ჩანახატები, იყოს ლამაზი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩანახატები, იყოს ლამაზი |
გლახა |
Jan 16 2007, 01:27 PM
პოსტი
#1
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მეგობრებო არ მახსოვს ჩანახატების თემა თუ არსებობს.
ერთმა ჩვენმა კარგმა მეგობარმა მთხოვა გამეხსნა.. აბა გაგვახარეთ |
ნაინა |
Jun 30 2007, 04:37 AM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ციტატა ყველაზე ლამაზი რაც მინახია ჩემს ცხოვრებაში მომზადების, წინასწარგანწყობის ან წინათგრძნობის გარეშე ვიხილე. სამარშრუტო ტაქსში ვიჯექი, დანარჩენი ცხრა ადამიანივით გარკვეული წერტილი მქონდა შერჩეული და იმას ვუყურებდი უმიზნოდ. ერთერთი გაჩერება იყო. კარი გააღეს და ძალიან პატარა, გამხდარი, დამჭკნარი, ძველმანებში ჩაცმული, მუქი პირისახის მოხუცი ქალი ამოძვრა და იქვე სკამზე დაჯდა. გავაყოლე თვალი კარებს და მოხუცის მსგავად მუქი, შუაწლის, კაფანდარა კაცი დავინახე, ასევე გაცრეცილ, მუქ ტანსაცმელში გახვეული. მაგრამ ღმერთო რა თვალებით გააცილა მოხუცი. გულისტკივილით, უსაზღვრო პასუხისმგებლობის გრძნობით, დედამიწის შემძვრელი სევდით, სიყვარულით სავსე იყო იმ ადამიანის თვალები. ბოდიშს უხდიდა თითქოს ყველა იმ შეჭირვებისთვის, ყველა უძლო ღამისთვის, პურისთვის დათვლილი თეთრებისთვის, იმისთვის რომ ვერ მოახერხა ამ სამყაროში იმდენი შეეგროვებინა რომ დედისთვის სათანადოდ მიეხედა. ის წამის მეოთხედი სანამ კარი დაიხურებოდა დაუთმო მან დამშვიდობებას. უსიტყვოდ. როგორ მინდოდა იმ დროს ტირილი. ორმა ყველაზე უსახურმა ადამიანმა, რომელიც მე ოდესმე შემხვედრია, მოხუცმა და მისმა შვილმა, დაანგრიეს ჩემ ცნობიერებაში ყველა ის რაც ადმიანების წინააღმდეგ მქონდა შეგროვებ-შეკოწიწებული. რაც მაფიქრებინებდა რომ ჩვენი რასა ბოროტებით და უგუნურებითაა სავსე. იმედგაცრუების ჟამს ვეძებდი ხოლმე სიკეთის და ნუგეშის სხივებს ახალგაზრდებში, პაწია ბავშვებში, სასიამოვნო სახის ადამიანებში, კეთილ ადამიანებში, წარმატებულ ადამიანებში.. ამ ორმა, საზოგადოებისთვის უპატარავეს ადამიანს შორის გატარებულმა სხივმა დაჩრდილა ყოველი. ყველაზე შემძვრელი რაც კი ოდესმე მინახია ამ მოხუცის შვილის თვალები იყო, ადამიანის რომელიც შესაძლებელია ეთნიკური ქართველი საერთოდაც არ იყო. თვალები ამერია, მოზაიკასავით დავიშალე, და მივხვდი რაოდენ პატარა ვარ. ჩემი მედიდურობის, ტანსაცმლის, ჯდომის მანერის უხერხულობა ვიგრძენი. უცებ ვეღარ მივხვდი სად უნდა წამეღო ხელები, საით უნდა გამეხედა. თან ძალიან შემრცხვა იმისი რომ ქურდი იყავი იმწამს. მოვიპარე ის რაც მხოლოდ ამ ორი ბრწყინვალე ადამიანისთვის იყო განკუთვნილი. მას მერე გული მეკუმშება როდესაც მახსენდება ეს თვალები და როგორცკი ეჭვი შემეპარება ხოლმე ადამიანებში მაშინვე თვალწინ მიდგება, გაფრთხილებასავით. ქვეყნად ყველაფერს ნიჭი სჭირდება. სხვა ადამიანებში გრძნობის აღქმასაც და მის გადმოცემასაც. შენ კი ეს ნიჭი გქონია და არასოდეს დაგკარგვოდეს. ამბობენ თვალები სულის სარკეაო. მაგრამ მასში ამოკითხვა ბევრს არ შეუძლია. შენ კი შეძელი იმ ადამიანის სარკეში მისივე მშფოთვარე სულის დარდები ამოგეკითხა და ჩვენამდე მოგეტანა. საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილები ვცხოვრობთ, ჩვენივე სევდითა და პატარ-პატარა სიხარულებით აგებულ სამყაროში ვარსებობთ და მის იქეთ გახედვა გვიჭირს. სამყარო კი სავსეა დარდითა და ტკივილით. ეგებ სხვას ჩვენზე მეტად უჭირს, ეგებ სხვა ჩვენზე მეტად განიცდის, ან თუნდაც ძალიან ბედნიერია. ღმერთმა დარდი და შეჭირვება აშოროს ყველას. აღარ გვენახოს ტკივილით სავსე თვალები. უფალი გფარავდეთ -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი