ანჩისხატის გუნდი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ანჩისხატის გუნდი |
G A B O |
Jun 27 2007, 11:12 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
ანჩისხატის ტაძრის გუნდი
ჩამოყალიბდა 1988 წელს კონსერვატორიაში. ანსამბლი თავდაპირველად მხოლოდ ხალხურ სიმღერებს მღეროდა და მიზნად ჰქონდა დასახული საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი საშემსრულებლო მანერის აღდგენა და შეძლებისდაგვარად ძველ ქართულ, არატემპერირებულ ბგერათწყობაში მოქცევა. მალე ანსამბლმა ანჩისხატის ტაძარში დაიწყო გალობა. სწორედ ამ გუნდის უდიდესი დამსახურებაა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ქართულ მართლმადიდებლურ საეკლესიო ღვთისმსახურებაში ძველი ქართული გალობის აღდგენა და დამკვიდრება. გუნდის წევრებს შორის არიან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თანამშრომლები მალხაზ ერქვანიძე და დავით შუღლიაშვილი, რომლებიც სამეცნიერო და მუსიკალურ- სარედაქტორო მუშაობასაც ეწევიან, გამოცემული აქვთ სანოტო კრებულები. ანჩისხატის ტაძრის გუნდის რეპერტუარშია საგალობლები, მაგრამ ანსამბლ "ძველ კილოებთან" ერთად მღერიან ხალხურ სიმღერებსაც. გუნდს ჰქონდა საგასტროლო ტურნეები ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩაწერილი აქვს რამდენიმე კომპაქტდისკი, მათ შორის ძველ კილოებთან ერთად. გუნდის ხელმძღვანელია მალხაზ ერქვანიძე. მაშ ასე თქვენს წინაშეა ანჩისხატის უკვე შეიძლება ითქვას ისტორიული გუნდი. უნდა აღინიშნოს რომ ამ გუნდმა ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი სიტყვა თქვა ქართულ სიმღერასა და გალობაში. აქ ფორუმზე როგორც ვიცით არის ანჩისხატის წევრი ლევან ვეშაპიძე, შესანიშნავი კრიმანჭული. და ვთხოვო მას რომ იქნებ ხმების მიხედვით გააცნოს ფორუმელებს ანჩისხატის გუნდის წევრები. (მე რომ არ ამერიოს იმიტომ) და ლევან იქნებ სურათებიც დააგდოოო??????? |
ლეონტი |
Jun 28 2007, 10:00 AM
პოსტი
#2
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
მე მგონია რომ ხე რომ ამოთხარო თავის ადგილიდან და სხვაგან დარგო არ მოუხდება.
გალობის ადგილი ლოცვის სახლი ანუ ეკლესია. გალობის ადგილი არაა სტუდია, სცენა, კონცერტი, შოუ, და ა.შ. საგალობლის ტექსტი რომ საკრალურია და საიდუმლო ეს ყველამ იცის, ასევეა მელოდიაც. როცა ხალხური სიმღერის მანერა და სული შედის გალობაში, არაა სწორი. ასევე არასწორია აკადემიური განაზება საგალობლისა რაც რუსთავმა გააკეთა საკონცერტოდ და ჩაწერისთვის. ანჩისხატი უფრო სწორ გზაზე დგას , მაგრამ ჯერ ძიებაშია. ისე ჩვენში დარჩეს და გურული სიმღერა გურულმა უნდა იმღეროს და თანაც იქ , რისთვისაც შეიქმნა ეს სიმღერა. სცენისთვის რომ არ შექმნილა ფაქტია. ასევე კახური კახელმა მომღერალმა და არა ამერიკელმა. არა მე კი არ ვკრძალავ , უბრალოდ ვამბობ ხეს რო გადარგავ , მოწყენს მეთქი. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
G A B O |
Jun 28 2007, 11:07 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
ასევე არასწორია აკადემიური განაზება საგალობლისა რაც რუსთავმა გააკეთა საკონცერტოდ და ჩაწერისთვის. რაც რუსთავმა გააკთა, ეს მაშინ საჭირო იყო თავად გალობის გადარჩენისათვის. მაშინ სამწუხაროდ ესეთი დრო იყო. მახსოვს მითხრს ანზორის უთქვია. ხშირად არტემი ტექსტებს ცვლიდა და გალობას ისე ასწავლიდა. ანუ მელოდია რომ გადაერჩინა და არავინ მიმხვდარიყო რომ გალობას ასწავლიდა. ასე რომ ეს თემა ხელის წამოსაკრავი არაა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი