ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
QORBUDA |
Jun 27 2007, 03:27 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
ტურფას ჰკითხეს რადა სტირი,
შენი ცრემლი რადა სდისა, ვინ გატკინა ეგრე გული , რომ ცრემლები ღვარად გდისა. ან კი თუ ღირს ეგ ცრემლები , ამდენ დარდსა დასატირსა. გულს დარდ მძიმე შემომყრია, ტურფა სწორი დამკარგვია, და თვლიდან სინანულის , ცრემლი მიტომ დამდენია. რადა სტირი მერე ტურფას, ის ხომშენი აღარ არის, ალბათ სხვასაც ეტურფება, გულს უსწორებს ლექსის თქმითა. ტურფა ჩემი, ჩემი იყო, იგი ჩემად დამრჩენია, ამ ქვეყანას აღარ არის, ცრემლიც მიტომ დამდენია. ბოდიშს გიხდი არ მინდოდა გულსა შენსა დარდ შეპყრობა, ანაც თუნდაც მაგ ცრემლების ბროლის დარდის დანახვისა. ეს ცრემლები გულს მიმშვიდებს, სულს მიამევს დასაწვისსა, მეტი რაღა შემრჩენია, ცრემლს შევწირავ მისატირსა. ეგ ცრემლები არ უშველის დარდის, სევდის გაქარწყლებას, ანაც ტუნდაც მოგონების, იმ წარსულის დავიწყებას. ნუთუ არვინ გყვარებია? გულის სწორი დაგკარგვია, ასე გულქვად რომ იძახი ცრემლი ნუღარ დაგდენია. ტურფა სწორნი კი მყოლიან, ზოგიერთნიც გამთხოვიან, მაგრამ ცრემლი, ჩემი გული მათ არასდროს გაჰყოლია. არ გყოლია მაშინ ტურფა, ვისაც ეტრფი სულით გულით, ვისთვის სიცოცხლეს გასწირავ სიამაყით გაშმაგული. რატომ ფიქრობ ასე ჩემზე განა ქვის მაქვს სული,გული? განა მე არ შემიძლია ეგ ქმედება ვაჟკაცური? მაშინ თუ ეგ შეგიძლია, თავგანწირვა ვაჟკაცური, ნუღარ მეტყვი,ცრემლს რადა ვღვრი გული რად მაქვს დაქანცული. მასშ შენ ამბობ ცრემლი შველის? დარდის,სევდის გაქარწყლებას? ანაც თუნდაც მოგონების იმ წარსულის დავიწყებას? ხეს რომ ტოტი სტყდება ობლად, როგორც ჩვილი დედის მკერდსა, იმწამითვე ხისა ტოტი გასახმობად ესწრაფება. ვერ მიგიხვდი შენსა სათქმელს რა გინდოდა ამით გეთქვა? შენნი თქმულნი ჩემსა მიმართ, უცნაურად მეჩვენება. როცა მოსწყდა ხესა ტოტი ხე ცრემლებად დაიღვარა, რათ დაკარგა მან სიმშვენე მთა-მინდვრების შესაფრეად. მერე შენთან რა კავშირი აქვს ხისტოტსა ობლად ხმელსა? ანაც თუნდაც შენსა სატრფოს გულის ობლად დამტოველსა. ის წავიდა და დამტოვა დამიბნელა დღე ნათელი. ამ ცხოვრებას ჩემმა გულმა ვერ უპოვა შესაფერი. მაშინ მიხვდა ის ვაჟკაცი რომ ტურფობას სხვა ფასი აქვს, და რომ ცრემლის ნიაღვარი დარდისაჟამს მართალია. -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი