კრეაციონიზმი თუ "ექსტრემალური კრეაციონიზმი"?, ვიმსჯელოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კრეაციონიზმი თუ "ექსტრემალური კრეაციონიზმი"?, ვიმსჯელოთ |
კანუდოსელი |
Jun 26 2007, 04:23 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ბოლო დროს რატომღაც რეკლამირდება ე.წ. ექსტრემალური კრეაციული მოდელი სამყაროს შექმნისა, იმ მოტივით, რომ ის ერთად ერთია, რომელიც ბიბლიასთან მოდის თანხვდენაში. არადა მეჩვენება, რომ საქმე პირიქითაც არის...ამ მიმართულების მესვეურნი "ამტკიცებენ", რომ სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს და თავის ჭკუაში გვთავაზობენ თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის კრიტიკას, რომელიც ხშირად ღიმილის მომგვრელია.
მოკლედ ვიტყვი, რომ ასე ხელაღებით მიდგომა წმინდა წერილის მიმართ, წიგნთა წიგნს წარმოაჩენს ფიზიკის სახელმძღვანელოდ და ამით, პროფანაციას უწევს მას. მეორეს მხრივ, ცნობილია, რომ თანამედროვე ე.წ. ევოლუციური მოდელი სამყაროს შექმნისა (რომლის მიხედვითაც სამყარო გაჩნდა 10-15 მილიარდი წლის წინათ), ჯერ ერთი მრავალი პირდაპირი თუ არაპირდაპირი დაკვირვევებით გამაგრებულია, რასაც ვერ ვიტყვით კრეაციულ მოდელზე და ასევე მონაგონი მითია, რომ ამ მოდელის ფარგლებში ღმერთი არანაირად არ ჯდება და ამიტომ ის ძირეულად ათეისტური მოდელია - ეს უკვე კომუნისტურ პროპაგანდას აყოლილი ანტიკომუნისტი კრეაციონისტების ისტერიას წააგავს. მოდით ვიმსჯელოთ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
Jun 28 2007, 12:53 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
d.p
ციტატა იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ფიზიკოსია ( ნუ ძააალიან ), არც აქვს აზრი - არ წამს ამ კაცს და რა ქნას, რწმენა არის განცდა იმისა, რომ რაც არ იცი ის ისეა, როგორც შენ გგონია მეცნიერება არის ცოდნა იმისა, რაც იცი რწმენასა და მეცნიერებას სხვადასხვა ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში... P.S. აგერ ჩვენი კანუდოსელი ასტროფიზიკის დოქტორია და თან მორწმუნეც და რა ვქნათ? P.P.S. ჩემი ფაკულტეტი გამახსენდა. I კურსზე გავდიოდი ქართული სამართლის ისტორიას, რომლის სახელმძღვანელოშიც შავით-თეთრზე ეწერა (ნუ ამაზე მთელი სწავლის მანძილზე ვიცინოდით) - დავით აღმაშენებელს უზარმაზარი ცოდნის მიუხედავად ერთი დიდი მინუსი მაინც ჰქონდაო იგი მორწმუნეც (!! "ც"-ს დააკვირდით!) იყოო.... ხოოოო....... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 07:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი