IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პირჯვრის გადაწერის მიმართულება, თქვენ როგორ იცით?
კანონისტი
პოსტი May 25 2007, 02:34 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ცნობილია, რომ პირჯვარს სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებით იწერენ

ამ საკითხზე ერთადერთი განმარტება, რაც გამიგია, არის თბილისის სურბ გევორქის ეკლესიის მოძღვრის მამა აბგარის მოსაზრება, რომელმაც ეს შემდეგნაირად ახსნა:

ძველი წარმოდგენით, ადამიანის სული მდებარეობდა გულში, ამიტომ წმინდა სამების მოხსენიების დროს სიტყვა "სული" უნდა ეთქვათ ხელის გულზე, ანუ მარცხნივ დადების დროს. გათვალისწინებით იმისა, რომ ზოგ ენაში მსაზღვრელი წინ უსწრებს საზღვრულს და ზოგში პირიქით, და შესაბამისად ზოგ ენაზე ითქმის წმიდა სული და ზოგზე სული წმიდა, ხელსაც შუბლსა და მუცელზე დადების შემდეგ იდებენ ან ჯერ მარცხნივ, ან მარჯვნივ

მაგალითად,

ბერძნულად:
Doxa Patri ke Yio ke Agio Pneumati
ქართულად:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სლავურად:
Слава Отцу и Сыну и Святому Духу

ანუ ხელს მართლმადიდებლები ვიდებთ ჯერ მარჯვნივ და წარმოვთქვამთ "წმიდასა" და მერე მარცხნივ - და "სულსა"

პირიქითაა ლათინურსა და სომხურში:
Gloria Patri et Filio et Spirito Sancti
ფარგ ჰორ იევ ვორთ იევ ჰოგუ სურფ

ამიტომ, ისინი ხელს ჯერ მარცხნივ იდებენ

თქვენ როგორ იცით?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Jun 29 2007, 08:00 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



..............................................................

ჯვრის ნიშნის შესახებ

საგნებისა და პიროვნებების კურთხევისას დასავლეთში მარჯვენა ხელით ჯვრის გამოსახვა იყო გავრცელებული, ხოლო აღმოსავლეთში კურთხევა ჯვრით ხდებოდა თავად.

ჯვარის ნიშანი ადამიანს გარდაცვლებების დროსაც მიყვებოდა, სავსეა პირველი საუკუნეების საფლავები + ან X სიმბოლოებით, ამ ნიშნებით აღინიშნებოდა ქრისტიანთა განსასვენებელნი
პირჯვარის გამოსახვა არის ერთერთი დამახასიათებელი ნიშნანი ყველა დიდი ტრაციების ქრისტიანული მიმდევრებისათვის.

ერთერთი უძველესი სისტემა პირჯვრის წერისა არის ტერტულიანეს ცნობა პირჯვრის წერა სადაც ცერით შუბლის "გადაქლიკვაზე" წერს, უძველესია ასევე ICXC შინაარსის გადმომცემ მაკურთხეველი ხელის სიმბოლოც, ჩვენებური პირჯვრის წერსაც არა აქვს მცირე ისტორია... აი დასავლეთში, ტრენტოს კრების დროს 1545 წელს პაპმა პიუს V მარჯვენა მარცხენათი შეცვალა ( მაკურთხეველ ხელს ცვლილება არ განუცდია)


ძველად ჯვარს უკავშირებდნენ ასევე ასო "ტაუს" (ებრაულს) , რომელიც თავის მხრივ ძველი ებრაულის ბოლო ასოა და დატვირთვაც ისეთივე აქვს როგორც ბერძნულ "ომეგას" ან ქართულ "ჰოეს", პირჯვარს ასევე ეზეკიელს უკავშირებენ, იგი ამბობს: " და თქუა უფალმან მისდამი: განვლე საშუალ ქალაქი შორის იერუსალჱმისა: და მისცენ სასწაულნი შუბლებსა ზედა კაცთასა, რომელნი სულთითქმენ და რომელთა ელმის ყოველთა ზედა უსჯულოებათა, ქმნილთა მის შორის! " (ეზეკ. 9; 4)

პირველი ჯვრის გამოსახვის ცნობები მეორე საუკუნის გნოსტიკურ აპოკრიფულ წიგნებში გვხვდება, ესენია : " საქმე იოანესი"; " საქმე თომას", "საქმე პეტრესი", როგორც ვთქვით ტერტულიანეც წერდა ამაზე, თავისთავად იგი საუბრობდა ჯვრის გამოსახვის ტრადიციაზე, ასევე ლიტურგიკული მსახურების იქით;
იგი წერდა :" ვემზადებით რა სამგზავროდ, გავდივართ ან შემოვდივართ, ვიმოსებით, ვიბანთ თუ ვჭამთ, საწოლში დაწოლისას თუ უბრალოდ დაჯდომისას, ამ და სხვა ყველა ქმედებისას, შუბლზევისახავთ ( ვიქლიკავთ ) ჯვრის სიმბოლოს" (TERTULLIANO, De corona, III, (PL II, 80A))

ამ ძველი ტექსტების მიხედვით ჯვარს ადამიანი იწერდა შუბლზე ან ცერით ან საჩვენებელი თითით T ან X ფორმის გამოსახვით.

ცერის გამოსახვით იკურთხებოდა ასევე მანძილით დაშორებული საგნები თუ ადგილები,სადღაც IV-V სს.ში; არის გადმოცემები სამჯერადი ჯვარის გამოსახვის შესახებ ( სამ-სამჯერ გულზე, შუბლზე და ბაგეზე), ავადმყოფებს კი მტკივან ადგილას გამოსახავდნენ ჯვარს,

მონასტრულ გარემოში სადღაც X ს.ში, შემოღებულ იქნა დიდი კურთხევის ჯვარის გამოსახვა, დალოცვის ასეთი სისტემა არალიტურგიკული გამოყენებისას არსებობდა ჯერ კიდევ V ს.ში, საუბარია მართლმადიდებლურ პირჯვრის წერაზე,

..................................................................

საინტერესო თემაა, დავძებნი მერე კიდევ რამეს,

დღეს საკმარისია,

იხარეთ,

კაიროსი!

ციტატა
უკაცრავად კაიროსუნა, (აშკარად ვაოფებ), მაგრამ მე მგონი თანმიმდევრობა სწორი არ არის, ასე არ უნდა იყოს? ,,მამული, ენა სარწმუნოება,,



მაგაზე ბევრჯერ მომწერეს ნინოს სიცოცხლე, მთლად არასწორია მეთქი, რომ ვთქვათ ტყუილია, როგორც ვიცი, არის ერთი ხელნაწერი სადაც ასეა განლაგებული ილიას ფორმულა, მერე კი მე ასე უფრო სწორედ ვხედავ ღირებულებათა კიბეს ( კიბეა ისიც მარცვლებითი აღმასვლითაც) , სხვა სიმბოლოებიც არის შიგნით ( კანუდოსელმა ხომ იპოვა biggrin.gif ), მოკლედ უფრორე ღირებულებათა სისტემის ზრდადობის გამო ვარჩიე ეს სისტემა მე, პირველ ციტატაში საქართველოს გზას ვხედავ, მეორეში (ბერძნულად რომაა) ქრისტიანი ადამიანის გზას-სიყვარულის გზას, მესამეში (ლათინურად) კი ზოგადად ადამიანის მუდმივ მაფხიზლებელ კითხვას: " სად მიდიხარ" ანუ "ვიდრე ჰხვალ"...
სულ ესაა,

იხარე!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   პირჯვრის გადაწერის მიმართულება   May 25 2007, 02:34 PM
კანონისტი   რაც დავწერე ეგრეა ...   May 29 2007, 10:35 AM
ზესქვი_უჩა   კანონისტი ვა საინტ...   Jun 7 2007, 03:39 AM
Sotiris   ცნობილია, რომ პირჯ...   Jun 12 2007, 04:21 PM
მნათე   ადამის გამოხსნა, თ...   Jun 12 2007, 04:26 PM
კანონისტი   Sotiris ანუ? კრიტიკა მო...   Jun 12 2007, 04:26 PM
გლახა   კანონისტი შეგიძლი...   Jun 13 2007, 01:07 PM
Sotiris   [b]კანონისტი შეგიძ...   Jun 13 2007, 05:11 PM
კანონისტი   გლახა არცერთი პირ...   Jun 13 2007, 01:10 PM
italieli-dato   პირჯვარი არ აცხონ...   Jun 25 2007, 03:10 AM
თამარი_ცქნაფო   ცნობილია, რომ პირჯ...   Jun 21 2007, 07:53 PM
შოთა   და რომელი საუკუნიდ...   Jun 25 2007, 10:07 AM
ulvashi   ალბათ, მხოლოდ ტრად...   Jun 25 2007, 01:25 PM
fidelio   აქ წაკითხული მერე, ...   Jun 25 2007, 03:42 PM
კანონისტი   fidelio ეგ ძალიან კარგი,...   Jun 25 2007, 03:56 PM
fidelio   კანონისტო , ვეცდებ...   Jun 27 2007, 02:42 PM
კანონისტი   fidelio მგონი თავად არ ...   Jun 28 2007, 04:59 PM
fidelio   ღმერთო ჩემო კანონი...   Jun 28 2007, 05:30 PM
კანონისტი   fidelio აბა კათოლიკეებ...   Jun 28 2007, 05:48 PM
fidelio   კარგად გამაცინე კა...   Jun 29 2007, 11:02 AM
კანონისტი   fidelio იქნებ ჩვენც გვი...   Jun 29 2007, 12:08 PM
fidelio   ვნახავ სახლში და გ...   Jun 29 2007, 01:25 PM
კანონისტი   fidelio მადლობა.... მგონი ...   Jun 29 2007, 01:38 PM
fidelio   :) მე კიდევ დეკანოზ ...   Jun 29 2007, 03:44 PM
KAIROS   ამაზე მაინც არ იტ...   Jun 29 2007, 06:40 PM
მხევალი ნინო   KAIROS უკაცრავად კაი...   Jun 29 2007, 07:07 PM
KAIROS   .....................................................   Jun 29 2007, 08:00 PM
მნათე   ფორმა უფრო მხატვრ...   Jun 29 2007, 08:20 PM
fidelio   კაიროს სად გინახა...   Jul 2 2007, 10:25 AM
გლახა   fidelio შენ ქრისტიანი ...   Jul 2 2007, 01:52 PM
კანონისტი   გლახა მეც ძალიან ა...   Jul 2 2007, 01:56 PM
მნათე   კონსტანტინეპოლის...   Jul 2 2007, 02:00 PM
კანონისტი   მნათე ხიოოოო..... კი...   Jul 2 2007, 02:01 PM
Sotiris   მრწამსშია შესატან...   Jul 2 2007, 09:45 PM
მნათე   არც მსოფლიო კრებე...   Jul 2 2007, 02:10 PM
კანუდოსელი   მეძველწესეები ვარ...   Jul 2 2007, 02:35 PM
მნათე   ბელიარსა და ქრისტ...   Jul 2 2007, 02:39 PM
dzvelmartlmadidebeli   ბელიარსა და ქრისტ...   Jun 5 2010, 11:44 AM
fidelio   კანონისტო ძალიან ...   Jul 2 2007, 04:15 PM
მნათე   უფლება არ გაქვს, ე...   Jul 2 2007, 10:03 PM
KAIROS   FIDELIO გიპასუხეს უკვე ...   Jul 3 2007, 01:55 AM
abo   fidelioგეტყობა ინტერეს...   Jul 3 2007, 04:00 AM
fidelio   კაიროს მადლობა პა...   Jul 3 2007, 09:42 AM
მხევალი ნინო   იცით რა, ძალიან საი...   Jul 3 2007, 09:59 AM
fidelio   მართალი ხარ ნინო მ...   Jul 3 2007, 10:04 AM
მხევალი ნინო   მნათე აი შეკითხვა...   Jul 3 2007, 10:07 AM
fidelio   როგორც მე ვიცი, გაშ...   Jul 3 2007, 11:09 AM
KAIROS   ხუთი ჭრილობის სიმ...   Jul 3 2007, 04:21 PM
fidelio   კი, ეგეც გამიგია, ო...   Jul 3 2007, 05:17 PM
KAIROS   :) ეგრეა ბიბლიოთე...   Jul 4 2007, 12:09 AM
stch   სატანისტები გამიგ...   Jul 4 2007, 02:35 AM
კანონისტი   საინტერესო რაღაც ა...   Jul 16 2008, 06:09 PM
მხევალი ნინო   კანონისტი პირჯვრ...   Jul 16 2008, 06:14 PM
k@the   კანონისტი და პაპმა...   Jul 16 2008, 06:19 PM
კანონისტი   k@the ორივეს ამბობს:   Jul 16 2008, 06:22 PM
k@the   კანონისტი ჩვენო რო...   Jul 16 2008, 06:24 PM
kato_Bato   კანონისტი ვაა, რა ს...   Jul 16 2008, 06:33 PM
კანონისტი   k@the მგონი არა. ზოგად...   Jul 16 2008, 09:39 PM
::სალომე::   პირჯვრის სწორად გა...   Jul 18 2008, 01:37 PM
marine   პირჯვრის სწორად გ...   Jul 18 2008, 03:03 PM
კანუდოსელი   ასეთი რამ მაქვს წა...   Jul 18 2008, 04:44 PM
marine   საიდან მოიტან ხოლ...   Jul 18 2008, 04:50 PM
კანონისტი   კანუდოსელი marine იქნე...   Jul 18 2008, 04:53 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი marine იქნ...   Jul 18 2008, 05:16 PM
კანონისტი   კანუდოსელი რასსსს...   Jul 18 2008, 05:19 PM
კანუდოსელი   აბა სად გამეხსნა? ...   Jul 18 2008, 05:20 PM
კანონისტი   კანუდოსელი მაშინ ...   Jul 18 2008, 05:21 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი მაშინ ...   Jul 18 2008, 05:25 PM
staywhite   marine სისხლის გაწმენ...   Jul 18 2008, 06:02 PM
::სალომე::   მე ვეთანხმები მარ...   Jul 18 2008, 06:16 PM
staywhite   ::სალომე:: მარინე ამ...   Jul 18 2008, 06:20 PM
::სალომე::   staywhite :* ეგ უკვე შევას...   Jul 18 2008, 07:52 PM
staywhite   ::სალომე:: არ იყო ეგ ...   Jul 18 2008, 09:25 PM
::სალომე::   რა თქმა უნდა ქალბა...   Jul 18 2008, 09:43 PM
staywhite   ::სალომე:: ვერ გაიგე...   Jul 18 2008, 09:47 PM
::სალომე::   მე ადრევე ავღნიშნ...   Jul 18 2008, 09:59 PM
staywhite   ::სალომე:: ანუ ავადმ...   Jul 19 2008, 01:22 AM
::სალომე::   რწმენა როგორ არ გა...   Jul 19 2008, 12:24 PM
staywhite   ::სალომე:: და ეს უფლ...   Jul 19 2008, 05:39 PM
::სალომე::   აჰაჰაჰააა :D :D :D ხოდ...   Jul 19 2008, 06:36 PM
staywhite   ::სალომე:: ანუ პატრი...   Jul 19 2008, 09:25 PM
::სალომე::   ვერ გამიგე... "წეს...   Jul 19 2008, 11:29 PM
staywhite   ::სალომე:: მარინა სხ...   Jul 19 2008, 11:39 PM
კანონისტი   staywhite ::სალომე:: თემა ა...   Jul 19 2008, 11:44 PM
::სალომე::   გეთანხმები :P პირი...   Jul 20 2008, 06:13 PM
staywhite   კანონისტი დავით, შ...   Jul 20 2008, 06:17 PM
კავკასიელი   ცნობილია, რომ პირჯ...   Jul 29 2008, 02:14 PM
მხევალი ნინო   dzvelmartlmadidebeli და ვინ ხარ...   Jun 5 2010, 01:30 PM
კანუდოსელი   dzvelmartlmadidebeli და ვინ ხარ? ...   Jun 5 2010, 01:49 PM
dzvelmartlmadidebeli   მეძველწესეა... რუს...   Jun 5 2010, 08:02 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი ხო,. ვი...   Jun 5 2010, 05:30 PM
dzvelmartlmadidebeli   მშვიდობას გისურვე...   Jun 5 2010, 08:25 PM
(Νικόλαος)   ის პრაქტიკა, რომელ...   Jun 5 2010, 10:51 PM
dzvelmartlmadidebeli   კი, ძველმართლმადი...   Jun 5 2010, 11:29 PM
კანუდოსელი   dzvelmartlmadidebeli რა ნიშნის მ...   Jun 5 2010, 11:37 PM
dzvelmartlmadidebeli   პირჯვრის წერისა და...   Jun 5 2010, 11:48 PM
კანუდოსელი   dzvelmartlmadidebeli მეჩვენება ...   Jun 5 2010, 11:52 PM
dzvelmartlmadidebeli   დიახ, ცოდვა მოსკოვ...   Jun 6 2010, 12:00 AM
მხევალი ნინო   dzvelmartlmadidebeli ,, ამჟამინ...   Jun 6 2010, 09:36 AM
kinoteli   ........... რუსეთში გასაგ...   Jun 6 2010, 07:38 PM
6 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th September 2025 - 08:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი