![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
მინდა მეტად სჭოჭმანო საკითხს შევეხო, იმედია არავის ეწყინება
![]() ერთ-ერთ არგუმენტად, რომელიც ჩვენ - მართლმადიდებელ ქრისტეანებს, ორღანის ტრადიციის საპირისპიროდ მოგვყავს, სულიერი ხმით განდიდების შეუძლებლობაა, ანუ შიგნიდან ამოძახილის ადამიანებამდე დატანის შესაძლებლობის არ არსებობა, რამდენადაც ის უსულო საკრავია ![]() რომელი გალობაა დღეს ჩვენთვის უპირატესი - რომელიც ნოტებზე იქნება გამართული, თუ რომელიც ხელოვნებას სულიერ ხმოვანებად გარდაქმნის და შესაბამისად, მრევლს იმავე ხმით აგალობებს, რასაც ქორდეაზე ასრულებენ? ჩვენ ვიცით, რომ მრევლის სათქმელს უფლის წინაშე, იგივე 'ამინ'-ს გუნდი ამბობს, გუნდი განასახიერებს მრევლის ხმას, - თავად ჩაძახილსაც მრევლში, ასეთ მომენტში შენი ხმის ტემბრი, უნდა ჩავარდეს ადამიანის გულში და ამ გულიდან ამონასხლეტი ღმერთამდე მივიდეს და როცა თავად არ ლოცულობ, როგორ გინდა დიალოგი შედგეს ღმერთსა და მრევლს შორის, შენი ხმის ტემბრის მეშვეობით - რომელიც თავის მხრივ სულიერების მანიშნებელიცაა? ანუ, რა ხდება როცა მგალობლები მხოლოდ პირს აღებენ ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
aaa |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,278 ![]() |
დაუტეოთ ზრუნვა, და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელთა ანგელოსთაებრ უხილავად ძღვნის შემწირველთა წესთასა
ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომით განმარტავს ხოლმე ამ სიტყვების შინაარსს, ბევრი კი თავად ამ სიტყვებს სთვლის შეცდომად. აქ კავშირი და, მხოლოდ აზრობრივ რიტორული გამშვენებაა, ისევე როგორც 'და სულისაცა შენისა თანა"_ში ან "რაოდენთა ქრისტეს მიერში" 0 და ქრისტე შეგვიმოსიეს.. ეს არის ქართული ენის და მუსიკის ურთიერთობისაგან გამომდინარე მხოლოდ ორნამენტული მნიშვნელობის მქონე სიტყვა, რომელიც ამავე დროს სიტყვებს ან ფრაზებს შორის (ამ შემთვევებში გაყოფილები არიან ისინი) უფრო მეტ კავშირს, აზრობრივ და მხატვრულ ერთობას გამოხატავს... ბევრ ხალხურ და სხვათა შორის თანამედროვე ქართულ სიმღერებშიც კი არის "დას" ასეთი - თითქოს ძირითად ტექსტში ჩამატებული და ძირითად შინაარსობრივი კონტექსტისათის მეორადი მაგრამ სინამდვილეში ამ ძირითადი აზრის და შინაარსის განმმარტებელი, დამაკონკრეტებელი მნიშვნელობით გამოყენების შემთხვევები... რაც შეეხება დანარჩენ სიტყვებს - აქ ძველი ქართულის ელემენტარული ცოდნაა საჭირო - განსაკუთრებით სახელთა ბრუნვის მაშინდელი სპეციფიკის გათვალისწინებით დაუტევოთ ზრუნვა (ვინც ქერუბიმებს ვემსგავსეთ და ცხოველსმყოფელ სამებას სამწმიდაარსობის გალობას შევსწირავთ), როგორც ყოველთა მეუფის შემწყნარებლებმა, ანგელოზებივით -უხილავად ძღვნის შემწირველი წესებივით რომ ვართ, ანგელოზებივით უხილავად რომ შევწირავთ ძღვენს - სიტყვიერ და უსისხლო მსხვერპლს, ანგელოზებივით , უხილავად ძღვნის შემწირველი წესებივით - ანგელოზებივით შევიწყნარებთ მეუფეს ჩვენ შორის - დიდი გამოსვლის დროს და მთელი მართალთა ლიტურგიის და ევქარისტიის და ზიარების ჟამს და მათსავით სხვებისთვის უხილავ და დიად მსხვერპლშეწირვის წესის - განგების თანაზიარნი და მონაწილენი და მოწესენი ვხდებით... და ბოლოს როგორც მცირე გამოსვლის დროს, ეს საგალობელიც ღვთის სადიდებელი აკლამაციით - ალილუიარიით მთავრდება... ესე იგი - ეს დიდი გამოსვლით ორ ნაწილად გაყოფილი საგალობელი (სხვათA შორის, ზოგიერთ ბერძნულ ეკლესიაში არც ყოფენ, არამედ გალობის ფონზე შემოუვლიან ტაძარს ან ამბიონს და გალობის პარალელურად აღასრულებენ ბარძიმთან მოხსენიებას) ჩვენ ერთ მთლიანობად უნდა აღვიქვათ და გავიგოთ (ამიტომ ჩამატებულია კავშირი "და", რომელიც სხვათა შორის რამდენიმე ქართულ საგალობელში არც გვხვდება) და შინაარსიც უცხადესი გახდება ჩვენთვის... ასეთი შემთხვევები ლიტურგიაში მრავლადაა, როდესაც ერთი აზრობრივი მთლიანობა ორ ნაწილადაა გაყოფილი (ხშირად ორი მთქმელისათVის, ვთქვათ - მღვდელი, დიაკვანი, ან დიაკვანი გუნდი, ან I გუნდი და II გუნდი და ა.შ.).. თუნდაც ევქარისტიის წესი... ხმას რაც შეეხება ზემოთ გამოთქმული აზრიც უცხადესია - საზოგადო მსახურებაში მონაწილეობისათVის მგალობლისთVის აუცილებელია შესაბამისი მუსიკალური მონაცემები... რაც შეეხება ცნებას "სულიერება" ამის საზომი ერთეულები და მეთოდები ჯერ არავის კაცთაგანს მოუგონებია.. ამას მხოლოდ უფალი ხედავს ან განსაკუთრებული სულიერი ჭვრეტის მადლით დაჯილდოვებული წმინდა ადამიანი... მგალობელს უბრალოდ მოეთხოვება მორჩილება, თავდადება, პასუხისმგებლობა, შრომა, ყურადღება და კონცენტრაცია შემსრულებლობისას და ყველა ქრისტეანისათVის აუცილებელი - სიყვარული და სიმდაბლე.... მე მაპატიეთ |
Sotiris |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
კარგი, რომელნი ქერუბინთას მეორე ნახევარს მივხედოთ
![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 01:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი