![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ბოლო დროს რატომღაც რეკლამირდება ე.წ. ექსტრემალური კრეაციული მოდელი სამყაროს შექმნისა, იმ მოტივით, რომ ის ერთად ერთია, რომელიც ბიბლიასთან მოდის თანხვდენაში. არადა მეჩვენება, რომ საქმე პირიქითაც არის...ამ მიმართულების მესვეურნი "ამტკიცებენ", რომ სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს და თავის ჭკუაში გვთავაზობენ თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის კრიტიკას, რომელიც ხშირად ღიმილის მომგვრელია.
მოკლედ ვიტყვი, რომ ასე ხელაღებით მიდგომა წმინდა წერილის მიმართ, წიგნთა წიგნს წარმოაჩენს ფიზიკის სახელმძღვანელოდ და ამით, პროფანაციას უწევს მას. მეორეს მხრივ, ცნობილია, რომ თანამედროვე ე.წ. ევოლუციური მოდელი სამყაროს შექმნისა (რომლის მიხედვითაც სამყარო გაჩნდა 10-15 მილიარდი წლის წინათ), ჯერ ერთი მრავალი პირდაპირი თუ არაპირდაპირი დაკვირვევებით გამაგრებულია, რასაც ვერ ვიტყვით კრეაციულ მოდელზე და ასევე მონაგონი მითია, რომ ამ მოდელის ფარგლებში ღმერთი არანაირად არ ჯდება და ამიტომ ის ძირეულად ათეისტური მოდელია - ეს უკვე კომუნისტურ პროპაგანდას აყოლილი ანტიკომუნისტი კრეაციონისტების ისტერიას წააგავს. მოდით ვიმსჯელოთ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
QUOTE ამ მიმართულების მესვეურნი "ამტკიცებენ", რომ სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს ალბათ ადამიანი და არა სამყარო. ბიბლიაში მოცემულია მამამთავრების ზუსტი ასაკი და აქედან ითვლიან (კი გეცოდინებათ ამდენი ![]() სამყაროს ასაკი კი ალბათ შესაქმის პირველი დღიდან უნდა აითვალოს. აქ კი უნდა ვივარაუდოთ (ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია), რომ ეს 7 დღე არ იყო ჩვენი დროით 7 დღე, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი დღე-ღამე მზის ჩასვლა-ამოსვლით აითვლება, მნათობები კი მხოლოდ მე-3 დღეს შეიქმნა. ე.ი. ის მილიარდობით წელიწადები (რაზეც გიორგიმ ისაუბრა) სრულიად ლოგიკურად ჯდება სამყაროს შექმნის "7დღეში", რომელიც შეიძლება ჩვენი დროით მილიარდობით წელს გაგრძელდა. დამითვალეთ ახლა რამდენი სისულელე ვთქვი და ჩამქოლეთ ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ალბათ ადამიანი და არა სამყარო. ბიბლიაში მოცემულია მამამთავრების ზუსტი ასაკი და აქედან ითვლიან (კი გეცოდინებათ ამდენი ![]() სამყაროს ასაკი კი ალბათ შესაქმის პირველი დღიდან უნდა აითვალოს. აქ კი უნდა ვივარაუდოთ (ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია), რომ ეს 7 დღე არ იყო ჩვენი დროით 7 დღე, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი დღე-ღამე მზის ჩასვლა-ამოსვლით აითვლება, მნათობები კი მხოლოდ მე-3 დღეს შეიქმნა. ე.ი. ის მილიარდობით წელიწადები (რაზეც გიორგიმ ისაუბრა) სრულიად ლოგიკურად ჯდება სამყაროს შექმნის "7დღეში", რომელიც შეიძლება ჩვენი დროით მილიარდობით წელს გაგრძელდა. დამითვალეთ ახლა რამდენი სისულელე ვთქვი და ჩამქოლეთ ![]() ვინაიდან თემა ეხება სამყაროს შესახებ სწავლებას, ამასთან დაკავშირებით სრულიად მართალი ხარ... რაც შეეხება ადამიანის შექმნას, ეგეც არ მეჩვენება სწორად, რომ ადამიანის წლოვანება ბიბლიიდან აღებული წლებით უნდა ვიანგარიშოთ, იმიტომ რომ: 1. ბიბლიაში მოცემულია მხოლოდ ის პერიოდები და ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვანნი იყვნენ აღთქმული მიწის დამკვიდრების ისტორიაში და არა ყველა, ამიტომ იქ ბევრი ღია შუალედია და ის ვინც მოცემულია, არც მათ შესახებ ვიცით დიდი არაფერი, მაგალითად იობი, როდის არსებობდა თითქმის არაფეერია ცნობილი... 2. ბიბლია არ გახლავთ სახელმძღვანელო არც ფიზიკის და არც ბიოლოგიის, რომ იქ ვეძიოთ რაიმე ზუსტი მეცნიერული თარიღები 3. არსებული დათარიღების მეთოდები,რომლებიც გამოიყენება პალეონტოლოგიასა და არქეოლოგიაში წარმოადგენს ძალიან კომპლექსურ, სხვადასხვა მეთოდებისგან შემდგარ მიდგომას და ისინი ადასტურებენ, რომ ე.წ. ნეანდერტალელი, ცხოვრობდა რამდენიმე ათეული ათასი წლის წინათ, რაც,როგორც მინიმუმ ერთი რიგით აღემატება რამდენიმე ათას წელს. მაგრამ ჩემი თხოვნაა, ჯერ სამყაროს შესახებ ვისაუბროთ,რათა ოფტოპიკი არ გამოვიდეს.... პ.ს. სხვათა შორის გენური პალეონტოლოგიის ინსტიტუტში, სადაც სულ 5 თანამშრომლიდან ერთი ქართველიცაა, აღმოაჩინეს ე.წ. ევას გენი და იპოვეს მისი წლოვანებაც, რომელიც აღმოჩნდა დაახლოებით 200 000 წელი. ახლა მიდის კამათი პალეონტოლოგებსა და გენურ პალეონტოლოგებს შორის, რათა შეათანხმონ შედეგები, რადგან პალეონტოლოგები საუბრობენ მილიონ წლებზეც, ხოლო გენურმა პალეონტოლოგიამ ე.წ. ევას წლოვანება დაათარიღა 200 000 წლით. ანუ იპოვა წინაპარი ქალის საერთო გენის წლოვანება, რომლის დასაწყისად ითვლება დაახლოებით 10000 იანი პოპულაცია, უფრო ზუსტი მეთოდები ჯერ არ არსებობს, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ წინაპარი ქალის გენის წლოვანება მაგდენია დაახლოებით. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#4
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
სხვათა შორის გენური პალეონტოლოგიის ინსტიტუტში, სადაც სულ 5 თანამშრომლიდან ერთი ქართველიცაა, აღმოაჩინეს ე.წ. ევას გენი და იპოვეს მისი წლოვანებაც, რომელიც აღმოჩნდა დაახლოებით 200 000 წელი. ახლა მიდის კამათი პალეონტოლოგებსა და გენურ პალეონტოლოგებს შორის, რათა შეათანხმონ შედეგები, რადგან პალეონტოლოგები საუბრობენ მილიონ წლებზეც, ხოლო გენურმა პალეონტოლოგიამ ე.წ. ევას წლოვანება დაათარიღა 200 000 წლით. უფრო ზუსტი ინფორმაცია მაინტერესებს ამ საკითხის გარშემო. შეგიძლია მომცე რაიმე ლინკი გენური პალეონტოლოგებსა და "ჩვეულებრივი" პალეონტოლოგების კვლევების შესახებ? ძალიან მაინტერესებს რას ნიშნავს ე.წ. "ევას გენი" და როგორ აღმოაჩინეს? რაიმე ძვალის დეოქსირიბონუკლეინის მჟავიდან აიღეს გენეტიკური ინფორმაცია? ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით პალეონტოლოგები, რომლებიც ლაპრაკობენ ერთ ან რამოდენიმე მილიონ წელზე, ამ პერიოდით ათარიღებენ, რაღაც გაურკვეველ ადამიანის მსგავს არსებებს, რომლის გონებრივ და სულიერ მდგომარეობაზე არაფერია ცნობილი. ეს შეიძლება იყოს, რომელიმე გადაშენებული ადამიანის მსგავსი ზომის მაიმუნი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ინტელექტის მქონე გონიერი ადამიანი ე.წ. "ჰომოსაპიენსი", რომელსაც სავარაუდოდ ჰქონდა აზროვნება, შეეძლო ლაპარაკი და გააჩნდა საკუთარი პიროვნების შეგრძნება, თარიღდება დაახლოებით 200 000 წლით. შენს მიერ ნახსენები ე.წ. "ნეანდერტალელი ადამიანი" პირველად ჩნდება დაახლოებით 350 000 წლის წინ (მილიონამდე ბევრი აკლია), გარდა ამისა გვხვდება მთელი რიგი ადამიანისმაგვარი არსებების სახეობები, რომლებიც "ჰომო" კატეგორიას მიეკუთვნებიან და მათი ცხოვრების პერიოდი 2 მილიონ წლამდეც არის, მაგრამ ძლიან რთულია ისაუბრო ამ არსებების "ადამიანობაზე" და მის გონებრივ თუ სულიერ მდგომარეობაზე. მათი მთელი აღჭურვილობა არის მხოლოდ ქვის იარაღი და ქვებიც დამოუკიდებლადაა ნაპოვნი, თან ისე სუსტად დამუშავებული, რომ ჭირს გარჩევა ქვის ჩამოყალიბების ასაკს ვადგენთ თუ მისი დამუშავების ასაკს და საერთოდ ისიც საკითხავია ეს ქვები მართლა დამუშავებულია თუ ეგეთი იყო ბუნებაში, რადგან უმარტივესზე უმარტივეს ფორმებზეა ლაპარაკი. ნეანდერტალელი ადამიანი უკვე აზროვნებს, თუმცა "ჰომოსაპიენსად" არ ითვლება. ასევე აღსანიშნავია, რომ ნეანდერტალელი ადამიანის არსებობა სრული მახასიათებლებით მხოლოდ 130 000 წლით თარიღდება და უკვე ზემოთ ნახსენებ 200 000 წელიწადში "ჯდება" მოკლედ ძალიან მაინტერესებს ეს საკითხები, ასევე რამდენად ობიექტური დათარიღების მეთოდები და როდიდან ჩნდება გონიერი ადამიანის არსებობის დამადასტურებელი ნიშნები. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#5
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მათი მთელი აღჭურვილობა არის მხოლოდ ქვის იარაღი და ქვებიც დამოუკიდებლადაა ნაპოვნი, თან ისე სუსტად დამუშავებული, რომ ჭირს გარჩევა ქვის ჩამოყალიბების ასაკს ვადგენთ თუ მისი დამუშავების ასაკს და საერთოდ ისიც საკითხავია ეს ქვები მართლა დამუშავებულია თუ ეგეთი იყო ბუნებაში, რადგან უმარტივესზე უმარტივეს ფორმებზეა ლაპარაკი. რუსი პალეონტოლოგი (გვარს ვეღარ ვიხსენებ) სწორედ მაგ ქვებს იკვლევს და ვერ ვიტყვი რომ მარტივი ფორმებისაა...თარიღდება 200000 წლით და არის ძალიან კარგად დამუშავებული, შეიძლება ითქვას, შემოქმედების ნიმუშიცაა.... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#6
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
რუსი პალეონტოლოგი (გვარს ვეღარ ვიხსენებ) სწორედ მაგ ქვებს იკვლევს და ვერ ვიტყვი რომ მარტივი ფორმებისაა...თარიღდება 200000 წლით და არის ძალიან კარგად დამუშავებული, შეიძლება ითქვას, შემოქმედების ნიმუშიცაა.... გასაგებია . . . "ჰომოსაპიენსიც" დაახლოებით მაგ პერიოდით თარიღდება. სავარაუდოდ ადამიანის შექმნის თრიღად დაახლოებით 200 000 წელი უნდა ვიგულისხმოთ. დანარჩენ კითხვებზე არ გაქვს ინფორმაცია? რამდენიმე რაღაც გკითხე ე.წ. "ევას გენის" შესახებ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#7
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
გამახსენდა გვარი: ვოლკოვი - ძალიან მაგარი ვინმეა
პ.ს. ევაზე გავარკვევ და მოგცემ რაიმე ლინკს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#8
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
გამახსენდა გვარი: ვოლკოვი - ძალიან მაგარი ვინმეა პ.ს. ევაზე გავარკვევ და მოგცემ რაიმე ლინკს ძალიან კარგი, თუ შეგიძლია მაგ ვოლკოვის შესახებაც მომაწოდე ლინკები . . . პრინციპში ადამიანი, რომ 200 000 წლის წინ შეიქმნა ამას მეც ვიზიარებ. არც აქ მგონია 7000 წელზე იყოს ლაპარაკი. თუ იცი 200 000 წელზე გაცილებით ადრინდელი თარიღის მქონე "ინტელექტის" მიერ შექმნილი ქვის იარაღი ნაპოვნია? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#9
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ძალიან კარგი, თუ შეგიძლია მაგ ვოლკოვის შესახებაც მომაწოდე ლინკები . . . პრინციპში ადამიანი, რომ 200 000 წლის წინ შეიქმნა ამას მეც ვიზიარებ. გუგლში აკრიფე, ან რამბლერში მისი გვარი და იპოვი სწრაფად -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#10
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
გუგლში აკრიფე, ან რამბლერში მისი გვარი და იპოვი სწრაფად მომდევნო პარასკევს კრეაციონისტული საუბრებია ახალგაზრდულ ცენტრში. აპირებ წასვლას? წინა კითხვას რატომ არ უპასუხე? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 08:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი