ანსამბლი ,,სახიობა'', ჩვენი თაობის ერთ-ერთი მოწინავე ანსამბლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ანსამბლი ,,სახიობა'', ჩვენი თაობის ერთ-ერთი მოწინავე ანსამბლი |
N. R. |
Jun 29 2007, 12:14 AM
პოსტი
#21
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ვგონებ ამ ანსამბლზეც უნდა არსებობდეს ცალკე თემა, აქამდეც ვფიქრობდი, მაგრამ კიდევ ნუღარ გავაჭიანურებთ, მითუმეტეს, რომ დღეს სოო კონცერტი ჰქონდათ და შთაბეჭდილებები გვაქვს ერთმანეთისთვის გასაზიარებელი
-------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
siomani |
Jun 30 2007, 01:02 AM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 405 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,395 |
თქვენის ნებართვით მეც ვიტყვი ერთ ორ სიტყვას ჩვენ გუნდზე, ალბათ საინტერესო იქნება ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
უპირველეს ყოვლისა მინდა "სახიობას" ყველა კეთილისმსურველს დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში გდომისა და დაფასებისთვის. დამერწმუნეთ დიდი სიხარულია როცა გამოიხედავ კულისებიდან და ამდენ ნაცნობს და ახლობელს დაინახავ... ფორუმშიც დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი, მაგრამ მეჩვენება რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია დასმული ამ ანსამბლის ირგვლივ. ვეცდები შეძლებისდაგვარად ამომწურავი იმფორმაცია მოგაწოდოთ ყველაფერზე... "სახიობა" ჩამოყალიბდა 2006 წლის 16 იანვარს. ხელმძღვანელები არიან მალხაზ ერქვანიძე და (მე) რევაზ შანიძე. გუნდს გამართული აქვს 2 სოლო კონცერტი. გახდა "დათვარიელება ფესტივალის" ლაურეტი. მოკლედ ესეა, და სხვა რამე გაინტერესებთ მზად ვარ გიპასუხოთ! რაც შეეხება ხელმძღვანელებს, მე და მალხაზს ფუნქციები გვაქვს გადანაწილებული. მე ვარჩევ ძველ ჩანაწერებს, ვახდენ გუნდის მობილიზაციას, ვასწავლი გუნდს ამ ყველაფერს და ერთგვარად ვუმსუბუქებ მალხაზს სამუშაოს გუნდში. მალხაზი კი ამ გამზადებულ (ნუ კილოს თვალსაზრისით რათქმა არა) სიმღერას მახო თავისი ოსტატობით სვავს თავის წყობებში. მაგრამ გუნდის მართვაში ორივე ერთად ვმონაწილეობთ. ხელმძღვანლად მე მალხაზმა დამადგინა და ვცდილობ არ გავუცრუო იმედები! მაგრად მიყვარს ეგ ადამიანი და ძალიან დიდ პატივს ვცემ!!! მახო ცეცხლივითაა - ძალიან თუ მიუახლოვდები დაგწვავს, თუ შორს წახვალ შეგცივდება - ამიტომ ზომიერად უნდა მიუახლოვდე თუ გინდა რომ მუდამ თბილად იყო!!! -------------------- "ვიმღეროთ ძმებო ვიმღეროთ, სანამ ერთმანეთს ვხედავთო..."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 11:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი