![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თათი87 |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ეს თემა ალბათ უფრო იმათთვისაა ვინც საქართველოდან წასულია და იცის რა არის როცა გენატრება სამშობლო.
მაინტერესებს რამდენად შეიცვალა თქვენი წარმოდგენა საქართველოზე?! არის თუ არა რამე ისეთი, რაც თქვენ წასვლის შემდეგ აღმოაჩინეთ, ან მანამდე ყურადღებას არც კი აქცევდით და რაც ემიგრანტები გახდით შემდეგ გააანალიზეთ და დაინახეთ?! ის რაც ყველაზე მეტად გენატრებათ და რაც ყველაზე ხშირად გახსენდებათ საქართველოზე. რასთან ასოცირდება თქვენთვის სამშობლო და ა.შ. რაღაც რო დააფასო შესადარებელი ობიექტი უნდა გქონდეს. ვისაუბროთ იმაზეც რას შეცვლიდით თქვენ საქართველოში ან მინიმუმ რის შეცვლას შეეცდებოდით მაინც ![]() ხო არ შეიცვალა თქვენი წარმოდგენა სამშობლოზე მას შემდეგ რაც მისგან შორს აღმოჩნდით? მოკლედ დააფრქვიეთ აზრები ![]() -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
![]() ![]() |
მანანა |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 16-November 06 წევრი № 483 ![]() |
აქ უკვე ბევრი რამ ითქვა, ახალს ვერაფერს დავამატებ. ჩემი აზრით, ყველამ უნდა გამოსცადოს რაღაც გარკვეული პერიოდით საზღვარგარეთ ცხოვრება, რათა უკეთ შესძლოს სამშობლოს დაფასება, მისი ავისა და კარგის გაცნობიერება. სწორედ უცხოეთში მივხვდი, რომ რაც საქართველოში ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო და ჩვეულებრივი ამბავი მეგონა, აქ ეს ფუფუნების საგნად იქცა. ეს ბევრ რამეში გამოიხატება. ღვთის მადლით, აქ წირვა-ლოცვაზე დასწრებაც ხერხდება ბერძნულ ან რუსულ ტაძრებში, რომლებსაც ძირითადად შაბათ-კვირას აღებენ, სხვა დღეებში დაკეტილია. ერთი რამ მაინც მენატრება, რაც სახლში ჩემთვის ძალზედ ჩვეულებრივი იყო: ის, რომ თბილისში შესაძლებელია გზად ეკლესიაში შეხვიდე, თუნდაც 5 წუთით, სანთელი აანთო, ლოცვა წარმოთქვა და გზა გააგრძელო, ეს აქ დიდი ბედნიერება ყოფილა. აქ მართმადიდებლურ ტაძარში "შემთხვევით" ვერ მოხვდები. ალბათ გამიგეთ რასაც ვგულისხმობ...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd July 2025 - 12:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი