განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
ქავთარაძე |
Jun 28 2007, 11:15 AM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ბევრმა ჩემი აზრით არც იცის რას ნიშნავს განკითხვა... ბევრს გონია რომ განკითხვა ჭორაობაა და მეტი არაფერი.
წმ.დიმიტრი როსტოველმა ასე განგვიმარტა ამ ცოდვის არსი: განკითხვა-სხვისი ნაკლოვანებების შემჩნევა, დამახსოვრება და აღნიშვნა, მოყვასისათვის ღიად თუ მალულად გამოტანა მსჯავრისა. იმ დროს, როცა შენთვისაც კი შეუმჩნევლად განიკითხავ მოყვასს, გულში მისი დამახინჯებული ხატი ყალიბდება. ეს ხატება შემდგომში ამ ადამიანისადმი უსიყვარულობის შინაგანი გამართლების, მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდება. აღსარებით ამ მცდარი ხატების შემუსვრა და მის ნაცვლად გულში მოყვასის ჭეშმარიტი სახით აღდგენა უნდა ხდებოდეს. |
ქავთარაძე |
Jun 28 2007, 11:19 AM
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი |
marine
მე ამ ამბავზე ასე ვფიქრობ, ადამიანზე როცა გული შეგტკივა ის უნდა დაიმარტოვო და არა ხალხში უთხრა ის რაც მასში არ მოგწონს ... თბილი ადამიანური რჩევით... |
marine |
Jun 28 2007, 11:25 AM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine მე ამ ამბავზე ასე ვფიქრობ, ადამიანზე როცა გული შეგტკივა ის უნდა დაიმარტოვო და არა ხალხში უთხრა ის რაც მასში არ მოგწონს ... თბილი ადამიანური რჩევით... მართალი ხარ, ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისადმი ამით გამოიხატება, რომ ცალკე, განმარტოებით მიუთითო შეცდომაზე და არა სხვათ თანდასწრებით დაამცირო.. განკითხვის ცოდვა, ეს ის ცოდვაა, რომელიც სამწუხაროდ ადამიანთა უმრავლესობაშია ფესვგადგმული.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი