სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| gio-gio99 |
Jun 27 2007, 03:29 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 27-June 07 წევრი № 2,314 |
ვინ ხართ ნამყოფი შავნაბადაზე? დაწერეთ თქვენი აზრი...
ეს კი სურათია: http://6fast.com/3d2e52937f.jpg http://6fast.com/3d2e52937f.jpg http://6fast.com/3d2e52937f.jpg |
![]() ![]() |
| gio-gio99 |
Jun 27 2007, 11:38 PM
პოსტი
#2
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 27-June 07 წევრი № 2,314 |
მართალი ხართ ხალხნო,მე მანდ პირველად ნატესავმა წამიყვანა და ძალიან მომეწონა,მას მერე რამოდენიმეჯერ ავედი.ძალიან კარგი ადგილია,კარგი იქნება თუ მოინახულებთ...
ჩანს კარგი ადგილი უნდა იყოს,ლამაზია,მე პირადად არ ვარ ნამყოფი. ქავთარაძე მერე მოგვიყევი გიო როგორი იყო,გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილებები P.S. დიდხანს გაგყოლოდეს ეს მადლი... არ ხარ ნამკოფი,მაგრამ იმედი მაქვს ძალიან დიდი,რომ ახვალ ძალიან მოგეწონნება ადგილიც და მონასტერი ხომ რათქმაუნდა.... ჩანს კარგი ადგილი უნდა იყოს,ლამაზია,მე პირადად არ ვარ ნამყოფი. ქავთარაძე მერე მოგვიყევი გიო როგორი იყო,გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილებები P.S. დიდხანს გაგყოლოდეს ეს მადლი... მადლი უდიდესი იყო. სამწუხაროდ სურათები არ მაქვს მეტი,გადავიგე მაგრამ,სამწუხაროდ წამეშალა.სულ თავიდან რომ ავედი და რომ მოვილოცე,მართლაც რომ შვება ვიგრძენი რაგაცნაირი,მას მერეც,მაგრამ პირველად სულ სხვა იყო... ველას გფარავდეთ უფალი ღმერთი და წმინდა გიორგი.... ამინ ეხლა შემოგთავაზებთ იმას , თუ რატომ დაერქვა შავნაბადა : თბილისის მახლობლად, ერთ მთაზე დაფუძვნებულია ულამაზესი მონასტერი წმინდა გიორგის სახელობისა, რომელსაც ხალხში „შავნაბადას“ მონასტერს უწოდებენ. მისი დაარსების ისტორია დიდ სასწაულთანაა დაკავშირებული. იდგა 1795 წელი. აღა-მაჰმად-დანის შემოსევისას ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II მცირერიცხოვან ქართველთა ლაშქართან ერთად თავგამოდებით იბრძოდა. მტრის მრავალრიცხოვნებით ძლეულმა ქართველებმა ქალაქი თბილისი დათმეს და მთებს შეეხიზნენ. მეფე ერეკლე და სამეფო ოჯახიც არაგვის ხეობაში გაემართა. აღმოსავლეთის ქვეყნებში სიმდიდრით ცნობილი ქალაქი თბილისი და მისი შემოგარენი მტერს საალაფოდ დარჩა. დამორჩილებულ ქვეყანას მტერი, როგორც წესი, რამოდენიმე კვირის მანძილზე ძარცვავდა ხოლმე. ომზე უფრო მეტად დამთრგუნველი თბილისისათვის მტრის ძარცვა-გლეჯვა აღმოჩნდა. რაც წასაღები იყო, ურმებზე აწყობდნენ, ცოცხლად გადარჩენილებს კი ატყვევებდნენ და სპარსეთში წასაყვანად ამზადებდნენ. სპარსელთა მოთარეშე არმია ბანაკში გვიან ღამით ბრუნდებოდა. ბანაკი მტკვრის მიმართულებით მარცხენა მხარეს, სოღანლუღის მიდამოებში, მაღლა მთაზე მდებარეობდა. ნაძარცვით დაბრუნებულ ჯარს ყოველ ღამეს უჩვეულო განსაცდელი ატყდებოდა თავს: შუაღამისას მოსასვენებლად დაბინევებულ სპარსელთა ბანაკში ყიჟინით შემოიჭრებოდა შავნაბდიანი ცხენოსანი მხედარი, ბანაკს აყრიდა, მრავალს დახოცავდა, შიშით შეძრწუნებულებს მოულოდნელად დატოვებდა და გაუჩინარდებოდა. ასე მეორდებოდა თითმის ყოველ დღე. სპარსელებმა გადაწყვიტეს, ჩასაფრებოდნენ ღამის მხედარს და გასწორებოდნენ, მაგრამ შავნაბდიანი მხედრის შეპყრობა ან მოკვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. შეშინებულმა აღა-მაჰმად-ხანმა ჯარის სასწრაფოდ აყრა და საქართველოს დატოვება განიზრახა. საქართველოდან წასვლისას კი პირობა დადო, მომავალ წელს კვლავ შემოვესევი და ქვას ქვაზე არ დავტოვებო. ქართველებმა იმ მთას, სადაც შავნაბდიანი მხედარი მტერს მიეჭრებოდა და არბევდა, შავნაბადას მთა უწოდა, ხოლო მთის წვერზე, ქართველთა შემწის, ზეციური მხედრის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააგო. ზეციური მინიშნებით ეს მხედარი სწორედ დიდმოწამე გიორგი იყო, რომელსაც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ უხსნია დამპყრობელთა მძლავრობისაგან. ერთი წლის შემდეგ აღა-მაჰმად-ხანმა მართლაც განიზრახა საქართველოს დასაპყრობად წამოსვლა, მაგრამ სალაშქროდ წამოსვლის წინა საღამოს საგულდაგულოდ დაცულ კარავში, სადაც ბუზიც კი ვერ შეფრინდებოდა, სპარსეთის მბრძანებელი, ყველასათვის გასაოცრად, მახვილით განგმირული იპოვეს. შავნაბადას მონასტერში კი, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან 1992 წელს დაარსდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით, ქართველები დღესაც გულმხურვალედ ავედრებენ უფალს მრავალ განსაცდელგამოვლილ ჩვენს ქვეყანას. |
gio-gio99 შავნაბადას წმინდა გიორგის მონასტერი Jun 27 2007, 03:29 PM
miss_kartveli სამწუხაროდ არ ვარ ... Jun 27 2007, 03:30 PM
di_onise აუ მაგარი ადგილია ... Jun 27 2007, 05:34 PM
sofi89 ჩანს კარგი ადგილი ... Jun 27 2007, 07:38 PM
ნათია არც მე ვარ ნამყოფი ... Jun 27 2007, 07:40 PM
xornabujeli
არც მე ვარ ნამყოფი ... May 5 2008, 09:29 PM
ქავთარაძე http://img515.imageshack.us/img515/3180/f1020005bn... Jun 27 2007, 08:20 PM
kiki მე 10 დღის წინ პირვე... Jun 29 2007, 01:59 PM
stch აუ მამა შიო ძალიან ... Jul 3 2007, 11:06 PM
di_onise http://church.ge/index.php?showtopic=2254&...80... Sep 9 2007, 01:56 PM
Floyd lamazia shavnabada :) chemtvis ulamazesic ki :) Sep 10 2007, 01:55 PM
ninoekimi გიორგობას ვიყავი შ... Nov 29 2007, 12:51 AM
serapioni იქნებ ვინმემ იცით ... Jan 25 2008, 01:24 PM
xatuna არ ვარ ამ ტაძარში ნ... May 5 2008, 02:56 AM
Floyd xatuna
ძალიან მაგარია :... May 5 2008, 08:50 AM
xatuna
xatuna
ძალიან მაგარია ... May 5 2008, 11:00 AM
ართი ვარდი მეც ვარ ნამყოფი და ... May 5 2008, 08:57 AM
Floyd ართი ვარდი
იიიიიი... May 5 2008, 10:07 AM
tolia აუ ძალიან მაგარი ა... Jul 7 2008, 11:26 PM
Rozoma kiki
ბერი ილია? ცოტა მ... Jul 8 2008, 12:27 AM
თერალ ი http://s48.radikal.ru/i120/0807/99/773ca844baa8.jp... Jul 26 2008, 07:15 PM
თერალ ი http://s54.radikal.ru/i145/0807/df/e440d3da4fc5.jp... Jul 26 2008, 07:42 PM
marine " - საეკლესიო გადმ... Nov 7 2023, 07:54 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st December 2025 - 05:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი