საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jun 27 2007, 06:50 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
კახეთი ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი მისამართი: გურჯაანის რაიონი, სოფელი გურჯაანი აღწერა: ცნობილი ქართველის კინომსახიობის ნატო ვაჩნაძის (1904-1953) სახლ-მუზეუმი გახსნილია ვაჩნაძეთა საგვარეულო სახლში. მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები: XIX-XX სს. დასაწყისის ავეჯი, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი (რუსული და ფრანგული ფაიფური) ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტომასალა, დოკუმენტები, მსახიობის შესახებ გამოცემული წიგნები, კინოფილმების ასლები ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით; მუზეუმში დაცულია კახეთის მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები; აგრეთვე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები. ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი მისამართი: დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი მირზაანი აღწერა: მუზეუმი წარმოადგენს ცნობილი ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანაშვილის (1862-1918) მემორიალურ კომპლექსს, რომელშიც შედის მხატვრის საცხოვრებელი სახლი დამხმარე ნაგებობებით და 1979 წელს აგებული საგამოფენო დარბაზი. საგამოფენო დარბაზში ექსპონირებულია ნიკო ფიროსმანაშვილის 14 ორიგინალი (”სონა უკრავს გარმონს”, ”წარაფი”, ”კალოობა”, ”მოწყალების და სააღდგომო კვერცხებით”, ”მუშა”, ”შოთა რუსთაველი”, ”თამარ მეფე” და სხვა), მხატვრის პირადი ნივთები, Pპაბლო პიკასოს ლითოგრაფია “ფიროსმანაშვილის პორტრეტი“, XX ს-ის ქართველ მხატვართა ნამუშევრები (ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, კობა გურული, ნათელა იანქოშვილი და სხვ.) ხელნაწერები (ფიროსმანის პირადი საქმე, ფიროსმანისადმი მიძღვნილი ქართველ პოეტთა ლექსები და სხვა), XIX-XX სს. ქიზიყური ყოფის ამსახველი ექსპონატები - ხალიჩები, ფარდაგები (მათ შორის ფიროსმანის დედის მიერ მოქსოვილი ფარდაგი), ჭურჭელი, სამუშაო იარაღები და სხვა. კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმი მისამართი: ყვარელი, კ. მარჯანიშვილის 24 აღწერა: მუზეუმი გახსნილია ცნობილი ქართველი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის (1872-1933 წწ.) მემორიალურ სახლში. შენობა წარმოადგენს XIX ს-ის ქართული არქიტექტურის ძეგლს. რეჟისორის მემორიალური ნივთების (პირადი მოხმარების საგნები, სამოსელი და სხვა) გარდა, მუზეუმში დაცულია მისი ფილმისა (“ამოკი”) და სპექტაკლების აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწეების მიმოწერა და ფოტოები, პიესები, ფერწერული (ლ. გუდიაშვილი, ე. ახვლედიანი, პ. ოცხელი და სხვა), გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. ხელნაწერები, წერილები, XX ს-ის დასაწყისის ანტიკვარული ავეჯი, ჭურჭელი და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი