ანსამბლი ,,სახიობა'', ჩვენი თაობის ერთ-ერთი მოწინავე ანსამბლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ანსამბლი ,,სახიობა'', ჩვენი თაობის ერთ-ერთი მოწინავე ანსამბლი |
N. R. |
Jun 29 2007, 12:14 AM
პოსტი
#1
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ვგონებ ამ ანსამბლზეც უნდა არსებობდეს ცალკე თემა, აქამდეც ვფიქრობდი, მაგრამ კიდევ ნუღარ გავაჭიანურებთ, მითუმეტეს, რომ დღეს სოო კონცერტი ჰქონდათ და შთაბეჭდილებები გვაქვს ერთმანეთისთვის გასაზიარებელი
-------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
დათიკო |
Jun 30 2007, 12:22 AM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ABRAMA
ციტატა ისე ჩემი აზრით მალხაზ ერქვანიძის მოსწავლეებს ნამდვილად არ სჭირდებათ ვინმესგან კილოზე ჭკუის სწავლება! ხოხ, რა ხმამაღალი ლოზუნგია?! სწორედაც რომ ჭირდებათ. სიმართლე რომ ვთქვა, მე კონცერტიდან უკმაყოფილო არ წავსულვარ, რადგან დასაფასებელია ანსამბლის შემართება, ის ემოცია და ენერგია როგორაც იმღერეს. თუმცა შემდეგ უკვე ცივი გონებით გაანალიზების შემდგომა აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი რამ არის დასახვეწი. ( აქ მინდა იცოდეთ რომ მე არ ვარ გფოლკორისტი და მხოლოდ ჩემს როგორც რიგითი მსმენელის პირად აზრს ვწერ). სიმღერის დრამატურგიული სტრუქტურები არ მომეწონა ბევრგან. განსაკუთრებით გრძელ კრიმანჭულიან სიმღერაში (შენდობას ვითხოვ სახელი არ მახსოვს). არ მომწონს "ნასწავლი" ხასიათით ნამღერი. არ ვიცი რამდენად გასაგებად ვწერ. ასევე, არ მომეწონა ტემბრალური ბალანსი. და ამის გამო თითქოს ერთიანობა, მთლიოანობა აკლდა სიმღერებს. მოკლედ მალხაზის მოწაფეებისგან მეტს ველოდი ნამდვილად. თუმცა, კიდევ ერთხელ განვმეორდები: მიხარია, რომ კიდევ ერთი ანსამბლი შეემატა ჩვენს ფოლკლორულ სივრცეს. თუკი ისინი პროფესიონალთა რჩევებს გაითვალისწინებენ ხოლმე და არ გაბრაზდებიან როდესაც მათ შენიშვნას მისცემენ, ვფიქრობ, საკმაოდ ბევრს მიაღწევენ. მეორე ხცელმძღვანელი, როგორც ვხვდები, ჩვენი თანაფორუმელია. მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო კარგი კრიმაჭულისთვის. ხო, და კიდევ ერთი, ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე ბისზე ნამღერმა თბილისომ. კინაღამ ჩამიშხამა მთელი სიამოვნება რაც მივიღე კონცერტის განმავლობაში. არ მომეწონა სასტიკად. მადლობა კონცერტისთვის |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი