეოფიზიკის თვალთახედვით, დედამიწის წლოვანების დათარიღება შევეხოთ ჯერ პირველს: დღეს არსებული დიდი აფეთქების კოსმოლოგიური მოდელის თანახმად, სამყარო თუ შეიქმნა,მაშინ აუცილებლად უნდა დასტურდებოდეს ექსპერიმენტალურად. უმთავრესი შედეგი, რასაც ვიღებთ ამ თეორიიდან არის ის, რომ ყველა გალაქტიკა უნდა გაურბოდეს ერთმანეთს სიჩქარით,რომელიც პროპორციულია მათ შორის მანძილის, ანუ მარტივად რომ ვთქვათ: თუ მანძილი ორჯერ მეტია,მაშინ ამ ორ გალაქტიკის ერთმანეთისგან განარბენის სიჩქარეც 2-ჯერ მეტი იქნება. წინა საუკუნეში ცნობილმა დამკვირვებელმა ჰაბლმა მართლაც დაადასტურა, რომ ყველა გალაქტიკა რომელიც გარბის ჩვენგან - დიდი სიზუსტით ემორჩილება კოსმოლოგიური თეორიის ჩემს მიერ ნახსენებ კანონს. მაგრამ საინტერესოა რატომ არის ეს კანონი მნიშვნელოვანი? საქმე იმაშია, რომ ის პროპორციულობის კოეფიციენტი პირდაპირ დაკავშირებულია სამყაროს წლოვანებასთან, თუ ვიცით ის კოეფიციენტი (ჰაბლის კოეფიციენტი), მაშინ მისი შებრუნებული მნიშვნელობა სწორედ სამაროს წლოვანების შეფასებას იძლევა. დღეს არაერთი სხვადასხვა სატელირტური ტელესკოპებიდან დაიკვირვება ე.წ. ჰაბლის გარბენა და არის შეფასებული ჰაბლის კოეფიციენტი, რომლისათვისაც სამყაროს წლოვანება გამოდის დაახლოებით 12 მილიარდი წელი. მოდევნო შედეგი იყო, ის, რომ გალაქტიკები დიდ მასშტაბებზე უნდა ყოფილიყო განლაგებული საკმაოდ ერთგვაროვნად - ესეც დადასტურდა ექსპერიმენტალურად და კიდევ უფრო არა ტრივიალური შედეგი თეორიისა: თეორია ამბობს, რომ თუ მართლაც მოხდა დიდი აფეთქება, მაშინ ა) იმ აფეთქებიდან უნდა დარჩენილიყო გამოსხივების ნარჩენი, რომლის დაკვირვება დღესაც შესაძლებელი უნდა იყოს და ბ) ეს გამოსხივება უნდა მოდიოდეს სამყაროს ყველა მიმართულებიდან და არა მარტო ერთი წერტილიდან (დამეთანხმეთ უცნაური შედეგია და არა ტრივიალური) და უნდა ქონდეს თითქმის ერთნაირი ინტენსიობა როგორც უკვე მიხვდით, ეს ორი თეორიული შედეგიც დადასტურდა ექსპერიმენტალურად და მართლაც აღმოჩნდა, რომ რადიო ტალღები მართლაც მოდის ყველა მიმართულებიდან, რომელთა ინტენსიობა მიუხედავად სხვადასხვა მხარიდან მოსული რადიო ნაკადებისა - ძალიან დიდი სიზუსტით ერთნაირია. ყოველივე ზემოთ ხსენებული ამბობს შემდეგს: დიდი აფეთქების თეორია იმსახურებს ყურადღებას, რამეთუ დასტურდება უამრავი კოსმოლოგიური დაკვირვებით და ამიტომ სამყაროს მისეული დათარიღება დაახლ. 12 მილიარდი წელი სარწმუნოდ შეიძლება ჩაითვალოს. შემდეგ მეთოდებზე დათარიღებისა გავაგრძელებ კიდევ... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#4
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ყოველივე ზემოთ ხსენებული ამბობს შემდეგს: დიდი აფეთქების თეორია იმსახურებს ყურადღებას, რამეთუ დასტურდება უამრავი კოსმოლოგიური დაკვირვებით და ამიტომ სამყაროს მისეული დათარიღება დაახლ. 12 მილიარდი წელი სარწმუნოდ შეიძლება ჩაითვალოს. დაახლოებით ეგრეა. ზოგიერთი მეცნიერები ავრცელებენ უფრო ზუსტ თარიღს, 13,8 მილიარდი წელიწადი, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. სამყაროს ასაკი დაახლოებით 15 მილიარდი წლის მახლობლობაშია და ამ რიგის რიცხვები სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა დიდი აფეთქების თეორია იმითაც იმსახურებს ყურადღებას, რომ თუ აფეთქების შემდეგ სამყაროს ზომებმა გაფართოება დაიწყო, მაშინ ის ადრე გაცილებით უფრო მკვრივი უნდა ყოფილიყო და კონკრეტული ზომის სივრცეში ადრე გაცილებით მეტი მატერია უნდა ყოფილიყო თავმოყრილი და ძალიან მჭიდრო გალაქტიკების და ნისლეულების გროვები უნდა შექმნილიყო. ამის დამზერა დღესაც შეიძლება, რადგან უშორესი გალაქტიკების მიერ გამოსხივებული ტალღები (სულ ერთია ხილულ დიაპაზონში თუ თვალისთვის უხილავი რადიოგალაქტიკები) ჩვენამდე მილიარდობით წლის დაგვიანებით მოდის და თან მოაქვს ინფორმაცია წარსულის შესახებ. ამ საშუალებით ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია დავინახოთ სამყაროს წარსული, სადაც საკმაო სიზუსტით დასტურდება ზემოთ ხსენებული და შეინიშნება გალაქტიკების დიდი სიმჭიდროვე. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#5
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
დაახლოებით ეგრეა. ზოგიერთი მეცნიერები ავრცელებენ უფრო ზუსტ თარიღს, 13,8 მილიარდი წელიწადი, მანდ ერთი პრობლემაა, რომელიც დააკონკრეტებდა თარიღს: სამყარო ჩაკეტიკია თუ ღია სისტემა? დათარიღება დამოკიდებულია ამ ფაქტორზე, თუმცა არა პრინციპულად. საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ დათარიღებათა ინტერვალი იცვლება 10 დან 15-მდე ჰო, სხვათა შორის, აქ საინტერესო იქნება კრეაციონისტების სტერეოტიპებსაც შევეხოთ, ანუ რას ამბობენ ისინი ამ დაკვირვებების შესახებ. თუ რა არგუმენტი აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ სინათლე ანდომებს ჩვენამე მოსაღწევად რამდენიმე მილიარდ წელსაც ზოგიერთი ობიექტიდან. ისინი გვთავაზობენ ახალ ![]() ![]() ![]() მაგარია, მაგრამ მთელი მუღამი იმაშია, რომ თუ ის ასეთი ტემპით მცირდებოდა, ის უნდა დაიკვირვებოდეს დღეს არსებული სიზუსტის ფარგლებში, 10 წლიანი ექსმერიმენტის შედეგად, არადა სინათლის სიჩქარის გაზომვას კიდევ უფრო დიდი ისტორია აქვს და არაფერი მსგავსი მაიკელსონის მეთოდით (გაუმჯობესებული ვარიანტით) გაზომილ სიჩქარეში არ დაუნახავთ. მოკლედ ბაღათურიას დიდად გავაწბილებდი, აჯობებს წიგნები იკითხოს სისულელეების ბრახუნს, მაგალითად, რომ თურმე "კვანტურმა ფიზიკამ (რომელმა არ ამბობს) დაამტკიცა რომ სამყაროს წლოვანება რამდენიმე 1000 წელია", და იგივე "კვანტურმა ფიზიკამ დაამტკიცა, რომ ღმერთი არსებობს"...ნუ ბაღათურიას აზრით კვანტური ფიზიკა ლუმინალის პონტშია, ყველაფერს ამტკიცებს და კურნავს ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#6
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
არადა სინათლის სიჩქარის გაზომვას კიდევ უფრო დიდი ისტორია აქვს რა თქმა უნდა . . . ძალიან ცოტამ იცის რომ სინათლის სიჩქარე პირველად გაზომა როიმერმა ჯერ კიდევ 1676 წელს. მას შემდეგ რაც გალილეიმ აღმოაჩინა იუპიტერის ოთხი გიგანტური თანამგზავრი, მან განიმედზე უმარტივესი ტელესკოპით დაკვირვებით შეამჩნია რომ პერიოდი იუპიტერის თანამგზავრების დაბნელებებს შორის სხვადასხვა იყო და მიხვდა რომ ეს განპირობებული იყო იუპეტერამდე მანძილის ცვლილებაზე. მანძილი იზრდებოდა იუპიტერსა და დედამიწას შორის და სინათლე დედამიწის "დაწევაში" დროს კარგავდა და იუპიტერის კიდეზე განიმედის გამოჩენა რამდენიმე წუთით აგვიანებდა წინა მდგომარეობასთან შედარებით. მაშინ ზუსტად არ იცოდა მან მანძილები პლანტეტებს შორის და მიიღო ძალიან მიახლოებითი (სხვათა შორის უფრო პატარა რიცხვი ![]() გიორგის მცირე,მეგობრული შენიშვნა, მოდი ნამეტანი მეცნიერულ ტარმინებში ნუ გადავვარდებით,თუ ეს ნამეტანი აუცილებელი არ იქნება... მიღებულია . . . შემდეგი სტერეოტიპი: თურმე სამყარო წლოვანი შეიქმნა (@ბაღათურია) მოიცადე და ეგ ბაღათურია იმას არ ამბობდა რომ სინათლის სიჩქარე აჩქარდაო? ამან არ გაამართლა და მერე თქვა, რომ სამყარო წლოვანი შეიქმნაო თუ პირიქით? ნეტავი რის საფუძველზე დაუშვა ეს? ![]() -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#7
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოიცადე და ეგ ბაღათურია იმას არ ამბობდა რომ სინათლის სიჩქარე აჩქარდაო? ამან არ გაამართლა და მერე თქვა, რომ სამყარო წლოვანი შეიქმნაო თუ პირიქით? ნეტავი რის საფუძველზე დაუშვა ეს? ![]() რომ არ მოგატყუო,ვერ გავიგე ეგ ადამიანი რას ამბობს...ჩამოყალიბებული იდეოლოგია არ გააჩნია, როდესაც ვკითხე რატომ გინდათ 7000 წელზე ასეთი პირდაპირი მითითება, რადგან ის არც ბიბლიდან ამოღებული რიცხვიათქო და წმინდა მამებიდანაც არაერთგვაროვანი ტრადიცია გვაქვსთქო ბუკვალურად წაკითხვასთან დაკავშირებით...მითხრა ურთიერთ გამომრიცხავი რამ, ჯერ თქვა, რომ არა,ვინ ამბობს რომ გინდა თუ არა7000 გვინდაო...მერე იბაზრა და ბოლოდ თქვა,მაგრამ წმინდა მამათა ტრადიციით ეს საკითხი ცალსახაა, რომ ევოლუციური მოდელი არასწორიაო ![]() ჩემი დიაგნოზით, ეგ ადამიანი დილეტანტია, თუმცა წარბ აწეული დადის სერიოზული სახით...მისი უახლოესი მეგობარი (სარატნიკი ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#8
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ბოლოს თქვა, მაგრამ წმინდა მამათა ტრადიციით ეს საკითხი ცალსახაა, რომ ევოლუციური მოდელი არასწორიაო რატომ? არის კრეაციონიზმის სხვადასხვა განშტოებები, რომლებიც სხვადასხვა დოზით ემხრობიან სამყაროს ევოლუციურ განვითარებას, განსაკუთრებით პლანეტარულ დონეზე. ჩემი აზრით საჭიროა ღმერთის მიერ შექმნილი სამყაროს ძალიან სერიოზული კრეაციონიზმის ჩამოყალიბება, რომელიც ფაქტობრივად დაამტკიცებს ღმერთის არსებობას ყველა თანამედროვე მეცნიერული მიღწევების საფუძველზე და არაა საჭირო არავითარი ექსტრემალური გამოსვლები, რომელიც საფუძველს ძალიან მოკლებულია და მისი ძალიან არა მეცნიერული და ნაკლებ სავარაუდო დაშვებების გამო რწმენის ნაცვლად ათეიზმისკენ უბიძგებს დაბნეულ ადამიანებს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#9
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
რატომ? არის კრეაციონიზმის სხვადასხვა განშტოებები, რომლებიც სხვადასხვა დოზით ემხრობიან სამყაროს ევოლუციურ განვითარებას, განსაკუთრებით პლანეტარულ დონეზე. კრეაციონიზმი - როგორც მეცნიერების მიმართულება არ არსებობს, ადამიანს მხოლოდ რწმენა ათქმევინებს, რომ იგივე დიდი აფეთქების მომენტის წინ - ღმერთია. არ ვიცი რომელ კრეაციონისტებზე საუბრობ, ე.წ. კრეაციონისტული საერთაშორისო ინსტიტუტი უშვებს საერთოდ ჩამოყალიბებულ მუტანტებს,რომლებმაც არც მეცნიერებისა და მით უმეტეს თეოლოგიისა - არაფერი იციან... შენი ყბა მეტად საშიშია ![]() ისევ ჩემი საშიში ყბა ჯობია, ბაღათურიას უნიჭო "კალამს",რომლითაც მან წალეკა საპატრიარქო უწყებანის გვერდები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#10
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
არ ვიცი რომელ კრეაციონისტებზე საუბრობ ინტერნეტში ვნახე ლინკები. იყო სხვადასხვა კრეაციონისტული დამოკიდებულებები ჩამოყალიბებული. ზოგი თითქმის უსაფუძვლო, რადგან დედამიწის ასაკი ძალიან მცირე ეწერა, სადღაც 10 000 წელი, მაგრამ ზოგიერთი კრეაციონისტული დამოკიდებულება მეტ-ნაკლები დაშვებებით ითვალისწინებდა ევოლუციასაც და ძალიან სერიოზული დამოკიდებულება იყო. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 06:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი