![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ცნობილია, რომ პირჯვარს სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებით იწერენ
ამ საკითხზე ერთადერთი განმარტება, რაც გამიგია, არის თბილისის სურბ გევორქის ეკლესიის მოძღვრის მამა აბგარის მოსაზრება, რომელმაც ეს შემდეგნაირად ახსნა: ძველი წარმოდგენით, ადამიანის სული მდებარეობდა გულში, ამიტომ წმინდა სამების მოხსენიების დროს სიტყვა "სული" უნდა ეთქვათ ხელის გულზე, ანუ მარცხნივ დადების დროს. გათვალისწინებით იმისა, რომ ზოგ ენაში მსაზღვრელი წინ უსწრებს საზღვრულს და ზოგში პირიქით, და შესაბამისად ზოგ ენაზე ითქმის წმიდა სული და ზოგზე სული წმიდა, ხელსაც შუბლსა და მუცელზე დადების შემდეგ იდებენ ან ჯერ მარცხნივ, ან მარჯვნივ მაგალითად, ბერძნულად: Doxa Patri ke Yio ke Agio Pneumati ქართულად: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა სლავურად: Слава Отцу и Сыну и Святому Духу ანუ ხელს მართლმადიდებლები ვიდებთ ჯერ მარჯვნივ და წარმოვთქვამთ "წმიდასა" და მერე მარცხნივ - და "სულსა" პირიქითაა ლათინურსა და სომხურში: Gloria Patri et Filio et Spirito Sancti ფარგ ჰორ იევ ვორთ იევ ჰოგუ სურფ ამიტომ, ისინი ხელს ჯერ მარცხნივ იდებენ თქვენ როგორ იცით? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
fidelio |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 5-February 07 მდებარ.: saqarTvelo , Tbilisi წევრი № 1,015 ![]() |
ვნახავ სახლში და გეტყვი, მაგრამ ასეთი განმარტება ქადაგებაშიც მინახავს, მაგალითად როცა ვსწავლობდი მამა გიორგი ზივიადადზემ და ამჟამად მეუფე ნიკოლოზმა, მაშინ მამა პავლე იყო, ასე მასწავლეს და რაღა გითხრა მეტი . შუბლთან მიტანის დროს უფალს ვთხოვთ გაგვინათოს გონება, ქვევით _ გაგვიწმიდოს გული , და მარჯვნივ და მარცხნივ კი დავწერე და
აგრეთვე, ორი თითის მიბჯენა ხელის გულზე სიმბოლურად ნიშნავს ქრისტეს ზეციდან დედამიწაზე გადმოსვლას, ორი თითი მის ორბუნებას გამოხატავს, ერთად მიბჯენილი სამი თითი კი სამებას... ესეც მათგან ვიცი (მერე სხვა წიგნებშიც და ქადაგებებშიც ამოვიკითხე) პრიმიტიულობაში კი ვიგულისხმე დასავლურ კონფესიური კომფორტი :ასკეზის უარყოფა, უმარხულობა, ღვთისმსახურების მცირე ხანგრძლივობა, ინსტრუმენტალური მუსიკა, ჯდომა წირვა-ლოცვის დროს. მართლმადიდებლობა ქრისტეს მოწაფეობა, მისი მიმდევრობა, მისი ცხოვრებით ცხოვრებაა... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th September 2025 - 08:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი