განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
ქავთარაძე |
Jun 28 2007, 11:15 AM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ბევრმა ჩემი აზრით არც იცის რას ნიშნავს განკითხვა... ბევრს გონია რომ განკითხვა ჭორაობაა და მეტი არაფერი.
წმ.დიმიტრი როსტოველმა ასე განგვიმარტა ამ ცოდვის არსი: განკითხვა-სხვისი ნაკლოვანებების შემჩნევა, დამახსოვრება და აღნიშვნა, მოყვასისათვის ღიად თუ მალულად გამოტანა მსჯავრისა. იმ დროს, როცა შენთვისაც კი შეუმჩნევლად განიკითხავ მოყვასს, გულში მისი დამახინჯებული ხატი ყალიბდება. ეს ხატება შემდგომში ამ ადამიანისადმი უსიყვარულობის შინაგანი გამართლების, მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდება. აღსარებით ამ მცდარი ხატების შემუსვრა და მის ნაცვლად გულში მოყვასის ჭეშმარიტი სახით აღდგენა უნდა ხდებოდეს. |
სოფი |
Jun 30 2007, 05:24 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ქავთარაძე
ციტატა მე ამ ამბავზე ასე ვფიქრობ, ადამიანზე როცა გული შეგტკივა ის უნდა დაიმარტოვო და არა ხალხში უთხრა ის რაც მასში არ მოგწონს ... თბილი ადამიანური რჩევით... მარიტა ციტატა საერთოდ ჩვენ ცოდვებს ძნელად ვამჩნევთ ხოლმე და სხვისი ეგრევე მოგხვდება თვალში განკითხვა ყველაზე გავრცელებული ცოდვაა ჩემი აზრით ადამიანებში,მეც მაწუხებს და სულ ვამბობ ხოლმე აღსარებაში მეც შენსავით მარიტა მართლაც, რომ ბევრს გვჭირს ეს საზიზღარი ცოდვა,ნამდვილად ხშირია. ახლახანს ჩემმა მოძღვარმა ქადაგებაშიც თქვა:რომ ვუკვირდები,ჩემ თავსაც და იმ ხალხს,ვინც აღსარებას მაბარებს, ამ ცოდვას ყოველთვის ხშირად ჩავდივართო... და ეს იმიტომ ხდება,რომ გვაკლია ჭეშმარიტი,ქრისტესმიერი სიყვარული. ადრე ვფიქრობდი,რომ ყველა მიყვარს,ყოველ შემთხვევაში არავინ მძულს,მაგრამ განა ეს სიყვარულია?ვინმესთან თბილი,კარგი დამოკიდებულება არ კმარა,ეს არაა ის სიყვარული,რომელიც ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს! ან რატომ ვგრძნობთ ხოლმე ვინმესთან გულგრილ დამოკიდებულებას?ასეთი სიყვარული არ კმარა!ადამიანი,რომელიც ერთ ადამიანს მაინც განიკითხავს,განა იტყვის,რომ მას უყვარს სხვა,ყველა? მე პირადად,როცა ამაზე დავიწყე ფიქრი,ძალიან შემრცხვა,რადგან,რომ მკითხო გიყვარსო,როგორ,რა გულით გიპასუხო კი-მეთქი,როდესაც მე ის ადამიანი განვიკითხე... მრცხვენია მერე,როგორ ჩავხედო უფალს ან სხვას თვალებში... -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი