განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
ქავთარაძე |
Jun 28 2007, 11:15 AM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ბევრმა ჩემი აზრით არც იცის რას ნიშნავს განკითხვა... ბევრს გონია რომ განკითხვა ჭორაობაა და მეტი არაფერი.
წმ.დიმიტრი როსტოველმა ასე განგვიმარტა ამ ცოდვის არსი: განკითხვა-სხვისი ნაკლოვანებების შემჩნევა, დამახსოვრება და აღნიშვნა, მოყვასისათვის ღიად თუ მალულად გამოტანა მსჯავრისა. იმ დროს, როცა შენთვისაც კი შეუმჩნევლად განიკითხავ მოყვასს, გულში მისი დამახინჯებული ხატი ყალიბდება. ეს ხატება შემდგომში ამ ადამიანისადმი უსიყვარულობის შინაგანი გამართლების, მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდება. აღსარებით ამ მცდარი ხატების შემუსვრა და მის ნაცვლად გულში მოყვასის ჭეშმარიტი სახით აღდგენა უნდა ხდებოდეს. |
di_onise |
Jun 28 2007, 12:39 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,377 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,836 |
ხშირად ადამიანები ერთმანეთს განიკითხავენ და ამტკიცებენ, რომ ეს ცოდვა კი არა, მხილებაა. რით განვასხვაოთ განკითხვა და მხილება?
მხილება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. პირველ რიგში საკუთარი თავის მხილება უნდა ვისწავლოთ და მერე ვამხილოთ სხვები. საჭიროა ეს სიყვარულითა და გულისტკივილით გავაკეთოთ. სანამ ვინმეს ვამხელდეთ, უნდა დავრწმუნდეთ, ნამდვილად სცოდავს თუ არა, სასარგებლო იქნება თუ არა მხილება მისი სულისთვის. თუკი ამაში დავრწმუნდებით, უფალს ჯერ ლოცვით უნდა ვთხოვოთ შემწეობა მისთვის, ხოლო შემდეგ პირისპირ ვუთხრათ, რატომ გვტკივა მასზე გული. თული მან იგივე გაიმეორა, შეგვიძლია ორი-სამი კაცის თანდასწრებით ვამხილოთ. კვლავ შეცოდების შემთხვევაში უკვე შეიძლება - საჯაროდაც. თუ მაინც არაფერი შეისმინა, თავი გავანებოთ. ჩვენ კი ასე იშვიათად ვიქცევით. ისე ვამხელთ ერთმანეთს, თითქოს სხვისი შეცდომა გვახარებს, ადამიანი ამას გრძნობს და რასაკვირველია, მხილებაც კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს. ეს არის კვირის პალიტრაში გამოქვეყნებული კითხვები მოძღვართან. მემგონი ყველაფერია ნათქვამი ამით |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი