![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ბოლო დროს რატომღაც რეკლამირდება ე.წ. ექსტრემალური კრეაციული მოდელი სამყაროს შექმნისა, იმ მოტივით, რომ ის ერთად ერთია, რომელიც ბიბლიასთან მოდის თანხვდენაში. არადა მეჩვენება, რომ საქმე პირიქითაც არის...ამ მიმართულების მესვეურნი "ამტკიცებენ", რომ სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს და თავის ჭკუაში გვთავაზობენ თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის კრიტიკას, რომელიც ხშირად ღიმილის მომგვრელია.
მოკლედ ვიტყვი, რომ ასე ხელაღებით მიდგომა წმინდა წერილის მიმართ, წიგნთა წიგნს წარმოაჩენს ფიზიკის სახელმძღვანელოდ და ამით, პროფანაციას უწევს მას. მეორეს მხრივ, ცნობილია, რომ თანამედროვე ე.წ. ევოლუციური მოდელი სამყაროს შექმნისა (რომლის მიხედვითაც სამყარო გაჩნდა 10-15 მილიარდი წლის წინათ), ჯერ ერთი მრავალი პირდაპირი თუ არაპირდაპირი დაკვირვევებით გამაგრებულია, რასაც ვერ ვიტყვით კრეაციულ მოდელზე და ასევე მონაგონი მითია, რომ ამ მოდელის ფარგლებში ღმერთი არანაირად არ ჯდება და ამიტომ ის ძირეულად ათეისტური მოდელია - ეს უკვე კომუნისტურ პროპაგანდას აყოლილი ანტიკომუნისტი კრეაციონისტების ისტერიას წააგავს. მოდით ვიმსჯელოთ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
d.p |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,115 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 763 ![]() |
ციტატა მაგრამ თანამედროვე მეცნიერების გადასახედიდან გაცილებით ლოგიკური და ბევრად უფრო დიდი ალბათობის მქონეა ღმერთის არსებობის დაშვება ვიდრე ქაოსური პროცესების დაჯერება. ვერ დაგეთანხმები და ისე არ გამიგო, თითქოს ღმერთის არარსებობას გიმტკიცებდე ან ჩემი ნათქვამიდან ეგ პიდაპირ თუ ირიბად გამომდინარეობდეს ![]() ![]() ციტატა აი, სწორედ მაგაში 100%-იანი დარწმუნებული ვარ და ამის საფუძველზე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა მეცნიერებებს ნაწილობრივ შეუძლიათ სამყაროს "მეხსიერებიდან" ამოიკითხონ ღმერთის არსებობის შესახებ. ცხადია ეს სრულფასოვანი მტკიცებულება მაინც ვერ იქნება, მაგრამ შეიძლება მაღალი ალბათობით გვავარაუდებინოს ღმერთის არსებობა. რელიქტურ გამოსხივებაზე მეტი მეხსიერება რა გინდა - პირდაპირ გიმტკიცებს "ბიგ ბენგს" და შენ ამაში კრეაციონიზმს ხედავ, ხოლო ნობელის პრემიის ლაურეატი გლეშოუ (პირადად მაქ მოსმენილი) პირიქით ფიქრობს. მოკლედ მემგონი მიმიხვდი რისი თქმაც მინდა - ეგ კამათი არასოდეს არ დასრულდება და მემგონი აზრიც არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომელიც უკვე რამოდენიმეჯერ დავასახელე - " რელიგია არის რწმენის კულტურა, მეცნიერება - ეჭვის " - რიჩარდ ფაინმანის ნათქვამი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 09:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი