![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ბოლო დროს რატომღაც რეკლამირდება ე.წ. ექსტრემალური კრეაციული მოდელი სამყაროს შექმნისა, იმ მოტივით, რომ ის ერთად ერთია, რომელიც ბიბლიასთან მოდის თანხვდენაში. არადა მეჩვენება, რომ საქმე პირიქითაც არის...ამ მიმართულების მესვეურნი "ამტკიცებენ", რომ სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს და თავის ჭკუაში გვთავაზობენ თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის კრიტიკას, რომელიც ხშირად ღიმილის მომგვრელია.
მოკლედ ვიტყვი, რომ ასე ხელაღებით მიდგომა წმინდა წერილის მიმართ, წიგნთა წიგნს წარმოაჩენს ფიზიკის სახელმძღვანელოდ და ამით, პროფანაციას უწევს მას. მეორეს მხრივ, ცნობილია, რომ თანამედროვე ე.წ. ევოლუციური მოდელი სამყაროს შექმნისა (რომლის მიხედვითაც სამყარო გაჩნდა 10-15 მილიარდი წლის წინათ), ჯერ ერთი მრავალი პირდაპირი თუ არაპირდაპირი დაკვირვევებით გამაგრებულია, რასაც ვერ ვიტყვით კრეაციულ მოდელზე და ასევე მონაგონი მითია, რომ ამ მოდელის ფარგლებში ღმერთი არანაირად არ ჯდება და ამიტომ ის ძირეულად ათეისტური მოდელია - ეს უკვე კომუნისტურ პროპაგანდას აყოლილი ანტიკომუნისტი კრეაციონისტების ისტერიას წააგავს. მოდით ვიმსჯელოთ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
d.p |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,115 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 763 ![]() |
ციტატა მარგამ ისე ერთი რამ მაინტერესებს, თუ სამყარო ფართოვდება, მაშინ რის მიმართ, ანუ მას ხომ უნდა ქონდეს რაიმე ცენტრი გაფართოების? ან რამე გაბარიტი. არაა აუცილებელი ცენტრი შენივე განზომილებაში იყოს - წარმოიდგინე გაფართოებადი ჩვეულებრივი ბუშტი და 2 განზომილებიანი "სამყარო" - მაგ ბუშტის ზედაპირი. ბუშტზე მცოცავი ჭიანჭველასთვის მთელი სამყარო ეგ ბუშტის ზედაპირია, თუმცა გაფართოების ცენტრი არაა ბუშტის ზედაპირზე - მესამე განზომილებაშია. ჩვენი სამყაროც ყველაზე პრიმიტიულ "ამბავში" ეგეთი 3 განზომილებისანი "ბუშტი" ან "უნაგირი" ან "სიბრტყეა" 4 განზ. სივრცე- დროში. რაც შეეხება სრული თვითშეთანხმებული კრეაციონისტული თეორიის შექმნას, ჩემი აზრით არანაირი საჭიროება მაგის არ არის და საერთოდაც უიმედო საქმედ მიმაჩნია. სწორად თქვა ჩემი პოსტების ირგვლივ ყველგან გამოსახულმა კაცმა : " რელიგია რწმენის კულტურაა, მეცნიერება კი ეჭვის", ასე რომ ჩემი აზრით ამ ორს შორის არც წინააღმდეგობის არც თავსებადობის ძებნა არ ღირს, თუ ადამიანს წამს არაა საჭირო მტკიცებულებების მოყვანა მემგონი, ისევე როგორც ათეისტი ( თან თუ ჭკვიანია ![]() ![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
თუ ადამიანს წამს არაა საჭირო მტკიცებულებების მოყვანა მემგონი, ისევე როგორც ათეისტი ( თან თუ ჭკვიანია ![]() ![]() ეგრეა ძირითადში, მაგრამ ერთი კია, რომ მეცნიერების და რელიგიის გადაბმა არც ერთის და არც მეორის პრეროგატივა არ არის, ამიტომ ბოლო პასუხს ისინი ვერ გასცემენ, პასუხი უფრო ფილოსოფიაშია საძიებელი, განსაკუთრებით რელიგიის და მეცნიერების - ბუნებისმეტყველების ფილოსოფიაში. ჰოუკინგი, ძლიერი ვინმეა,მაგრამ როდესაც ღმერთის შესახებ საუბრობს და უნდა მას თუ არა ფილოსოფიურ კატეგორიამდე მიდის - ფილოსოფიაში წარმოჩინდება როგორც უვიცი - ამით სრულიად არ ვაკნინებ მის ღვაწლს,უბრალოდ არის რაღაც,რაც ფილოსოფიაში უნდა აღიწეროს და არა მეცნიერებაში, ამ სიტყვის მარტივი გაგებით. ძირითადში გეთანხმები, რელიგიურობა არანაირად არ კორელირებს მეცნიერულ ნიჭთან და პირიქით... მაგრამ ერთი კია, რომ თუ ღმერთმა შექმნა სამყარო, მაშინ არ შეიძლება, რომ ამ სამყაროს არ "ახსოვდეს" შემოქმედის შესახებ არაფერი... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 09:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი