ანჩისხატის გუნდი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ანჩისხატის გუნდი |
G A B O |
Jun 27 2007, 11:12 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
ანჩისხატის ტაძრის გუნდი
ჩამოყალიბდა 1988 წელს კონსერვატორიაში. ანსამბლი თავდაპირველად მხოლოდ ხალხურ სიმღერებს მღეროდა და მიზნად ჰქონდა დასახული საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი საშემსრულებლო მანერის აღდგენა და შეძლებისდაგვარად ძველ ქართულ, არატემპერირებულ ბგერათწყობაში მოქცევა. მალე ანსამბლმა ანჩისხატის ტაძარში დაიწყო გალობა. სწორედ ამ გუნდის უდიდესი დამსახურებაა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ქართულ მართლმადიდებლურ საეკლესიო ღვთისმსახურებაში ძველი ქართული გალობის აღდგენა და დამკვიდრება. გუნდის წევრებს შორის არიან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თანამშრომლები მალხაზ ერქვანიძე და დავით შუღლიაშვილი, რომლებიც სამეცნიერო და მუსიკალურ- სარედაქტორო მუშაობასაც ეწევიან, გამოცემული აქვთ სანოტო კრებულები. ანჩისხატის ტაძრის გუნდის რეპერტუარშია საგალობლები, მაგრამ ანსამბლ "ძველ კილოებთან" ერთად მღერიან ხალხურ სიმღერებსაც. გუნდს ჰქონდა საგასტროლო ტურნეები ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩაწერილი აქვს რამდენიმე კომპაქტდისკი, მათ შორის ძველ კილოებთან ერთად. გუნდის ხელმძღვანელია მალხაზ ერქვანიძე. მაშ ასე თქვენს წინაშეა ანჩისხატის უკვე შეიძლება ითქვას ისტორიული გუნდი. უნდა აღინიშნოს რომ ამ გუნდმა ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი სიტყვა თქვა ქართულ სიმღერასა და გალობაში. აქ ფორუმზე როგორც ვიცით არის ანჩისხატის წევრი ლევან ვეშაპიძე, შესანიშნავი კრიმანჭული. და ვთხოვო მას რომ იქნებ ხმების მიხედვით გააცნოს ფორუმელებს ანჩისხატის გუნდის წევრები. (მე რომ არ ამერიოს იმიტომ) და ლევან იქნებ სურათებიც დააგდოოო??????? |
დათიკო |
Jun 28 2007, 09:46 AM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
შეიძლება სიმართლე ვთქვა?
მე ადრე ანჩისხატი არ მომწონდა. უფრო მეტიც - ის ხანდახან ნერვებზეც კი მოქმედებდა ხოლმე. ვცდილობდი გამერკვია ამის მიზეზი, რადგან ჩემს გარშემო ყველა გიჟდებოდა და მე კი ვწუხდი რომ ვერაფრით გამერკვია თუ რა იყო მიზეზი ჩემი ანტიპატიისა. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ამის მიზეზი იყო "ნაძალადევად გახალხურებული" ხმები. ხვდებით ალბათ რაზეც ვამბობ. მომეტებულად მჭახე მეჩვენებოდა მათი გალობა და ხელს მიშლიდა ბოლომდე მესიამოვნა ქართული გალობის დიდებულებით. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ანჩისხატის რეგენტს, ბატონ მალხაზს ბუნებრივად ეგეთი ხმა ქონდა შემდეგ კაი ხანი ვცდილობდი შეგუებას. დიდი ხანი ვერ ვუსმენდი ვერც რუსთავს, მისი ზედმეტად აკადემიურობის გამო (ამის გამო ტექსტსაც ვერ ვარჩევდი საგალობლებში) და ანჩისხატის მომეტებულად ხისტი ბგერის გამო. ბოლოს ჩვენმა ვეშაპომ გამომიგზავნა ანჩისხატის მიერ შესრულებული შემოქმედის კილოს საგალობლები და აღმოვაჩინე რომ ძალიან მომეწონა. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მივხვდი რომ ძალიან მომწონდა. არ ვიცი ამის მიზეზი ის არის, რომ თუ არ ვცდები მალხაზი არ გალობს თავად, შეიძლება ვცდები (მის ხმას ვერ ვიჭერ ჩანაწერში). ანდა შემოქმედის კილოს სწორედ ანჩისხატის ჟღერადობა უხდება ყველაზე მეტად. მოკლედ ახლა მეც დიდი თაყვანისმცემელი ვარ ამ გუნდისა. მთელი გულით ვუსურვებ მრავალ კარგ კონცერტს, ჩანაწერს და გასტროლს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი