ანჩისხატის გუნდი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ანჩისხატის გუნდი |
G A B O |
Jun 27 2007, 11:12 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
ანჩისხატის ტაძრის გუნდი
ჩამოყალიბდა 1988 წელს კონსერვატორიაში. ანსამბლი თავდაპირველად მხოლოდ ხალხურ სიმღერებს მღეროდა და მიზნად ჰქონდა დასახული საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი საშემსრულებლო მანერის აღდგენა და შეძლებისდაგვარად ძველ ქართულ, არატემპერირებულ ბგერათწყობაში მოქცევა. მალე ანსამბლმა ანჩისხატის ტაძარში დაიწყო გალობა. სწორედ ამ გუნდის უდიდესი დამსახურებაა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ქართულ მართლმადიდებლურ საეკლესიო ღვთისმსახურებაში ძველი ქართული გალობის აღდგენა და დამკვიდრება. გუნდის წევრებს შორის არიან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თანამშრომლები მალხაზ ერქვანიძე და დავით შუღლიაშვილი, რომლებიც სამეცნიერო და მუსიკალურ- სარედაქტორო მუშაობასაც ეწევიან, გამოცემული აქვთ სანოტო კრებულები. ანჩისხატის ტაძრის გუნდის რეპერტუარშია საგალობლები, მაგრამ ანსამბლ "ძველ კილოებთან" ერთად მღერიან ხალხურ სიმღერებსაც. გუნდს ჰქონდა საგასტროლო ტურნეები ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩაწერილი აქვს რამდენიმე კომპაქტდისკი, მათ შორის ძველ კილოებთან ერთად. გუნდის ხელმძღვანელია მალხაზ ერქვანიძე. მაშ ასე თქვენს წინაშეა ანჩისხატის უკვე შეიძლება ითქვას ისტორიული გუნდი. უნდა აღინიშნოს რომ ამ გუნდმა ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი სიტყვა თქვა ქართულ სიმღერასა და გალობაში. აქ ფორუმზე როგორც ვიცით არის ანჩისხატის წევრი ლევან ვეშაპიძე, შესანიშნავი კრიმანჭული. და ვთხოვო მას რომ იქნებ ხმების მიხედვით გააცნოს ფორუმელებს ანჩისხატის გუნდის წევრები. (მე რომ არ ამერიოს იმიტომ) და ლევან იქნებ სურათებიც დააგდოოო??????? |
დათიკო |
Jun 28 2007, 10:14 AM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ლეონტი
ციტატა არა მე კი არ ვკრძალავ , უბრალოდ ვამბობ ხეს რო გადარგავ , მოწყენს მეთქი. მებაღეს გააჩნია არ გეთანხმები თითქმის არაფერში. ციტატა გალობის ადგილი ლოცვის სახლი ანუ ეკლესია. პირველ რიგში ამაში. გალობა იგივე ლოცვაა. ლოცვა კი ყველგან შეიძლება. ეკლესიაშიც, სახლშიც და საკონცერტო დარბაზშიც. მითუმეტეს თუკი ის დადებითად იმოქმედებს მსმენელის სულიერ ზრდაზე. ციტატა საგალობლის ტექსტი რომ საკრალურია და საიდუმლო ეს ყველამ იცის საგალობლის ტექტსი ლოცვის ტექსტია იგივე. ის საიდუმლო არ არის. საიდუმლო ლოცვები მღვდლებსა და მღვდდელმთავრებს აქვთ. ციტატა როცა ხალხური სიმღერის მანერა და სული შედის გალობაში, არაა სწორი. აქ პრინციპში ცოტა გეთანხმები. საგალობელი უნდა იგალობო და არა იმღერო, მითუმეტეს როგორც ხალხური სიმღერა, მაგრამ ვფიქრობ ანჩისხატს ეს არ ეხება. მათ შესანიშნავად იციან რომ გალობა განსხვავდება ხალხური სიმღერიასგან და შესაბამისის მანერიტაც ასრულებენ. ხალხურში რო მოუქცევ, ისე საგალობელში ვერ იზამ. ციტატა ასევე არასწორია აკადემიური განაზება საგალობლისა რაც რუსთავმა გააკეთა საკონცერტოდ და ჩაწერისთვის. ნუ, ამაში გეთანხმები. ზედმეტად აკადემიურია ჩემთვის რუსთავის მიერ ნაგალობები საგალობლები. ციტატა ანჩისხატი უფრო სწორ გზაზე დგას , მაგრამ ჯერ ძიებაშია. ანჩისხატი თუ ძიებაშია და... ციტატა ისე ჩვენში დარჩეს და გურული სიმღერა გურულმა უნდა იმღეროს და თანაც იქ , რისთვისაც შეიქმნა ეს სიმღერა. სცენისთვის რომ არ შექმნილა ფაქტია. ასევე კახური კახელმა მომღერალმა და არა ამერიკელმა. ეს კი სრულიად სხვა თემაა და აქ განხილვა არ მიმაჩნია მართებულად. ოფტოპიკი გამოვა. ისე ერთი ასეთი თემა კი საჭიროა, რომ ამ მართლაც საჭირბოროტო საკითხზე მოვახერხოთ საუბარი. სათქმელი ბლომად გვექნება ყველას. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი