![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ბოლო დროს რატომღაც რეკლამირდება ე.წ. ექსტრემალური კრეაციული მოდელი სამყაროს შექმნისა, იმ მოტივით, რომ ის ერთად ერთია, რომელიც ბიბლიასთან მოდის თანხვდენაში. არადა მეჩვენება, რომ საქმე პირიქითაც არის...ამ მიმართულების მესვეურნი "ამტკიცებენ", რომ სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს და თავის ჭკუაში გვთავაზობენ თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის კრიტიკას, რომელიც ხშირად ღიმილის მომგვრელია.
მოკლედ ვიტყვი, რომ ასე ხელაღებით მიდგომა წმინდა წერილის მიმართ, წიგნთა წიგნს წარმოაჩენს ფიზიკის სახელმძღვანელოდ და ამით, პროფანაციას უწევს მას. მეორეს მხრივ, ცნობილია, რომ თანამედროვე ე.წ. ევოლუციური მოდელი სამყაროს შექმნისა (რომლის მიხედვითაც სამყარო გაჩნდა 10-15 მილიარდი წლის წინათ), ჯერ ერთი მრავალი პირდაპირი თუ არაპირდაპირი დაკვირვევებით გამაგრებულია, რასაც ვერ ვიტყვით კრეაციულ მოდელზე და ასევე მონაგონი მითია, რომ ამ მოდელის ფარგლებში ღმერთი არანაირად არ ჯდება და ამიტომ ის ძირეულად ათეისტური მოდელია - ეს უკვე კომუნისტურ პროპაგანდას აყოლილი ანტიკომუნისტი კრეაციონისტების ისტერიას წააგავს. მოდით ვიმსჯელოთ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
d.p |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,115 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 763 ![]() |
ციტატა მაგრამ თანამედროვე მეცნიერების გადასახედიდან გაცილებით ლოგიკური და ბევრად უფრო დიდი ალბათობის მქონეა ღმერთის არსებობის დაშვება ვიდრე ქაოსური პროცესების დაჯერება. ვერ დაგეთანხმები და ისე არ გამიგო, თითქოს ღმერთის არარსებობას გიმტკიცებდე ან ჩემი ნათქვამიდან ეგ პიდაპირ თუ ირიბად გამომდინარეობდეს ![]() ![]() ციტატა აი, სწორედ მაგაში 100%-იანი დარწმუნებული ვარ და ამის საფუძველზე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა მეცნიერებებს ნაწილობრივ შეუძლიათ სამყაროს "მეხსიერებიდან" ამოიკითხონ ღმერთის არსებობის შესახებ. ცხადია ეს სრულფასოვანი მტკიცებულება მაინც ვერ იქნება, მაგრამ შეიძლება მაღალი ალბათობით გვავარაუდებინოს ღმერთის არსებობა. რელიქტურ გამოსხივებაზე მეტი მეხსიერება რა გინდა - პირდაპირ გიმტკიცებს "ბიგ ბენგს" და შენ ამაში კრეაციონიზმს ხედავ, ხოლო ნობელის პრემიის ლაურეატი გლეშოუ (პირადად მაქ მოსმენილი) პირიქით ფიქრობს. მოკლედ მემგონი მიმიხვდი რისი თქმაც მინდა - ეგ კამათი არასოდეს არ დასრულდება და მემგონი აზრიც არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომელიც უკვე რამოდენიმეჯერ დავასახელე - " რელიგია არის რწმენის კულტურა, მეცნიერება - ეჭვის " - რიჩარდ ფაინმანის ნათქვამი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მოკლედ მემგონი მიმიხვდი რისი თქმაც მინდა - ეგ კამათი არასოდეს არ დასრულდება და მემგონი აზრიც არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომელიც უკვე რამოდენიმეჯერ დავასახელე - " რელიგია არის რწმენის კულტურა, მეცნიერება - ეჭვის " - რიჩარდ ფაინმანის ნათქვამი მე კი მიგიხვდი, მაგრამ შენ ვერ მიმიხვდი. მე განა იმას ვამბობ, რომ ეს კამათი ოდესმე დასრულდება. სულაც არა, კამათი სულ იქნება, გნებავს შენ მიერ მოყვანილი ციტატის საფუძველზეც, მაგრამ ალბათობა ღმერთის არსებობის მეტია, თანაც შესამჩნევად მეტი, თუმცა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჯეროდეს მცირე ალბათობის მქონე რაიმესი. სხვა სიტყვებით რომ აგიხსნა შეიძლება ადამიანს სჯეროდეს, რომ დავუშვათ საქართველო იტალიას საფეხბურთო მატჩს მოუგებს და თავისი თვალთახედვით ამას ხსნიდეს კიდეც, მაგრამ საწყისი ინფორმაციის საფუძველზე ალბათობა გაცილებით მეტია, რომ იტალია გაიმარჯვებს, უხეში შედარებაა, მაგრამ დაახლოებით ასეა ღმერთის არსებობაც, ცალსახად არ მტკიცდება, კამათიც არის, სავარაუდოდ სულ იქნება, მაგრამ ღმერთის არსებობის ალბათობა მეტია არ არსებობის ალბათობაზე. რაც შეეხება შენს მიერ მოყვანილ მაგალითს Ilya Prigogine-ს შესახებ მანდ ძირითადად თერმოდინამიკულად ღია სისტემებზეა ლაპარაკი. შეიძლება დამყარდეს თერმოდინამიკური წონასწორობა, თვითორგანიზდეს ენერგია, მატერია და ა.შ. წარმოიშოს ქარიშხლები, გადანაწილდეს მსოფლიო მეტაგალაქტიკური მასის სიმკვრივე, გათანაბრდეს ტემპერატურა და ა.შ. შეიძლება მაგ თეორიამ იმუშაოს ქვანტურ მექანიკაში და ბირთვულ ფიზიკაშიც, დასტაბილირდეს გამოსხივების ინტენსივობა. ამის საფუძველზეა შესაძლოა წარმოიქმნას ვარსვლავთა სისტემებიც კი, მაგრამ არამც და არამც სიცოცხლე. მაგალითად გაცილებით მარტივია მზის სისტემის აგებულება, თუნდაც ერთი პატარა უჯრედის აგებულებასთან შედარებით. უჯრედი არ არის მხოლოდ გრავიტაციული, ელექტროსტატიკური და ბირთვული ძალების შედეგად აწყობილი თუნდაც რამდენიმე ათეული ქიმიური ელემენტი და თუნდაც რამდენიმე ათასი ქიმიური ნივთიერება, რომელთა შექმნა გარდაქმნა "შედარებით მარტივად" შეიძლება ელექტრონების, პროტონების და ნეიტრონების რაოდენობის ცვლილებით და განსხვავებული ატომების კომბინაციით. ხომ დაგიწერე რამხელაა ალბათობა მისი შექმნის? 40 000-ის ხარისხი, მაშინ როცა მთელ სამყაროში მოიპოვება მხოლოდ 80-ის ხარისხის ელემნტარული ნაწილაკი. სიცოცხლის შექმნის თავისთავად დაშვება თითქმის წარმოუდგენელია. უჯრედის არსებობა და გამრავლება იმდენად რთული პროცესია, რომ იგივე Ilya Prigogine თეორიით უფრო სავარაუდოა, რომ თვითორგანიზებამ რომელიმე პლანეტაზე სახლი ააშენოს ვიდრე ის, რომ უჯრედი შექმნას. ჩემი ხელმოწერა ნებისმიერ შემთხვევაში ძალაშია. ![]() უჯრედს ახასიათებს უამრავი მოწესრიგებული პროცესი, უამრავი თვისება, რომელიც მისი "ინტელექტუალური" წარმოშობის შესახებ მიგვანიშნებს. ძალიან კმაყოფილი ვარ შენი ცოდნით. მიკრობიოლოგიაში, უჯრედის აღნაგობასა და ფუნქციებშიც ასე კარგად ერკვევი? ყველაზე დიდი რაც შეიძლება დაგითმო არის ის, რომ შესაძლოა მეცნიერულად დავუშვათ ისიც, რომ ღმერთი არ არსებობს, მაგრამ თუ გადავხედავთ ყველა ძირითად მეცნიერებას ერთდოულად და შევეცდებით, რაღაც საერთო ზოგად-მეცნიერული ალბათობა ჩამოვაყალიბოთ მივალთ დასკვნამდე რომ ალბათობა ღმერთის არსებობისა აღემატება ღმერთის არ არსებობის ალბათობას. P.S. შეგიძლია პალეონტოლოგიაში დამეხამრო? კანუდოსელის პოსტს გამოვეხმაურე და თუ არ წაგიკითხავს წაიკითხე და იქნებ შენც იცი რაიმე საინტერესო? ახლა, უფრო ის საკითხები მაინტერესებს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 05:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი