რელიგიური მსოფლიო,სიახლენი,აზრები..., ფაქტი და კომენტარი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რელიგიური მსოფლიო,სიახლენი,აზრები..., ფაქტი და კომენტარი |
KAIROS |
Apr 2 2007, 01:48 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ფორუმის ერთერთი დადებითი თვისება ისაა. რომ ხშირად აქ ადამიანები ერთდროულად შემოდიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ბევრმა სხვადასხვა ენები იცის, შესაბამისად ფლობს საინტერესო ინფორმაციებს, რაც მსოფლიოში ხდება, ვფიქრობ, რომ ეს თოფიქი დაგვეხმარება გავზარდოთ ჩვენი თვალსაწიერი და გავიგოთ, როგორია რელიგიური აზროვნება მსოფლიოში და რა პრობლემები არსებობს...
-------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
marine |
Jun 28 2007, 12:51 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გიორგი ლობჟანიძე: «ყურანი დამეხმარა გავმხდარიყავი უკეთესი ქრისტიანი»
"თბილისში, საზოგადოებრივ ორგანიზაცია «კავკასიურ სახლში» ყურანის თარგმნის ისტორიაში ორიგინალის ენიდან ქართულ ენაზე პირველი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. »ახალი ამბები - საქართველოს» კორესპოდენტს ამ თარგმანის ავტორმა, პროფესორმა გიორგი ლობჟანიძემ მუსულმანთა წმინდა წიგნის თარგმნის სპეციფიკის შესახებ მოუთხრო. - როდის გაგიჩნდათ ყურანის თარგმნის იდეა? - ყურანის შესწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ კიდევ მესამე კურსზე ყოფნისას დავიწყე. მაშინ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე იყო ასეთი საგანი «ყურანის ენა», რომელმაც ძალიან დამაინტერესა. დავიწყე წმინდა წიგნის სურების თარგმნა. ეს პოეტური თარგმანი იყო. აღსანიშნავია, რომ ყურანი ორიგინალში უაღრესად პოეტური ტექსტია. მაგრამ ვინაიდან ქართულ ენაში დღემდე ყურანის ორიგინალიდან ბწკარედით თარგმანი არ არსებობდა, მივხვდი, რომ მოცემულ შემთხვევაში პოეტური თარგმანი დიდი ფუფუნება იქნებოდა და სიტყვასიტყვით, ფილოლოგიურ თარგმნას შევუდექი. - რამდენი წელი მუშაობდით თარგმანზე? - საერთო ჯამში, თარგმანზე 12 წელი დამჭირდა. დასაწყისში ეს უფრო გატაცება იყო, ვთარგმნიდი მაშინ, როცა თავისუფალი დრო მქონდა. მე სხვადასხვა ადგილებზე მიწევდა მუშაობა და ამიტომ საყვარელი საქმიანობისთვის მრჩებოდა მხოლოდ საღამო და ღამის საათები. მეგობრებმა იცოდნენ, რომ ყურანს ვთარგმნიდი. ოთხი წლის წინ ნაირა გელაშვილმა, ცნობილმა მწერალმა და ორგანიზაცია «კავკასიური სახლის» ხელმძღვანელმა მოამზადა პროექტი «ყურანის თარგმანი და მისი კომენტარები» და «კავკასიური სახლის» პარტნიორს - საქველმოქმედო ფონდ «ჰორიზონტს» ამ წიგნის გამოცემაში დახმარება სთხოვა. ეს ფონდი დათანხმდა პროექტის დაფინანსებაზე და ამის შედეგად მომეცა თარგმანის დასრულების შესაძლებლობა. - რა იყო თარგმნისას ყველაზე უფრო რთული? - ყურანი თარგმნისთვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო რთული ტექსტია. თუმცა ყველაზე უფრო რთული, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, აღმოჩნდა ნათარგმნის სტილისტიკის განსაზღვრა და ქართულ ენაში იმ შესატყვისი ტერმინების მოძებნა, რომლებიც გამოყენებულია ყურანში. წმინდა წიგნში არსებობს სპეციფიკური ტერმინოლოგია, რომელიც ქართულ ენაში არ გვხვდება. ამ ტერმინოლოგიის შექმნა მე თვითონ მომიწია ქართული გრამატიკის კანონების მიხედვით. - ვინ გიწევდათ კონსულტაციებს თარგმნის დროს? - მე სამი წელი ვსწავლობდი თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტზე. იქ მუშაობენ ცნობილი თეოლოგები, რომლებიც სტუდენტებს ყურანს ასწავლიან. გარდა ამისა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეხმარებოდნენ ისლამის სპეციალისტები. აჭარაში მცხოვრები მუსულმანები კი მუშაობის პროცესში შენიშვნებს და კომენტარებს მიკეთებდნენ. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ისეთი თარგმანი, რომელსაც შეიძლება აკადემიური ეწოდოს. - რას წარმოადგენს ყურანის კომენტარები? - კომენტარები მე თვითონ გავუკეთე მუსულმან ღვთისმეტყველთა შრომებზე დაყრდნობით. მე ვითვალისწინებდი ქართველი მკითხველი ინტერესებს და კომენტარს ვუკეთებდი იმას, რაც აუცილებელია ტექსტის გასაგებად. - რა მიზანს ისახავდით ყურანის თარგმნისას? - მთავარი ამოცანა დაკავშირებული იყო კულტურასთან. ყურანში ლაპარაკია არამიწიერ ფასეულობებზე. ამიტომ ასეთი წიგნების თარგმანები ყველა ენაზე უნდა არსებობდეს. მაგალითად, რუსულ ენაზე ყურანი შვიდჯერ ითარგმნა. თარგმანის ასეთი რაოდენობა მკითხველს აძლევს იმის საშუალებას, რომ გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეს საგანზე და გაერკვეს მასში. დაახლოებით ასი წლის წინ ყურანი თარგმნილია ქართულ ენაზეც, მაგრამ არა არაბულიდან, არამედ ფრანგულიდან. ახლა საქართველოში არსებობს ყურანის ორიგინალიდან თარგმანიც. ყურანის სოციალურ მნიშვნელობას რაც შეეხება, უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ არ არსებობს წმინდა წიგნის თარგმანი, მაშინ რელიგია ვრცელდება ზეპირად. ეს კი სოციუმისთვის ძალიან საშიშია, რადგან წმინდა კრებული მახინჯდება და რელიგიას არარსებული რამ მიეწერება. - იქონია თუ არა გავლენა ისლამის შესწავლამ თქვენზე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანზე? - რა თქმა უნდა, უდიდესი გავლენა იქონია. ყურანი დამეხმარა უკეთესად შემეცნო ქრისტიანული რელიგია. ბიბლიაში მოცემული ბევრი მოვლენა და პირი აღწერილია ყურანშიც. რამდენიმე წლის წინ დისერტაცია დავიცავი თემაზე «იესო და მარიამი ყურანში». მუსლიმანთა წმინდა წიგნის თარგმნის დროს კონსულტაციები მქონდა საქართველოს პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან. მათ ჩემს სამუშაოსთან დაკავშირებით უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ. აუცილებელია, რომ ამ ორმა დიდმა რელიგიამ ერთმანეთთან მჭიდროდ ითანამშრომლოს. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოს მუსულმანებს საჩუქარი გავუკეთე მე - ქართველმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა. - გარდა ყურანისა, კიდევ რომელი ნაწარმოები გაქვთ ნათარგმნი? - სპარსული ენიდან მე ვთარგმნე ზღაპრები, არაბი და სპარსი პოეტების ლექსები, ასევე შუა საუკუნეების არაბული პროზის შედევრი - დამრიგებლური მოთხრობების ცნობილი კრებული «ქილილა და დამანა». - როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? - ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ახლა (ყურანის თარგმნის შემდეგ, შენიშ.) შემიძლია წყნარად მოვკვდე, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი სანუკვარი ოცნებაა შუა საუკუნეების ცნობილი არაბი ღვთისმეტყველების - იბნ ალ-არაბისა და ალ-ფარაბის ნაშრომთა თარგმნა. 33 წლის გიორგი ლობჟანიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი «არაბული ენისა და არაბული ლიტერატურის» სპეციალობით. სამი წელი სწავლობდა თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში «რელიგიისა და მისტიკის ისტორიის» სპეციალობაზე. ამჟამად გიორგი ლობჟანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის არაბულ ენასა და ლიტერატურას, ორგანიზაცია »კავკასიური სახლში» ხელმძღვანელობს კავკასიაში ისლამური კულტურის შემსწავლელ ცენტრს და არის პროექტ «კავკასიის უნივერსიტეტის» ხელმძღვანელი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 08:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი