კრეაციონიზმი თუ "ექსტრემალური კრეაციონიზმი"?, ვიმსჯელოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კრეაციონიზმი თუ "ექსტრემალური კრეაციონიზმი"?, ვიმსჯელოთ |
კანუდოსელი |
Jun 26 2007, 04:23 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ბოლო დროს რატომღაც რეკლამირდება ე.წ. ექსტრემალური კრეაციული მოდელი სამყაროს შექმნისა, იმ მოტივით, რომ ის ერთად ერთია, რომელიც ბიბლიასთან მოდის თანხვდენაში. არადა მეჩვენება, რომ საქმე პირიქითაც არის...ამ მიმართულების მესვეურნი "ამტკიცებენ", რომ სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს და თავის ჭკუაში გვთავაზობენ თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის კრიტიკას, რომელიც ხშირად ღიმილის მომგვრელია.
მოკლედ ვიტყვი, რომ ასე ხელაღებით მიდგომა წმინდა წერილის მიმართ, წიგნთა წიგნს წარმოაჩენს ფიზიკის სახელმძღვანელოდ და ამით, პროფანაციას უწევს მას. მეორეს მხრივ, ცნობილია, რომ თანამედროვე ე.წ. ევოლუციური მოდელი სამყაროს შექმნისა (რომლის მიხედვითაც სამყარო გაჩნდა 10-15 მილიარდი წლის წინათ), ჯერ ერთი მრავალი პირდაპირი თუ არაპირდაპირი დაკვირვევებით გამაგრებულია, რასაც ვერ ვიტყვით კრეაციულ მოდელზე და ასევე მონაგონი მითია, რომ ამ მოდელის ფარგლებში ღმერთი არანაირად არ ჯდება და ამიტომ ის ძირეულად ათეისტური მოდელია - ეს უკვე კომუნისტურ პროპაგანდას აყოლილი ანტიკომუნისტი კრეაციონისტების ისტერიას წააგავს. მოდით ვიმსჯელოთ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
d.p |
Jun 28 2007, 02:12 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,115 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 763 |
გიორგი
რაც ვაინბერგს და "ბიგ ბენგს" შეეხება ვერ დაგეთანხმები: As for the Big Bang itself, Weinberg expresses little doubt that it occurred. He calls it “almost certain to endure.” The event is consistent with our understanding of the laws of physics, he notes, and has been “confirmed by the discovery of relics of the early universe.” http://www.law.umkc.edu/faculty/projects/f...w/weinberg.html მემგონი მაგის სიტყვები უნდა ვთარგმნოთ როგორც " მე თითქმის არ ვეჭვობ, რომ ის მართლა მოხდა" - ანდა რა ეჭვი უნდა ქონოდა, როდესაც ყველაზე ცნობილი პოპულარული წიგნი "ბიგ ბენგის" შესახებ არის " first 3 minutes" რომელიც სწორედ ვაინბერგის დაწერილია. ამ თეორიაში, როგორც შენ აღნიშნე CMB - ს აღმოჩენის შემდეგ ეჭვი აღარავის ეპარება. დანარჩენს მერე დავწერ - დრო არ მაქ ეხლა. |
გიორგი |
Jun 28 2007, 02:25 PM
პოსტი
#3
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
რაც ვაინბერგს და "ბიგ ბენგს" შეეხება ვერ დაგეთანხმები: As for the Big Bang itself, Weinberg expresses little doubt that it occurred. He calls it “almost certain to endure.” The event is consistent with our understanding of the laws of physics, he notes, and has been “confirmed by the discovery of relics of the early universe.” OK. მართალი ხარ. ბოლომდე ყურადღება არ მიმიქცევია ტექსტისთვის . . . მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ის მაინც აღიარებდა რომ შესაძლო იყო სამყაროს "გონიერი" შემოქმედი ჰყოლოდა. გარდა ამისა წავიკითხე მაგაზე ნარკვევი და მრავალ-სამყაროიან მოდელში თვითონ სამყაროთა წარმომქმნელი "მეგასამყაროც" საერთოდ არაფრიდან იქმნება. ბოლოს ისევ ღმერთამდე მივალთ, ასე უფრო ლოგიკურია. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 09:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი