IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რელიგიური მსოფლიო,სიახლენი,აზრები..., ფაქტი და კომენტარი
KAIROS
პოსტი Apr 2 2007, 01:48 PM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ფორუმის ერთერთი დადებითი თვისება ისაა. რომ ხშირად აქ ადამიანები ერთდროულად შემოდიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ბევრმა სხვადასხვა ენები იცის, შესაბამისად ფლობს საინტერესო ინფორმაციებს, რაც მსოფლიოში ხდება, ვფიქრობ, რომ ეს თოფიქი დაგვეხმარება გავზარდოთ ჩვენი თვალსაწიერი და გავიგოთ, როგორია რელიგიური აზროვნება მსოფლიოში და რა პრობლემები არსებობს...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Jun 28 2007, 12:51 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გიორგი ლობჟანიძე: «ყურანი დამეხმარა გავმხდარიყავი უკეთესი ქრისტიანი»

"თბილისში, საზოგადოებრივ ორგანიზაცია «კავკასიურ სახლში» ყურანის თარგმნის ისტორიაში ორიგინალის ენიდან ქართულ ენაზე პირველი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. »ახალი ამბები - საქართველოს» კორესპოდენტს ამ თარგმანის ავტორმა, პროფესორმა გიორგი ლობჟანიძემ მუსულმანთა წმინდა წიგნის თარგმნის სპეციფიკის შესახებ მოუთხრო.

- როდის გაგიჩნდათ ყურანის თარგმნის იდეა?

- ყურანის შესწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ კიდევ მესამე კურსზე ყოფნისას დავიწყე. მაშინ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე იყო ასეთი საგანი «ყურანის ენა», რომელმაც ძალიან დამაინტერესა. დავიწყე წმინდა წიგნის სურების თარგმნა. ეს პოეტური თარგმანი იყო. აღსანიშნავია, რომ ყურანი ორიგინალში უაღრესად პოეტური ტექსტია. მაგრამ ვინაიდან ქართულ ენაში დღემდე ყურანის ორიგინალიდან ბწკარედით თარგმანი არ არსებობდა, მივხვდი, რომ მოცემულ შემთხვევაში პოეტური თარგმანი დიდი ფუფუნება იქნებოდა და სიტყვასიტყვით, ფილოლოგიურ თარგმნას შევუდექი.

- რამდენი წელი მუშაობდით თარგმანზე?

- საერთო ჯამში, თარგმანზე 12 წელი დამჭირდა. დასაწყისში ეს უფრო გატაცება იყო, ვთარგმნიდი მაშინ, როცა თავისუფალი დრო მქონდა. მე სხვადასხვა ადგილებზე მიწევდა მუშაობა და ამიტომ საყვარელი საქმიანობისთვის მრჩებოდა მხოლოდ საღამო და ღამის საათები. მეგობრებმა იცოდნენ, რომ ყურანს ვთარგმნიდი. ოთხი წლის წინ ნაირა გელაშვილმა, ცნობილმა მწერალმა და ორგანიზაცია «კავკასიური სახლის» ხელმძღვანელმა მოამზადა პროექტი «ყურანის თარგმანი და მისი კომენტარები» და «კავკასიური სახლის» პარტნიორს - საქველმოქმედო ფონდ «ჰორიზონტს» ამ წიგნის გამოცემაში დახმარება სთხოვა. ეს ფონდი დათანხმდა პროექტის დაფინანსებაზე და ამის შედეგად მომეცა თარგმანის დასრულების შესაძლებლობა.

- რა იყო თარგმნისას ყველაზე უფრო რთული?

- ყურანი თარგმნისთვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო რთული ტექსტია. თუმცა ყველაზე უფრო რთული, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, აღმოჩნდა ნათარგმნის სტილისტიკის განსაზღვრა და ქართულ ენაში იმ შესატყვისი ტერმინების მოძებნა, რომლებიც გამოყენებულია ყურანში. წმინდა წიგნში არსებობს სპეციფიკური ტერმინოლოგია, რომელიც ქართულ ენაში არ გვხვდება. ამ ტერმინოლოგიის შექმნა მე თვითონ მომიწია ქართული გრამატიკის კანონების მიხედვით.

- ვინ გიწევდათ კონსულტაციებს თარგმნის დროს?

- მე სამი წელი ვსწავლობდი თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტზე. იქ მუშაობენ ცნობილი თეოლოგები, რომლებიც სტუდენტებს ყურანს ასწავლიან. გარდა ამისა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეხმარებოდნენ ისლამის სპეციალისტები. აჭარაში მცხოვრები მუსულმანები კი მუშაობის პროცესში შენიშვნებს და კომენტარებს მიკეთებდნენ. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ისეთი თარგმანი, რომელსაც შეიძლება აკადემიური ეწოდოს.

- რას წარმოადგენს ყურანის კომენტარები?

- კომენტარები მე თვითონ გავუკეთე მუსულმან ღვთისმეტყველთა შრომებზე დაყრდნობით. მე ვითვალისწინებდი ქართველი მკითხველი ინტერესებს და კომენტარს ვუკეთებდი იმას, რაც აუცილებელია ტექსტის გასაგებად.

- რა მიზანს ისახავდით ყურანის თარგმნისას?

- მთავარი ამოცანა დაკავშირებული იყო კულტურასთან. ყურანში ლაპარაკია არამიწიერ ფასეულობებზე. ამიტომ ასეთი წიგნების თარგმანები ყველა ენაზე უნდა არსებობდეს. მაგალითად, რუსულ ენაზე ყურანი შვიდჯერ ითარგმნა. თარგმანის ასეთი რაოდენობა მკითხველს აძლევს იმის საშუალებას, რომ გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეს საგანზე და გაერკვეს მასში. დაახლოებით ასი წლის წინ ყურანი თარგმნილია ქართულ ენაზეც, მაგრამ არა არაბულიდან, არამედ ფრანგულიდან. ახლა საქართველოში არსებობს ყურანის ორიგინალიდან თარგმანიც. ყურანის სოციალურ მნიშვნელობას რაც შეეხება, უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ არ არსებობს წმინდა წიგნის თარგმანი, მაშინ რელიგია ვრცელდება ზეპირად. ეს კი სოციუმისთვის ძალიან საშიშია, რადგან წმინდა კრებული მახინჯდება და რელიგიას არარსებული რამ მიეწერება.

- იქონია თუ არა გავლენა ისლამის შესწავლამ თქვენზე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანზე?

- რა თქმა უნდა, უდიდესი გავლენა იქონია. ყურანი დამეხმარა უკეთესად შემეცნო ქრისტიანული რელიგია. ბიბლიაში მოცემული ბევრი მოვლენა და პირი აღწერილია ყურანშიც. რამდენიმე წლის წინ დისერტაცია დავიცავი თემაზე «იესო და მარიამი ყურანში». მუსლიმანთა წმინდა წიგნის თარგმნის დროს კონსულტაციები მქონდა საქართველოს პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან. მათ ჩემს სამუშაოსთან დაკავშირებით უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ. აუცილებელია, რომ ამ ორმა დიდმა რელიგიამ ერთმანეთთან მჭიდროდ ითანამშრომლოს. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოს მუსულმანებს საჩუქარი გავუკეთე მე - ქართველმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა.

- გარდა ყურანისა, კიდევ რომელი ნაწარმოები გაქვთ ნათარგმნი?

- სპარსული ენიდან მე ვთარგმნე ზღაპრები, არაბი და სპარსი პოეტების ლექსები, ასევე შუა საუკუნეების არაბული პროზის შედევრი - დამრიგებლური მოთხრობების ცნობილი კრებული «ქილილა და დამანა».

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ახლა (ყურანის თარგმნის შემდეგ, შენიშ.) შემიძლია წყნარად მოვკვდე, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი სანუკვარი ოცნებაა შუა საუკუნეების ცნობილი არაბი ღვთისმეტყველების - იბნ ალ-არაბისა და ალ-ფარაბის ნაშრომთა თარგმნა.

33 წლის გიორგი ლობჟანიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი «არაბული ენისა და არაბული ლიტერატურის» სპეციალობით. სამი წელი სწავლობდა თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში «რელიგიისა და მისტიკის ისტორიის» სპეციალობაზე. ამჟამად გიორგი ლობჟანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის არაბულ ენასა და ლიტერატურას, ორგანიზაცია »კავკასიური სახლში» ხელმძღვანელობს კავკასიაში ისლამური კულტურის შემსწავლელ ცენტრს და არის პროექტ «კავკასიის უნივერსიტეტის» ხელმძღვანელი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   რელიგიური მსოფლიო,სიახლენი,აზრები...   Apr 2 2007, 01:48 PM
მხევალი ნინო   მაშინ დაიწყონ უცხო...   Apr 2 2007, 01:55 PM
KAIROS   ახალი ამბები ..................   Apr 2 2007, 01:59 PM
KAIROS   სხვათაშორის, ერთერ...   Apr 2 2007, 11:20 PM
KAIROS   ვნების კვირა და აღ...   Apr 10 2007, 12:28 PM
მნათე   woooow გაოცებული ვარ, ...   Apr 10 2007, 01:36 PM
მხევალი ნინო   ვაიმე, ეს რა საშინე...   Apr 10 2007, 02:00 PM
iako   გერმანიაში მარხვა...   Apr 10 2007, 03:27 PM
მხევალი ნინო   ჩემი ახლობელია გათ...   Apr 10 2007, 03:30 PM
iako   უმეტესად აქ ეკლესი...   Apr 10 2007, 03:38 PM
KAIROS   "ცხოვრება იესო ქრ...   Apr 12 2007, 01:41 AM
კანონისტი   დღეს სრულიად საქარ...   Apr 17 2007, 12:16 PM
KAIROS   თურქეთში მკვლელობ...   Apr 19 2007, 04:54 PM
KAIROS   გრძელდება ქრისტია...   Apr 22 2007, 05:06 PM
nuciko-22   კაიროს საქართველო...   Nov 15 2007, 07:33 PM
KAIROS   პასუხს ველი ამ კით...   Apr 26 2007, 12:11 AM
likka   :D :D :D მეც მივიღე ეგ...   Apr 26 2007, 12:41 AM
kato_Bato   მაგათ ურჩევნიათ ა...   Apr 26 2007, 12:33 PM
KAIROS   საინტერესო ისტორ...   Apr 26 2007, 01:18 PM
კანონისტი   KAIROS მეც ქართული ფენ...   Apr 26 2007, 08:21 PM
abo   KAIROS ღმერთი გფარავდ...   Apr 26 2007, 09:11 PM
kato_Bato   აი აქ კი ზედმეტი მ...   Apr 27 2007, 06:44 PM
nuciko-22   აი აქ კი ზედმეტი მო...   Nov 15 2007, 07:56 PM
კანონისტი   kato_Bato ჭეშმარიტია თუ ...   Apr 27 2007, 06:54 PM
ნათია   kato_Bato ჭეშმარიტია თუ ...   May 5 2007, 09:12 PM
kato_Bato   კანონისტი "მიგიხ...   Apr 27 2007, 06:57 PM
კანონისტი   kato_Bato მეც ვიცი, უბრა...   Apr 27 2007, 06:58 PM
ვალერი   კახეთის ერთერთ სოფ...   Apr 28 2007, 01:29 PM
KAIROS   :) რათქმაუნდა არა, ჯ...   Apr 28 2007, 10:15 PM
შოთა   KAIROS ვფიქრობ ქართველ...   Apr 28 2007, 11:14 PM
KAIROS   წარმოუდგენელი სის...   May 5 2007, 08:59 PM
ალექსანდრე   წარმოუდგენელი სის...   May 5 2007, 09:02 PM
kato_Bato   ეგ წესი ახლაც მოქ...   May 6 2007, 12:49 PM
KAIROS   რუსეთის მართლმადი...   May 20 2007, 11:26 AM
KAIROS   დიდი კამათი და სკა...   May 23 2007, 11:41 AM
კანუდოსელი   თანადროულად ვატიკ...   May 23 2007, 11:46 AM
solomony   დღევანდელ კათოლიკ...   May 23 2007, 12:20 PM
KAIROS   ჰეჰე, დღეს მაპატიე...   May 24 2007, 11:58 AM
მხევალი ნინო   KAIROS შენც ბრუტუს? კ...   May 24 2007, 12:01 PM
კანონისტი   KAIROS მეც შემოგიერთდ...   May 24 2007, 12:04 PM
KAIROS   კაი ახლა ნინიკო, Take ...   May 24 2007, 12:05 PM
მხევალი ნინო   KAIROS ჰმ, გულს ვერ მო...   May 24 2007, 12:22 PM
KAIROS   კათოლიკური ეკლესი...   May 31 2007, 06:04 AM
თამარი_ცქნაფო   კათოლიკური ეკლესი...   Jun 1 2007, 11:30 PM
ეკუმენისტი   კათოლიკური ეკლესი...   Jun 8 2007, 02:05 AM
Qeti   KAIROS კაიროს კარგად გ...   May 31 2007, 06:43 AM
KAIROS   Католические епископы выст...   Jun 1 2007, 11:03 PM
ნათია   ოოო ღმერთო ჩემო .... ...   Jun 8 2007, 09:46 AM
KAIROS   1981 წლის 13 მაისი კინა...   Jun 6 2007, 07:05 PM
ნათია   ჰოდა. დღესაც ლამი...   Jun 7 2007, 11:20 PM
მხევალი ნინო   რატომ ვერ ვხსნი? რა...   Jun 6 2007, 07:13 PM
KAIROS   ხო ხანდახან მავიწ...   Jun 7 2007, 11:18 PM
თამარი_ცქნაფო   ხო ხანდახან მავიწ...   Jun 8 2007, 02:08 AM
_Matasi_   მე როგორც ვიცი საქ...   Jun 7 2007, 11:27 PM
თამარი   მე როგორც ვიცი საქ...   Jun 7 2007, 11:40 PM
შოთა   KAIROS სულ ჩკუიდან ხომ...   Jun 8 2007, 09:39 AM
შოთა   ნათია ბოლოს და ბო...   Jun 8 2007, 09:53 AM
ნათია   ნათია ბოლოს და ბოლ...   Jun 8 2007, 09:53 AM
შოთა   ნათია ეს კომპრომის...   Jun 8 2007, 10:01 AM
ნათია   ნათია ეს კომპრომი...   Jun 9 2007, 09:40 AM
KAIROS   :D თავიდან იგონებ ვ...   Jun 9 2007, 11:52 AM
ალექსანდრე   :D თავიდან იგონებ ვ...   Jun 9 2007, 04:18 PM
KAIROS   ახლა კომენტარების ...   Jun 19 2007, 11:57 AM
KAIROS   ინგლისის პრემიერი,...   Jun 23 2007, 01:20 PM
მნათე   ამ წმინდანზე არაფ...   Jun 23 2007, 01:32 PM
შოთა   KAIROS მაგ ამაბავზე მე...   Jun 23 2007, 11:58 PM
Sotiris   ათენის მთავარეპის...   Jun 26 2007, 10:20 PM
მნათე   უი, ღმერთმა უშველო...   Jun 26 2007, 10:51 PM
marine   გიორგი ლობჟანიძე: «...   Jun 28 2007, 12:51 PM
კანონისტი   Sotiris მისი ნაჩუქარი ჯ...   Jun 28 2007, 12:56 PM
ზებედე   ვანდალიზმი 2007 წლის ...   Jul 24 2007, 10:30 PM
athos   30 ივლისს, 93 წლის ასა...   Aug 2 2007, 01:01 AM
ზებედე   30 ივლისს, 93 წლის ასა...   Aug 2 2007, 03:37 AM
KAIROS   კათოლიკურ ეკლესია...   Oct 31 2007, 01:00 AM
k@the   გერმიანიის ერთ-ერთ...   Nov 1 2007, 11:19 PM
kato_Bato   k@the :მპუა: გენაცალე ...   Nov 1 2007, 11:44 PM
იოანა   ხალხნო, საპატრიარქ...   Nov 5 2007, 10:10 PM
KAIROS   გვეღირსა :D თურმე ...   Nov 5 2007, 11:48 PM
k@the   იოანა ჩემთან რო არ ...   Nov 5 2007, 11:50 PM
KAIROS   უნდა გადაიყვანო მა...   Nov 5 2007, 11:52 PM
k@the   KAIROS მადლობა, გადაყვ...   Nov 5 2007, 11:57 PM
მარიამი   KAIROS მადლობა, გადაყვ...   Nov 6 2007, 12:52 AM
k@the   მარიამი მადლობა მა...   Nov 6 2007, 01:03 AM
KAIROS   ეგ ცეცხლოვანი მელ...   Nov 9 2007, 12:37 AM
k@the   ეგ ცეცხლოვანი მელ...   Nov 9 2007, 01:13 AM
KAIROS   ნამდვილად საინტე...   Nov 17 2007, 07:35 PM
KAIROS   ჰმ... რუსები ისევ ცუ...   Dec 3 2007, 07:05 PM
მხევალი ნინო   KAIROS ხელისმომკიდე დ...   Dec 3 2007, 07:17 PM
solomony   ამქვეყნიური სიბრძ...   Dec 3 2007, 08:07 PM
KAIROS   სოლომონა, ურევ ის...   Dec 3 2007, 08:14 PM
solomony   ნამდვილად ვერ გავ...   Dec 3 2007, 08:29 PM
KAIROS   არ ახალია, ძველია :D...   Dec 8 2007, 02:13 PM
KAIROS   თქვენი რეაქციები დ...   Dec 15 2007, 04:02 PM
KAIROS   არ მინდა ახალი თემ...   Dec 28 2007, 12:19 AM
KAIROS   სასაცილო იქნებოდა ...   Dec 29 2007, 10:56 PM
შოთაძე   KAIROS ჩემი უდიდესი თხ...   Dec 29 2007, 11:19 PM
KAIROS   სამწუხაროდ, ჩემო ...   Dec 30 2007, 08:39 AM
შოთაძე   [b]ქრისტეანობა კვ...   Jan 2 2008, 07:09 AM
შოთაძე   .......   Jan 2 2008, 07:46 AM
KAIROS   ჩურჩხელა :) რაც შეე...   Jan 2 2008, 01:14 PM
6 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 05:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი