"თავისუფალთა" მარგალიტები!, მართლაც და, ამას გვიმალავდით? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"თავისუფალთა" მარგალიტები!, მართლაც და, ამას გვიმალავდით? |
მნათე |
Jun 29 2007, 09:11 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ერთ მეტად მომაბეზრებელ თემაზე მსურს საუბარი
ადამიანთა ერთი კატეგორია, უკვე მიზეზს ეძებს როგორ გალანძღოს, შერისხოს, დააკნინოს "ფანატიზმისა და ფუნდამენტალიზმის მასაზრდოებელი" საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია... (ახლა მეტყვიან გელანდებაო) მოდაში შემოვიდა რომელიმე სასულიერო პირის ცოდვაზე აღშფოთებული საუბარი, რასაკვირველია ოჯახში ნასწავლი ზრდილობით :yes: შემდეგ ამაზე შემაშფოთებელ/წარბაწეულ/ხომყველაფერიგასაგებია? ტონალობით დამატება რომ - "პრინციპში ეკლესია ძალაუფლებისა და შემოსავლების მოხვეჭის ორგანოა?" რასაც რიხიანი ტაშიც მოყვება ხოლმე, მსოფლიო ისტორიის ავტორიტეტული განმარტებებითა და რომელიმე ფაქტის - უეჭველობის ნიშნად ზურგგამაგრებით - თანაიდეოლოგი მეგობრებისგან ვაკეთებთ აღმოჩენებს, რომ თურმე ეკლესია ქალების დისკრიმინაციას ეწევა და ამ კოლუმბისებრ შენაძენს 70%-ზე მეტი ქალი წმინდანის ტაძართა ფონზე ვააშკარავებთ, ეკლესია ბნელია რადგან ცოდვად მიაჩნია სექსი... ნათლობის მოწმობები შავბნელი საქმიანობის უპირობო დასტურია, ამასთან ის თურმე ატარებს სახელმწიფოებრივ თვისებებს და მალე როცა "ვატიკან 2" იქნება შემოსავლებს სწორედ ამ წინწაგდებული საქმით აღრიცხავს... ეკლესიაში გარკვეული პროტოკოლით შესვლა არაცივილიზებულობის ევერესტია, პატრიარქის ხელზე მთხვევით მისალმება, რომელიც საუკუნეების ტრადიციისაა და სულაც არ აღნიშნავს პიროვნებაზე მიმთხვევას და ყველას ვინც წმიდა საყდარს შეუვლის რომში აუცილებლად გაითავისებს , პიროვნების შებღალვა... სამარშუტო ტაქსში ან ავტობუსში პირჯვრის გადაწერა და ამით საკუთარი სარწმუნოების უნებური და აბსოლუტურად უწყინარი გამოვლენა, უკიდურესი შავრაზმელობა და "მ ა რ ა ზ მ ი !!!" რომელიც ცხვირმოუხოცავთა სასაცილოდ უნდა იქცეს... კათალიკოს-პატრიარქის სათვალე, საზოგადოების წინაშე დანაშაული, 'ნარკომანიის სამარცხვინობა' სამგზისდასაწყევლი და არატოლერანტული ეკლესიის შიდა-ადმინისტრაციულ საქმიანობაში, შავრაზმულ-ექსტრემისტულ-უზრდელური ჩარევა, მრევლის სიბნელიდან გამოყვანის მცდელობა და ა.შ საზოგადოება, რომელიც დაწვრილმანებას არ იკადრებს სოციალური გარემოს სხვა ყოფაში, სიამოვნებით ისაუბრებს მღვდლის ოფლზე წირვისას, ეპისკოპოსის კვერთხის ჭერის მანერასა და მედავითნის ტონალობაზე... თავის ბანჯგვლიან ფეხებზე მონასტერში და ა.შ ღრმადინტელექტუალური თავები, რომლებიც დღეს ჭეშმარიტების ერთადერთობის იდეას წიხლით გადაუვლიან სოკრატეან-ფილოსოფიანად, ხვალ ისე დასახავენ თავის იდეოლოგიას ბეტელჰეიზედ სულაც არ შერცხვებად თავიანთი უწინდელი მტკიცებულებების ადამიანები რომლებიც ეკლესიაში ექსტრემიზმს უპირისპირდებიან, ხშირად ხდებიან უკიდურესი და აწ უკვე ამ პოსტში ყბადაღებული შავრაზმელობის გამომვლენნი, თავიანთი იდეის თარგად ძალადობით გამსაღებელნი... გააკრიტიკებენ ადამიანს რომელიც იტყვის რომ ეკლესია არის ცხონების გზა ამავდროულად თავიანთი ცხოვრების და იდეოლოგიის მთავარ პოსტულატებს, ისე გაასაღებენ საყოველთაო ვალდებულებად პირის დაღებას ვერ მოასწრებ, მენტორული ტონი, რომ მოგიწოდებს ნათურის ანთებას ვაი და ოდნავ აკადემიური ტონით მოგივიდა, დაუყოვნებლივ გიბრძანებენ შეწყვიტო ძველქართულად საუბარი და ისაუბრო ადამიანურ ენაზე, რომლის მსაზღვრელნიც რასაკვირველია თავად არიან... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ლილიანა |
Jun 29 2007, 10:52 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
მნათე
ჩემთვის ყველაფერი გასაგებიაა არანაირი პოსტემოდენისტული სტილი უბრალოდ იმის ფარული გამჟაღავნება რაც ცოტ ცოტაა ( რადიკალიზმს გაურბივარ ) ყველა ჩვენგან გვაწუხებს და ბევრ ჩევენ მოწინავე ფორუმელს და შესაძლოა თემის ავტორსაც ამიტომ ცოტაა ექსპრესიულად დაუწერია მნათეს კარგად შენიღბე თუმცა თემა მართლაც აქტუალურიაა ... და გავიხსენებ მეუფეს სიტყვებს რომელმაც ჩვენთან საუბრისას მრავალგზის გაუსვაა ხაზი როო საუბარი და დიალოგი მასზეა ვინც იწყებს დიალოგს ჩადებს ირონიას და აგრესიას დაცინვას მოიმკი დათესლის ნაყოფსს .. -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი