მართლმადიდებლობა და მედიცინა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმადიდებლობა და მედიცინა |
ნათია |
Jun 23 2007, 08:31 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
სერაფიმე საროველი ამბობს: იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც და მის ხელშია შენი
გამოჯანმრთელება. რელიგიას უცხოელ ფსიქიატრთაგან მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო დოქტორმა ლ.ა. კოხმა თავის შესანიშნავ წიგნში „ადამიანის ნერვული ცხოვრება“, თავში „ნერვულ დაავადებათა მიზეზები“ (გვ. 163) ვკითხულობთ: „სულის ღმრთისაგან გაუცხოებაა უდიდესი ბოროტება. მასში, როგორც ცალკეულ პირთათვის, ისე საზოგადოებისათვის მწიფდება ყველაზე შხამიანი და მწარე ნივთიერება, რომელიც ნერვებს ანადგურებს“. მომდევნო თავში: „ნერვულ დაავადებათა მკურნალობა“ (გვ.204) დოქტორი კოხი წერს: „სად პოულობს სული ძალას, წინაღუდგეს იმას, რაც მას თავს ატყდება და ნერვებს ემუქრება? საიდან იღებს იგი იარაღს, თავისი ძლევამოსილი თავდაცვისათვის? როცა მას უკვე მიაყენებენ ჭრილობას, რა ეხმარება, რომ არ დაეცეს და თავისი თავი და თავისი ნერვები დაიცვას და დაიფაროს? ერთადერთი პასუხი ის არის, რომ ვერაფერს ვერ მიაღწევ, ვერაფერს ვერ შეძლებ რელიგიის ანუ ღმრთისადმი პიროვნული დამოკიდებულების გარეშე. ჩვენი საუკეთესო ძალები სწორედ რელიგიის წიაღშია“. ასევე ვკითხულობთ: „მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ადამიანი, რომელსაც სასოება აქვს უფლის მიმართ, მრავალი იმედგაცრუების გადატანას შეძლებს, შეძლებს მრავალი მძიმე შეგრძნებისა და განსაცდელის გამკლავებას, რომლებიც ჯერ მის ფსიქიკაში აღწევენ, შემდეგ კი ამ უკანასკნელიდან - ნერვებში; რომ რელიგიური ადამიანი არ ემონება და არ ემორჩილება იმას, რაც ურწმუნო ადამიანს ემუქრება და საფრთხეს უქადის. უკიდურეს შემთხვევაში, იგი ზურგს აქცევს იმას, რისკენაც ურწმუნო ადამიანი მიილტვის და მიისწრაფვის და რომ ამგვარად, რელიგიის მოქმედება მრავალი თვალსაზრისით, მრავალი მიმართებით პროფილაქტიკურია“. შემდეგ, 206-ე გვერდზე ვკითხულობთ: „დაე, სწამდეთ ან არ სწამდეთ, მაგრამ ის კი უდავოა, რომ რელიგიის ზემოქმედება, მისი ზეგავლენა არა მხოლოდ ცაკლეულ პირთათვის, საერთოდ ყველასათვის ნერვულ დაავადებათაგან საუკეთესო დამცავ საშუალებას წარმოადგენს“. მე ამ დასკვნამდე მივედი: როცა ამჩნევ რომ უძლურია მედიცინა შენს დაავადებაზე, მაშინ უფალს უნდა მიენდო და უფლისადმი რწმენას შეუძლია სასწაულიც კი მოახდინოს ვისაუბროთ ..... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ქავთარაძე |
Jun 25 2007, 11:14 AM
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი |
ნათია
მონასტერში წამლის დალევა არ შეიძლება, განსაკუთრებული შემთხვევა თუ არ იქნება და თუ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა მაშინ მოძღვრის კურთხევაა აუცილებელი italieli-dato ვინ თქვა რომ კრძალავს? მართლმადიდებლომა მედიტაციებს და ეგეთ რაღაცეებს არ ამართლებს რაც მათთვის ლოცვას წარმოადგენს... |
S a l l y |
Jun 30 2007, 03:27 PM
პოსტი
#3
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
ნათია მონასტერში წამლის დალევა არ შეიძლება, განსაკუთრებული შემთხვევა თუ არ იქნება და თუ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა მაშინ მოძღვრის კურთხევაა აუცილებელი ახლახან ეს წავიკითხე,მამა ანდრიას პოსტია ევთანაზიის თემაში.... ცნობილია, რომ მამა იოსებ ათონელი უარს ამბობდა წმალების მიღებაზე. ამას მისი სარწმუნოებრივი მხურვალება განაპირობებდა, და იკურნებოდა კიდევაც. მაგრამ ბოლო წერილებში მოუწოდებს სულიერ შვილს მიიღოს წამლები. მეც ვფიქრობ, რომ ჯანმრთელობა და მიწიერი სიცოცხე ღმრთის ნიჭია, სულის ასაღორძინებლად მონიჭებული და მას უნდა გავუფრხილდეთ, მივიღოთ წამლები, როგორც უფლის მიერ მონიჭებული მადლით კურნების ძალის მქონენი და არ მოვითხოვოთ ღმრთისაგან ზებუნებრივი სასწაული. ერისკაცთა და დამწყებ მონოზონთათვის სასწაულის მოლოდინი ხიბლის ნიშანი უფროა, ვიდრე სარწმუნოების ძლიერების. მაკურნებელ წამლებზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ სარწმუნოებრივი კადნიერებით გამართლდეს. ეს რჩეულთა ხვედრია და არ შეიძლება მიღებულიქნას ნორმად. სხვა შემთხვევაში უარის თქმა არსებითად არის ან ევთანაზია, ან კიდევ დაუდევარი დამოკიდებულება ღმრთის ნიჭისადმი. ორივე შემთხვევა დასჯადია ღმრთის მიერ. პ.ს.გიო,გამაყუჩებლების მიღებას ხომ არ გულისხმობ ? -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი