გალობისთვის მხოლოდ ხმა არის აუცილებელი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გალობისთვის მხოლოდ ხმა არის აუცილებელი? |
მნათე |
Jun 11 2007, 01:27 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მინდა მეტად სჭოჭმანო საკითხს შევეხო, იმედია არავის ეწყინება
ერთ-ერთ არგუმენტად, რომელიც ჩვენ - მართლმადიდებელ ქრისტეანებს, ორღანის ტრადიციის საპირისპიროდ მოგვყავს, სულიერი ხმით განდიდების შეუძლებლობაა, ანუ შიგნიდან ამოძახილის ადამიანებამდე დატანის შესაძლებლობის არ არსებობა, რამდენადაც ის უსულო საკრავია რომელი გალობაა დღეს ჩვენთვის უპირატესი - რომელიც ნოტებზე იქნება გამართული, თუ რომელიც ხელოვნებას სულიერ ხმოვანებად გარდაქმნის და შესაბამისად, მრევლს იმავე ხმით აგალობებს, რასაც ქორდეაზე ასრულებენ? ჩვენ ვიცით, რომ მრევლის სათქმელს უფლის წინაშე, იგივე 'ამინ'-ს გუნდი ამბობს, გუნდი განასახიერებს მრევლის ხმას, - თავად ჩაძახილსაც მრევლში, ასეთ მომენტში შენი ხმის ტემბრი, უნდა ჩავარდეს ადამიანის გულში და ამ გულიდან ამონასხლეტი ღმერთამდე მივიდეს და როცა თავად არ ლოცულობ, როგორ გინდა დიალოგი შედგეს ღმერთსა და მრევლს შორის, შენი ხმის ტემბრის მეშვეობით - რომელიც თავის მხრივ სულიერების მანიშნებელიცაა? ანუ, რა ხდება როცა მგალობლები მხოლოდ პირს აღებენ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
mariami_484 |
Jun 29 2007, 01:15 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 29-June 07 წევრი № 2,326 |
გამარჯობათ! მე ახლა გავხდი ფორუმის წევრი, მანამდე ვათვალიერებდი მხოლოდ...
იმდენად საინტერესო თემაა, რომ ძალიან მინდოდა დამეპოსტა. ჩემი მოკლე ჭკუით, მგალობელი ვერ იქნები, თუ კარგი მრევლი არ ხარ, თუ სწორი ქრისტიანული ცხოვრებით არ ცხოვრობ. მგალობელი მომღერალი არ არაა. თუ მოინდომებ, უფალი მოგცემს ამ მადლს. მთავარი გალობის სიყვარულია, დანარჩენი ყველაფერი გამოვა. გალობა ლოცვის უმაღლესი ხარისხია, ჯერ ლოცვა უნდა გიყვარდეს და მერე გეყვარება გალობაც. ხმას რაც შეეხება, ძალიან ძლიერი ხმა მაინცდამაინც საჭირო არ არის, მთავარია სწორად იგალობო,გუნდში არ უნდა ისმოდეს გამოკვეთილად რომელიმე მგალობლის ხმა, ერთი სრული მთლიანობა უნდა იყოს. ერთმანეთს უნდა უხდებოდეს ხმები. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი