და გვენატრება სიტყვაც ქართული..., რა ენა წახდეს... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
და გვენატრება სიტყვაც ქართული..., რა ენა წახდეს... |
ქეთუ |
Jun 15 2007, 07:12 PM
პოსტი
#1
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ამ თემის გახსნა რამოდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე .
ვფიქრობ საინტერესოცაა... მე მაქვს ამის პრობლემა და მაინტერესებს სხვისი აზრიც, უმეტესწილად იმ ადამიანების ვინც გარკვეული პერიოდი საქართველოდანაა წასული. ალბათ დამეთანხმებით გარემო უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანზე, როდესაც სრულიად უცხო გარემოში ხვდები ალბათ არის რაღაც ნიუანსები რაც გარკვეულ გალენას ახდენს ჩვენზე,განსაკუთრებით ყოველდღიურობა და ჩვევები, თუნდაც საუბარი, ქართულად საუბარი. მაინტერესებს რამდენად სრულყოფილად ინარჩუნებთ ქართული საუბრის მანერას, პირადი გამოცდილებიდან ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა, -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
KAIROS |
Jun 28 2007, 05:10 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეეჰ...
ჩვენ ჯერ კიდევ გათქვებადი ერი ვართ, ჩვენ ემიგრაცია არ ვიცით და არც ერთმანეთის გატანა... ჩვენ ბევრი უნდა ვისწავლოთ რუსებისაგან, იტალიელებისაგან, სომხებისაგან, ებრაელებისაგან.. უამრავ ჩვენს მარგალიტს, ჩვენს დას და ძმას ვკარგავთ უცხოეთში, მეორე თაობას უკვე დავიწყებული აქვს საქართველო და ქართული, როცა სხვა ერები უკვე მთელი თაობებია ინარჩუნებენ მეობას! როგორი თბილია ქართული სიტყვა უცხოეთში გაგონილი, პირველად რომ ვბრუნდებოდი, ბავშვივით მიხაროდა, ვენის აეროპორტში სულ გაბრუძგლა ბევრი ქართველი რომ ვნახე ერთად... ხოლო თბილისი რომ გამოჩნდა, ყველა ქვემოთ იყურებოდა, ჩემს უკან ქალმა თვალებგაფართოებულ და ფითქინა ბავშვს უთხრა: "დედი, ესაა თბილისიო"... არადა ... ასჯერ და ათასჯერ მეტად გტკივა ქართველისაგან ღალატი და შუღლი, მილიონჯერ გიხარია ყველა მცირე სიხარული... მახსოვს, ქართული პარაკლისი ჩაატარა ერთხელ მამაომ, გოგოები "შენ ხარ ვენახს" გალობდნენ, და უცებ ვიღაც ქალს ტირილი აუვარდა, ძლივს გავაჩერეთ:" მაპატიეთო-ამოგვხედა-ქართული გალობა შვიდი წელია არ გამიგონიაო"... შემაჟრიალა... რამდენი ასეთი ქართველია უცხოეთში, რამდენი ქალი ტირის ჩუმად, რამდენს ყავს შვილი საქართველოში, რამდენ დამცირებას იტანენ, რამდენს უდგანან მოსამსახურედ, დამლაგებლად, მომვლელად... ერთერთ ქვეყანაში კი გურული წარმოშობის ჯერ კიდევ პატარა გოგონა ვნახე, ცქრიალა იყო, ულამაზესი, შველივით გოგო, საოცრად მღეროდა და ცეკვავდა, და მამამისმა ჩვენ გვითხრა, რომ საქართველოში აღარ დაბრუნდებოდა... ეს მარგალიტიც დაგვეკარგება, ეს ანკარა წყაროც კი უცხო ოკეანეს ისე შეუერთდება, რომ მისგან კვალიც კი არ დარჩება... როგორი საწყენია, როგორი სატკივარი... და გათიშვა, ღმერთო, არ ვიცი შეიძლება საქართველოშიც იყო და ვერ ვამჩნევდი, მაგრამ უცხოეთი ლაკმუსივითაა, ამოატივტივებს ხოლმე ყველა ნაკლს და ღირსებას, ეს დაპირისპირება და გაუტანლობაა, რომ სასოს მკვეთს... არსად არ მინახავს ასე დაპირისპირება ქართველებში, როგორც აქ... არსად არ მინახავს ასე გაუტანლობა როგორც უცხოეთში... არსად არ ვართ ასე მარტონი როგორც აქ! რამდენს აურიდებია პირი ქართველს ქართველისათვის... ერთმანეთს ატყუილებენ, აგდებენ, ძარცვავენ, აყაჩაღებენ... ბიჭები ქურდებად და ნარკომანებად გვექცა, ჩვენი გოგოები, ჩვენი საამაყო და ლამაზი გოგონები სულ არაბების და ზანგების საყვარლებად და გერლფრენდებად იქცნენ... ერთადერთი რაც გაგვაერთიანებს არის ეკლესია და ამას უნდა მიხედოს ყველამ, სათვისტომო იქება თუ საელჩო! "ფესვებს" განგებ არ ვუყურებთ ხოლმე, მერე მთელი დღე აღარ ვართ... იქა ვართ, სახლში... გოგოები ტირიან ხოლმე, ჩვენ ჩუმად ვართ და ვიშლებით მერე... მერე... მერე სულ არ გინდა, რომ უცხო ენაზე დაელაპარაკო ვინმეს, გინდა, რომ შენთან იყო, სოფელში, წყაროსთან, მეგობრებთან, ჩრდილში და შენი სიო გიგრილებდეს შუბლს, შენი ჰაერით სუნთქავდე... შენები გაკლია მერე დღეები, თვეები, ხანდახან წლები ისე გადის, რომ თუ დაურეკავ და მერე აცრემლებულ დატოვებ დედას, და დაუბრუნდები უცხოდ უცხოეთს... "იმერულ ესკიზებს" ვუყურე ახლა და ეს მაწერინებს, მაპატიეთ ცოტა გაქანება მივეცი ფიქრებს, სულ რაღაც ათ დღეში ვიქნები სახლში და ვერ ვისვენებ უკვე, რა წამოვა მერე იქიდან ისევ... ჩვენს გულებში რომ საქართველოა, იმას მოვეფეროთ, იმას მივხედოთ და ღმერთიც ძალას მოგვცემს, რომ არც საქართველო შევარცხვინოთ და არც ქრისტიანის სახელი... მე ხატებთან მაქვს ქართული მიწა, ვინ ვარ და საიდან მოვდივარ, რა გორისა ვარ მახსენებს და ლოცვასაც უფრო გულით ვამბობ ხოლმე--- "ღმერთო სამშობლო მიცოცხლე, ძილშიაც ამას ვდუდუნებ..." მოყვასის, სამშობლოს და ღვთის სიყვარული გიმრავლოთ ღმერთმა! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი