IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კრეაციონიზმი თუ "ექსტრემალური კრეაციონიზმი"?, ვიმსჯელოთ
კანუდოსელი
პოსტი Jun 26 2007, 04:23 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ბოლო დროს რატომღაც რეკლამირდება ე.წ. ექსტრემალური კრეაციული მოდელი სამყაროს შექმნისა, იმ მოტივით, რომ ის ერთად ერთია, რომელიც ბიბლიასთან მოდის თანხვდენაში. არადა მეჩვენება, რომ საქმე პირიქითაც არის...ამ მიმართულების მესვეურნი "ამტკიცებენ", რომ სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს და თავის ჭკუაში გვთავაზობენ თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის კრიტიკას, რომელიც ხშირად ღიმილის მომგვრელია.


მოკლედ ვიტყვი, რომ ასე ხელაღებით მიდგომა წმინდა წერილის მიმართ, წიგნთა წიგნს წარმოაჩენს ფიზიკის სახელმძღვანელოდ და ამით, პროფანაციას უწევს მას.

მეორეს მხრივ, ცნობილია, რომ თანამედროვე ე.წ. ევოლუციური მოდელი სამყაროს შექმნისა (რომლის მიხედვითაც სამყარო გაჩნდა 10-15 მილიარდი წლის წინათ), ჯერ ერთი მრავალი პირდაპირი თუ არაპირდაპირი დაკვირვევებით გამაგრებულია, რასაც ვერ ვიტყვით კრეაციულ მოდელზე და ასევე მონაგონი მითია, რომ ამ მოდელის ფარგლებში ღმერთი არანაირად არ ჯდება და ამიტომ ის ძირეულად ათეისტური მოდელია - ეს უკვე კომუნისტურ პროპაგანდას აყოლილი ანტიკომუნისტი კრეაციონისტების ისტერიას წააგავს.


მოდით ვიმსჯელოთ.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
d.p
პოსტი Jun 28 2007, 12:42 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,115
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 763



ციტატა
ორ ობიექტურ მოძღვრებას შორის (ბიბლია და მეცნიერება) ყოველთვის შესაძლებელია ურთიერთთანხმობის პოვნა, როდესაც ორივე მაღალ დონეზე იცი. ეს საქმე კი საჭირო იმდენადაა, რამდენადაც შემეცნებას "მოწყურებული" ადამიანის ბუნება ამას თავად ითხოვს.


ებიჭო იპოვე მერე ყველაფერში ურთიერთთანხმობა ეგრე მარტივად თუ გესახება ყველაფერი და ნობელი არ აგცდება - 1000000 დოლარია სხვა თუ არაფერი smile.gif არაა ეგ ეგეთი მარტივი საქმე დამიჯერე. აგერ ჩემი უკვე ნახსენები XX საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი მეცნიერის ვაინბერგის დაგუგლვის შედეგები. კაცი "ნა სტარასტი ლეტ" თავის მიერ შექმნილი სტანდარტული მოდელის მაგივრად ღმერთის არარსებობაზე ლაპარაკობს - ყველა ვიდეო მაგას ეთმობა. დამიჯერე ვაინბერგს ფიზიკაზე ვერ შეეკამათები იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ფიზიკოსია ( ნუ ძააალიან ), არც აქვს აზრი - არ წამს ამ კაცს და რა ქნას, თუმცა იმის თქმა რომ ამ კაცს ფიზიკა არ ესმის ამიდ გამო რბილად რომ ვთქვათ არასწორი იქნება, ისევე როგორც იმის თქმა რომ ღმერთი არ არსებობს რადგენ ვაინბერგმა თქვა რბილად რომ ვთქვათ არასწორია smile.gif. რაც შეეხება შენს მიერ ნახსენებ "შემეცნების წყურვილს", დამიჯერე არც ერთი ფიზიკოსი დედამიწის ზედაპირზე არაა შეპყრობილი "უმაღლესი ჭეშმარიტების" დადგენის იდეით - ბევრია მორწმუნე, ბევრიც ურწმუნოა მაგრამ ყველა ეს ხალხი ძირითადად ფიზიკას მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის აკეთებს.

http://video.google.com/videosearch?q=weinberg





User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 28 2007, 01:49 PM
პოსტი #3


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(d.p @ Jun 28 2007, 12:42 PM) *

დამიჯერე ვაინბერგს ფიზიკაზე ვერ შეეკამათები იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ფიზიკოსია, არც აქვს აზრი - არ წამს ამ კაცს და რა ქნას

ვაინბერგს თავისი ათეისტური პოზიცია ჩამოუყალიბდა "დიდი აფეთქების" თეორიის სერიოზულად დახვეწამდე და მისი დამამტკიცებელი არგუმენტის აღმოჩენამდე. 1965 წელს, როდესაც აღმოაჩინეს მიკროტალღური რადიოგამოსხივება, რაც იყო დიდი აფეთქების გამოსხივების ნარჩენები და ფაქტიურად ყველამ აღიარა "დიდი აფეთქების" ფაქტიური ჭეშმარიტება ის უკვე ჩამოყალიბებული ათეისტი იყო, ამიტომ ვეღარ გადათქვა თავისი პოზიცია და ბოლოს "დიდი აფეთქების" თეორია სრულიად უმიზეზოდ ეჭვის ქვეშ დააყენა, მის სიტყვებია:
"I little doubt that it occurred - მე ცოტას ვეჭვობ, რომ ის მართლა მოხდა . . . " მე კიდე არ ვეჭვობ იმიტომ, რომ ამ ამბების უკან ბევრად უფრო დიდი ლოგიკაა და საფუძველი არ მაქვს ეს უარვყო. შემდეგ განაცხადა რომ შესაძლოა პარალელურად მოხდა სხვა "დიდი აფეთქებები", რომლის სინათლესაც "რატომღაც" ვერ ვხედავთო და თან იმაზე საერთოდ ვერ "გასცა" პასუხი, რომ სადაც ერთი სამყაროს არაფრიდან წარმოქმნის უკან ღმერთი ივარაუდება ზუსტად ისეთნაირადვე შეიძლება ივარაუდო ღმერთი ორი ან სამი სამყაროს არაფრიდან შექმნის შემთხვევაში და ეს არსობრივად არაფერს ცვლის. ბოლოს ასეთი რაღაცაც თქვა:
"my understanding of the origins of the universe leaves little room for miracles or for a designing intelligence-სამყაროს სათავის ჩემეული გაგება ტოვებს პატარა ოთახს სასწაულების ან გონიერი შემოქმედის არსებობისათვის." აი, ამ დონემდე მიიყვანა ეს კაცი თანამედროვე მეცნიერებამ. დამერწმუნე, რომ ღვთის არსებობა გაცილებით ლოგიკურია იმავე მეცნიერებიდან ვიდრე არ არსებობა. გარდა ფიზიკისა ადამიანს გააჩნია ლოგიკა და ინტუიცია, რომელიც მის მიერ შესწავლილი ფაქტების ქვეცნობიერი დამუშავების და ამოტივტივების შედეგია. ასე, მაგალითად არ მომეწონა ამ კაცის ცოდნა რელიგიის ისტორიის და სარწმუნოების ფენომენის შესახებ, რამაც მიუხედავად დიდი ფიზიკოსობისა შეზღუდა მისი ინტუიციის უნარი და საკმაოდ ულოგიკო პოსტულატი დაწერა ღმერთის უარმყოფელი: "The whole history of the last thousands of years has been a history of religious persecutions and wars, pogroms, jihads, crusades. I find it all very regrettable, to say the least.- მთელი ისტორია ბოლო ათასწლეულების არის ისტორია რელიგიური დაპირისპირებების და ომების, პოგრომების, ჯიჰადების, ჯვაროსნების. ჩემთვის ეს უბრალოდ რომ ვთქვათ დასანანია" აი ამ არგუმენტმა მართლა დამაფიქრა საერთოდ ამ კაცის ლოგიკაზე, ვიღაც გადარეული ხალხი თუ რელიგიას ამოფარებული ომობდა იმპერიისათვის, ან ფანატიკური მუსულმანები ჯიჰადს აწყობდნენ და ინკვიზიცია ჯვაროსნულ ლაშქრობებს ამიტომ ღმერთი არ არის?! ან საერთოდ რომელიმე მათგანს თუ სწამდა ღმერთის ვინც ამ უბედურების მოთავე იყო? ჰო, სინანულით მეც ვნანობ, კარგი იყო რომ არ მომხდარიყო, მაგრამ ასეთი პრიმიტიული აზროვნება როგორ შეიძლება, ეს დიდად კი არ განსხვავდება იმისგან, რომ ეგერ ვიღაცამ რაღაც მომპარა და ღმერთი არ არისო.

იმისთვის რომ ადამიანი ღმერთთან მივიდეს "მეცნიერების გავლით", მარტო ფიზიკა ვერ უშველის, საჭიროა რამდენიმე მეცნიერების (ასტროფიზიკა, ასტრონომია, მიკრობიოლოგია, რელიგიების ისტორია, ძველი მსოფლიოს ისტორია, ძირითადი რელიგიების ღვთისმეტყველების საფუძვლები) კარგი ცოდნა, რათა ზემოთ ხსენებულმა ინტუიციამ და ლოგიკამ კარგად იმუშაოს. ისე ვერ მიხვალ ღმერთამდე.

როგორც კანუდოსელის სტატიაში ეწერა მეცნიერება ზღვაა, რომლის ზედაპირზე ათეიზმია, მაგრამ ფსკერზე ღმერთი გველოდება, ოღონდ ფსკერამდე უნდა მივიდეთ, ამას კი მრავალმხრივი განათლება სჭირდება.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანუდოსელი   კრეაციონიზმი თუ "ექსტრემალური კრეაციონიზმი"?   Jun 26 2007, 04:23 PM
კანონისტი   კანუდოსელი სხვათა ...   Jun 26 2007, 04:27 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი სხვათა...   Jun 26 2007, 04:29 PM
თამარი_ცქნაფო   კანუდოსელი სხვათა...   Jun 27 2007, 12:08 AM
მნათე   შესაბამისი კვალი...   Jun 26 2007, 11:48 PM
დათიკო   მოდით პირველ რიგში...   Jun 27 2007, 12:00 AM
კანუდოსელი   მოდით პირველ რიგშ...   Jun 27 2007, 12:18 PM
გიორგი   ყოველივე ზემოთ ხს...   Jun 27 2007, 12:46 PM
კანუდოსელი   დაახლოებით ეგრეა. ...   Jun 27 2007, 12:49 PM
გიორგი   ისინი გვთავაზობენ...   Jun 27 2007, 02:11 PM
კანუდოსელი   გიორგის მცირე,მეგო...   Jun 27 2007, 02:23 PM
გიორგი   არადა სინათლის სი...   Jun 27 2007, 02:31 PM
კანუდოსელი   მოიცადე და ეგ ბაღა...   Jun 27 2007, 02:57 PM
გიორგი   ბოლოს თქვა, მაგრამ ...   Jun 27 2007, 03:07 PM
კანუდოსელი   რატომ? არის კრეაცი...   Jun 27 2007, 03:20 PM
გიორგი   კრეაციონიზმი - როგ...   Jun 27 2007, 03:22 PM
გიორგი   არ ვიცი რომელ კრეა...   Jun 27 2007, 03:27 PM
გიორგი   ადამიანს მხოლოდ რ...   Jun 27 2007, 03:45 PM
გიორგი   სამყარო სულ რაღაც ...   Jun 27 2007, 09:34 AM
კანუდოსელი   ძალიან ნაკლებად ს...   Jun 27 2007, 12:00 PM
გიორგი   ყოჩაღ გიო :) ძალიან...   Jun 27 2007, 12:25 PM
კანუდოსელი   "რძიანი გზა და მი...   Jun 27 2007, 12:43 PM
გიორგი   ირმის ნახტომი ქვი...   Jun 27 2007, 12:50 PM
მარიამი   ალბათ ადამიანი და ...   Jun 27 2007, 09:55 AM
კანუდოსელი   ალბათ ადამიანი და ...   Jun 27 2007, 11:48 AM
გიორგი   სხვათა შორის გენუ...   Jun 28 2007, 08:14 PM
კანუდოსელი   მათი მთელი აღჭურვ...   Jun 29 2007, 01:55 PM
გიორგი   რუსი პალეონტოლოგი...   Jun 29 2007, 02:10 PM
კანუდოსელი   გამახსენდა გვარი: ...   Jun 29 2007, 02:22 PM
გიორგი   გამახსენდა გვარი: ...   Jun 29 2007, 02:25 PM
კანუდოსელი   ძალიან კარგი, თუ შე...   Jun 29 2007, 02:26 PM
გიორგი   გუგლში აკრიფე, ან რ...   Jun 29 2007, 02:28 PM
კანუდოსელი   მომდევნო პარასკევ...   Jun 29 2007, 02:33 PM
გიორგი   იარაღზე? ნაპოვნია ...   Jun 29 2007, 02:52 PM
კანუდოსელი   მომდევნო პარასკევ...   Jun 29 2007, 03:17 PM
მნათე   მოვა უცოდველი და გ...   Jun 27 2007, 10:37 AM
მარიამი   მოვა უცოდველი და გ...   Jun 27 2007, 10:42 AM
მნათე   არვინ გაგვიგოს :lol:   Jun 27 2007, 10:45 AM
გიორგი   ასევე მონაგონი მი...   Jun 27 2007, 11:59 AM
კანონისტი   გიორგი იმის ვიდეო ...   Jun 27 2007, 12:31 PM
მნათე   ევოლუციური მოდელი...   Jun 27 2007, 12:51 PM
iraklidze   ა ხალხი, აბა ამას ვლ...   Jun 27 2007, 12:55 PM
გიორგი   ა ხალხი, აბა ამას ვ...   Jun 27 2007, 01:59 PM
მნათე   ანუ ალტერნატიულ ს...   Jun 27 2007, 12:57 PM
iraklidze   არაა. ერთი ამყაროა...   Jun 27 2007, 12:59 PM
მნათე   შენი ყბა მეტად საშ...   Jun 27 2007, 03:05 PM
მნათე   მერე ინდეფერენტუ...   Jun 27 2007, 03:22 PM
კანუდოსელი   მერე ინდეფერენტულ...   Jun 27 2007, 03:26 PM
მნათე   არ მჯერა რომ ეს ოდ...   Jun 27 2007, 03:29 PM
მამფალი   კრეაციონიზმი თუ ...   Jun 27 2007, 03:46 PM
მნათე   იმიტომ რომ კითხვი...   Jun 27 2007, 04:01 PM
გიორგი   იმიტომ რომ კითხვი...   Jun 27 2007, 04:15 PM
მნათე   ნწწწუა, არ მჯერა.. :D   Jun 27 2007, 04:19 PM
კანონისტი   კანუდოსელი იქნებ ...   Jun 27 2007, 04:31 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი იქნებ ...   Jun 27 2007, 04:32 PM
გიორგი   დაახლოებით ორი წლ...   Jun 27 2007, 05:03 PM
კანუდოსელი   აწი ბაღათურიას ამ...   Jun 27 2007, 05:09 PM
კანონისტი   კანუდოსელი გასაგე...   Jun 27 2007, 04:35 PM
კანუდოსელი   P.S. სად იყავით ამ დრ...   Jun 27 2007, 05:06 PM
გიორგი   მორწმუნე მრევლსაც...   Jun 27 2007, 05:08 PM
კანუდოსელი   ჰოდა, ამიტომ ჩამოა...   Jun 27 2007, 05:32 PM
გიორგი   რას ქვია ჩემი მოდე...   Jun 27 2007, 05:49 PM
კანუდოსელი   შენს ადგილზე დავწ...   Jun 27 2007, 06:23 PM
გიორგი   დავინახე "შიში...   Jun 27 2007, 05:18 PM
KAIROS   ჯერჯერობით ვერ მოვ...   Jun 27 2007, 07:18 PM
გიორგი   წარწერაში რაც წერ...   Jun 27 2007, 07:43 PM
კანუდოსელი   წარწერაში რაც წერ...   Jun 27 2007, 09:22 PM
თამარი_ცქნაფო   კოსმოლოგებში ეგ გ...   Jun 28 2007, 12:20 AM
გიორგი   კოსმოლოგებში ეგ გ...   Jun 28 2007, 11:38 AM
კანუდოსელი   აბა, აბა . . . აქაც მო...   Jun 28 2007, 11:51 AM
გიორგი   :blink: სად იყო დაბეჭდ...   Jun 28 2007, 12:07 PM
კანუდოსელი   მგონი "ხვამლი" ...   Jun 28 2007, 12:25 PM
KAIROS   თეოლოგებში არა, და...   Jun 28 2007, 12:22 AM
d.p   არაა აუცილებელი ც...   Jun 28 2007, 12:55 AM
გიორგი   რაც შეეხება სრული ...   Jun 28 2007, 09:26 AM
კანუდოსელი   თუ ადამიანს წამს ა...   Jun 28 2007, 06:47 PM
გიორგი   მაგრამ ერთი კია, რო...   Jun 28 2007, 06:58 PM
კანონისტი   კანუდოსელი მართალ...   Jun 28 2007, 12:29 PM
d.p   ებიჭო იპოვე მერე ყ...   Jun 28 2007, 12:42 PM
გიორგი   დამიჯერე ვაინბერგ...   Jun 28 2007, 01:49 PM
კანონისტი   d.p რწმენა არის განც...   Jun 28 2007, 12:53 PM
d.p   რელიგიის განმარტ...   Jun 28 2007, 01:21 PM
კანონისტი   d.p მე ვთქვი ეგრე ამბ...   Jun 28 2007, 01:23 PM
d.p   კანონისტი რაღა და...   Jun 28 2007, 01:28 PM
k@the   ტასკა :whistling: რატო და...   Jun 28 2007, 01:40 PM
d.p   გიორგი რაც ვაინბე...   Jun 28 2007, 02:12 PM
გიორგი   რაც ვაინბერგს და ...   Jun 28 2007, 02:25 PM
გიორგი   როგორც შენ აღნიშნ...   Jun 28 2007, 03:00 PM
კანუდოსელი   უკაცრავად, რაღაც მ...   Jun 28 2007, 04:50 PM
კანონისტი   კანუდოსელი გიორგი...   Jun 28 2007, 07:00 PM
მნათე   მისი მარადიული ძალ...   Jun 28 2007, 07:04 PM
afxazi   მნათე არა მნათე მე...   Jun 28 2007, 07:38 PM
d.p   ვერ დაგეთანხმები ...   Jun 28 2007, 08:52 PM
გიორგი   მოკლედ მემგონი მი...   Jun 28 2007, 09:45 PM
კანონისტი   კანუდოსელი 2 დამამ...   Jun 29 2007, 02:50 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი 2 დამამ...   Jun 29 2007, 02:54 PM
კანონისტი   კანუდოსელი 6-ში, პა...   Jun 29 2007, 05:35 PM
კანუდოსელი   6-ში, პარასკევს 11-ზე ...   Jul 2 2007, 05:27 PM
დათიკო   Council of Europe rejects report calling creationi...   Jul 2 2007, 10:10 PM
6 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 08:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი