"თავისუფალთა" მარგალიტები!, მართლაც და, ამას გვიმალავდით? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"თავისუფალთა" მარგალიტები!, მართლაც და, ამას გვიმალავდით? |
მნათე |
Jun 29 2007, 09:11 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ერთ მეტად მომაბეზრებელ თემაზე მსურს საუბარი
ადამიანთა ერთი კატეგორია, უკვე მიზეზს ეძებს როგორ გალანძღოს, შერისხოს, დააკნინოს "ფანატიზმისა და ფუნდამენტალიზმის მასაზრდოებელი" საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია... (ახლა მეტყვიან გელანდებაო) მოდაში შემოვიდა რომელიმე სასულიერო პირის ცოდვაზე აღშფოთებული საუბარი, რასაკვირველია ოჯახში ნასწავლი ზრდილობით :yes: შემდეგ ამაზე შემაშფოთებელ/წარბაწეულ/ხომყველაფერიგასაგებია? ტონალობით დამატება რომ - "პრინციპში ეკლესია ძალაუფლებისა და შემოსავლების მოხვეჭის ორგანოა?" რასაც რიხიანი ტაშიც მოყვება ხოლმე, მსოფლიო ისტორიის ავტორიტეტული განმარტებებითა და რომელიმე ფაქტის - უეჭველობის ნიშნად ზურგგამაგრებით - თანაიდეოლოგი მეგობრებისგან ვაკეთებთ აღმოჩენებს, რომ თურმე ეკლესია ქალების დისკრიმინაციას ეწევა და ამ კოლუმბისებრ შენაძენს 70%-ზე მეტი ქალი წმინდანის ტაძართა ფონზე ვააშკარავებთ, ეკლესია ბნელია რადგან ცოდვად მიაჩნია სექსი... ნათლობის მოწმობები შავბნელი საქმიანობის უპირობო დასტურია, ამასთან ის თურმე ატარებს სახელმწიფოებრივ თვისებებს და მალე როცა "ვატიკან 2" იქნება შემოსავლებს სწორედ ამ წინწაგდებული საქმით აღრიცხავს... ეკლესიაში გარკვეული პროტოკოლით შესვლა არაცივილიზებულობის ევერესტია, პატრიარქის ხელზე მთხვევით მისალმება, რომელიც საუკუნეების ტრადიციისაა და სულაც არ აღნიშნავს პიროვნებაზე მიმთხვევას და ყველას ვინც წმიდა საყდარს შეუვლის რომში აუცილებლად გაითავისებს , პიროვნების შებღალვა... სამარშუტო ტაქსში ან ავტობუსში პირჯვრის გადაწერა და ამით საკუთარი სარწმუნოების უნებური და აბსოლუტურად უწყინარი გამოვლენა, უკიდურესი შავრაზმელობა და "მ ა რ ა ზ მ ი !!!" რომელიც ცხვირმოუხოცავთა სასაცილოდ უნდა იქცეს... კათალიკოს-პატრიარქის სათვალე, საზოგადოების წინაშე დანაშაული, 'ნარკომანიის სამარცხვინობა' სამგზისდასაწყევლი და არატოლერანტული ეკლესიის შიდა-ადმინისტრაციულ საქმიანობაში, შავრაზმულ-ექსტრემისტულ-უზრდელური ჩარევა, მრევლის სიბნელიდან გამოყვანის მცდელობა და ა.შ საზოგადოება, რომელიც დაწვრილმანებას არ იკადრებს სოციალური გარემოს სხვა ყოფაში, სიამოვნებით ისაუბრებს მღვდლის ოფლზე წირვისას, ეპისკოპოსის კვერთხის ჭერის მანერასა და მედავითნის ტონალობაზე... თავის ბანჯგვლიან ფეხებზე მონასტერში და ა.შ ღრმადინტელექტუალური თავები, რომლებიც დღეს ჭეშმარიტების ერთადერთობის იდეას წიხლით გადაუვლიან სოკრატეან-ფილოსოფიანად, ხვალ ისე დასახავენ თავის იდეოლოგიას ბეტელჰეიზედ სულაც არ შერცხვებად თავიანთი უწინდელი მტკიცებულებების ადამიანები რომლებიც ეკლესიაში ექსტრემიზმს უპირისპირდებიან, ხშირად ხდებიან უკიდურესი და აწ უკვე ამ პოსტში ყბადაღებული შავრაზმელობის გამომვლენნი, თავიანთი იდეის თარგად ძალადობით გამსაღებელნი... გააკრიტიკებენ ადამიანს რომელიც იტყვის რომ ეკლესია არის ცხონების გზა ამავდროულად თავიანთი ცხოვრების და იდეოლოგიის მთავარ პოსტულატებს, ისე გაასაღებენ საყოველთაო ვალდებულებად პირის დაღებას ვერ მოასწრებ, მენტორული ტონი, რომ მოგიწოდებს ნათურის ანთებას ვაი და ოდნავ აკადემიური ტონით მოგივიდა, დაუყოვნებლივ გიბრძანებენ შეწყვიტო ძველქართულად საუბარი და ისაუბრო ადამიანურ ენაზე, რომლის მსაზღვრელნიც რასაკვირველია თავად არიან... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Jul 1 2007, 12:20 AM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა და სად არიან ის ათეისტები? ტექსტს შეიძლება ათასი კომენტარი მოუნახო, პათოსს აყვე, რაღაცას დაეთანხმო, რაღაცას არა... ეს როცა სურვილია, როცა სურვილი არ არის.. ამიტომ კატო მიაშალე აი თემა, ფორუმ.გეზე გამოხმაურებები 5-გვერდზე ავიდა, მიუხედავად იმისა რომ მათთვის ეს აქტუალური არ არის... ის რომ ეკლესიას ნებისმიერ სისულელეზე ლანძღავენ თქვენ მართლა არ შეგიმჩნევით თუ იდეალური სურათის ხატვა გსიამოვნებთ? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
იოანა |
Jul 1 2007, 12:22 AM
პოსტი
#23
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ტექსტს შეიძლება ათასი კომენტარი მოუნახო, პათოსს აყვე, რაღაცას დაეთანხმო, რაღაცას არა... ეს როცა სურვილია, როცა სურვილი არ არის.. ამიტომ კატო მიაშალე აი თემა, ფორუმ.გეზე გამოხმაურებები 5-გვერდზე ავიდა, მიუხედავად იმისა რომ მათთვის ეს აქტუალური არ არის... ის რომ ეკლესიას ნებისმიერ სისულელეზე ლანძღავენ თქვენ მართლა არ შეგიმჩნევით თუ იდეალური სურათის ხატვა გსიამოვნებთ? ბოლოში მაგიტომაც მეწერა: ციტატა დღეს კიდევ ის მტკივა, რომ შესაბამისი დროული რეაქცია არ გვაქვს... -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი