![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ბოლო დროს რატომღაც რეკლამირდება ე.წ. ექსტრემალური კრეაციული მოდელი სამყაროს შექმნისა, იმ მოტივით, რომ ის ერთად ერთია, რომელიც ბიბლიასთან მოდის თანხვდენაში. არადა მეჩვენება, რომ საქმე პირიქითაც არის...ამ მიმართულების მესვეურნი "ამტკიცებენ", რომ სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს და თავის ჭკუაში გვთავაზობენ თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის კრიტიკას, რომელიც ხშირად ღიმილის მომგვრელია.
მოკლედ ვიტყვი, რომ ასე ხელაღებით მიდგომა წმინდა წერილის მიმართ, წიგნთა წიგნს წარმოაჩენს ფიზიკის სახელმძღვანელოდ და ამით, პროფანაციას უწევს მას. მეორეს მხრივ, ცნობილია, რომ თანამედროვე ე.წ. ევოლუციური მოდელი სამყაროს შექმნისა (რომლის მიხედვითაც სამყარო გაჩნდა 10-15 მილიარდი წლის წინათ), ჯერ ერთი მრავალი პირდაპირი თუ არაპირდაპირი დაკვირვევებით გამაგრებულია, რასაც ვერ ვიტყვით კრეაციულ მოდელზე და ასევე მონაგონი მითია, რომ ამ მოდელის ფარგლებში ღმერთი არანაირად არ ჯდება და ამიტომ ის ძირეულად ათეისტური მოდელია - ეს უკვე კომუნისტურ პროპაგანდას აყოლილი ანტიკომუნისტი კრეაციონისტების ისტერიას წააგავს. მოდით ვიმსჯელოთ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა დაახლოებით ორი წლის წინ გვთავაზობდა დიდ შედევრებს გასაგებია და მე, როგორც მაგ საქმეში თითქმის ჩაუხედავი იურისტი კინაღამ თავის ჭკუაზე გადამიყვანა P.S. სად იყავით ამ დროს ასტრონომები? P.P.S. სკაიპში შემო რა P.P.P.S. Pardon pour offtopic ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
P.S. სად იყავით ამ დროს ასტრონომები? ასტრონომები, როგორც ყოველთვის თავის საქმეს აკეთებენ, სულ არ აღელვებთ ბაღათურიასეული მოლანდებები ![]() ისე ერთ მოხსენებას დავესწარი და ერთი საკმაოდ ნორმალური გეოლოგი ყვებოდა დედამიწის ქანებზე და მერე კითხეს როგორ ახსნიდა შეუთავსებლობას გეოლოგიაში თარიღებსა და კრეაციულ რამდენიმე 1000 წლოვან თარიღს შორის და მისმა პასუხმა გამაკვირვა სასტიკად და დავინახე "შიში" "ინკვიზიციის" მიმართ, რომ არ ჩათვალონ ურწმუნოდ და უპასუხა ასე: "იცით,ეს ძალიან რთული საკითხია გეოლოგებისათვის და მათ არაფერი არ დარჩენიათ,გარდა იმისა, რომ ირწმუნონ" ჩემი აზრით იმ ადამიანმა ელემენტარულად უღალატა მეცნიერებას თავის დასკვნით შეფასებაში და ამ გზით მორწმუნე მრევლსაც შეუქმნა ილუზია, რომ კრეაციონისტების მოდელი სწორია. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#4
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მორწმუნე მრევლსაც შეუქმნა ილუზია, რომ კრეაციონისტების მოდელი სწორია. ჰოდა, ამიტომ ჩამოაყალიბე შენეული მოდელი. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#5
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ჰოდა, ამიტომ ჩამოაყალიბე შენეული მოდელი. რას ქვია ჩემი მოდელი? მე ეგ ამბიცია არ მაქვს, მაგრამ ვიცი ერთი რამ, რომ დღევანდელი კოსმოლოგიური მოდელი არ ეწინააღმდეგება ღმერთის არსებობას და მის წარმოჩენას ამ სამყაროს შემოქმედად. რა არგუმენტები უნდა დავუწერო ბაღათურიას? სირცხვილია არგუმენტები დაწერო სისულელეზე, ეგეთ დროს აჯობებს "ნო კომენტს" -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 08:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი