![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
პატრიოტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,147 რეგისტრ.: 21-January 07 მდებარ.: N/A წევრი № 892 ![]() |
მეგობრებო როგორც ვიცით აფხაზეთსა და ცხინვალის დროებით უკონტროლე ტერიტორიებზე საეკლესიო მოძღვრებას აღავლენენ რუსეთის ეკლესიის მეთაურის ალექსი II-ის მიერ წარმოგზავნილი სასულიერო პირები. მე პირადად ძალიან მაშფოთებს ეს ფაქტი. მოგეხსნებეათ, რომ ეკლესიის გარდა რუსეთს სხვა სტრუქტურის წარმომადგენლებიც უხვათ ჰყავთ წარმომადგენელი ამ ტერიტორიებზე, მაგრამ მათ ჩვენ(სახელმწიფო) ვთვლით საქართველოს მოსისხლე მტრებად. ეკლესია კი რუსულ ეკლესიას მოიხსენიებს მეგობრად, მოძმედ, მფარველად, მამათ და ასე შემდეგ. მაშინ ლოგიკურად ვსვამ კითხვას რატომ არ ახდენს რეაგირებას ქართული ეკლესია ამაზე? რატომ არ მიჰყავს ალექსი II-ს თავის წარმოგზავნილი სასულიერო პირები საქართველოს ტერიტორიიდან? ძმები და მეგობრები, როგორც წესი ასე არ იქცევიან. არა და სასულიერო პირების უმრავლესობა რუსული ეკლესიის მზეს ფიცულობს
ეკლესიამ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს რეაგირება. ან გაიყვანოს რუსეთმა თავიანთი სასულიერო პირები ანდა სამუდამოდ განუდგეს ქართული ეკლესია რუსულს. გადავცეთ ეშმაკს თუ რაც არის. დავწყევლოთ და ასე შემდეგ. ეს თქვენ უკეთესად გეცოდინებათ. -------------------- [size=7]ფფყ[/size]
|
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
პატრიოტი
რაც შეეხება ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში სამღვდელოების საკითხს იქ ამჟამად მოქმედებს ე.წ. "სოხუმ-აფხაზეთის" საეპარქიო საბჭო, რომელშიც შედიან შემდეგი სასულიერო პირები: მღვდელი ბესარიონ აფლია მღვდელი დალმატ გოფია მღვდელი მატათა თუჟბა მღვდელი ნიკიტა ადლეიბა მღვდელმონაზონი ანდრია (ამფარი) მღვდელმონაზონი ვასილისკო (ლეიბა) მღვდელმონაზონი გრიგოლი (ხორკინი) მღვდელმონაზონი დოროთე (დბარი) მღვდელმონაზონი ეგნატე (კიუტი) მღვდელმონაზონი იოანე (სვინუხოვი) მღვდელმონაზონი პავლე (ხარჩენკო) მღვდელმონაზონი სერგი (ჯოფუა) დეკანოზი პეტრე სამსონოვი მღვდელი იგორ არტემიევი ბერდიაკონი დავითი (სარსანია) აღნიშნულიდან მხოლოდ 2 არის კანონიერი სასულიერო პირი. ესენია მამა ბესარიონ აფლია (ხელდასხმული საქართველოს პატრიარქის მიერ) და მამა დავით სარსანია (ხელდასხმული ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის მიერ), დანარჩენი სასულიერო პირები ეწევიან უკანონო მღვდელმსახურებას საქართველოს საპატრიარქოს მიერ არაერთხელ იქნა გამოთქმული უკიდურესი პროტესტი იმის გამო, რომ რუსეთში ხელდასხმული სასულიერო პირები ჩადიან აფხაზეთში. მინდა ვთქვა, რომ ეს საკითხი არ წარმოადგენს დოგმატურ საკითხს, რის გამოც საქართველოს შეეძლო ევქარისტიული კავშირი გაეწყვიტა რუსეთთან. საქართველოს ეკლესიის ბრალდება აღნიშნულ საკითხზე ელემენტარული კანონიკური ნორმების უცოდინრობაა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
marine |
![]()
პოსტი
#3
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,987 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
საქართველოს ეკლესიის ბრალდება აღნიშნულ საკითხზე ელემენტარული კანონიკური ნორმების უცოდინრობაა დავით, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებზე ამბობ, რომ კანონიკური ნორმების უცოდინრები არიან?? თუ პატრიოტს ეუბნები? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი